1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ თავის ტერიტორიაზე მგზავრების, ბარგის, ფოსტის, ტვირთის გადაზიდვით ადგილობრივი დანახარჯების შედეგად დარჩენილი შემოსავლის თავისუფალი გადარიცხვის უფლება მოთხოვნის დროისათვის არსებული ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსით. როდესაც მხარეთა შორის გადახდების სისტემას არეგულირებს სპეციალური შეთანხმება, გამოიყენება აღნიშნული შეთანხმება.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო მეორე მხარის ტერიტორიაზე თავისუფლდება შემოსავლისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი გადასადისაგან შესრულებული შეთანხმებული მომსახურების შედეგად მიღებულ მოგებასა და სარგებელზ