1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ძალაში მყოფი კანონები, წესები და რეგულაციები, რომლებიც ეხება საკუთარ ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდით მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის შესვლას ან ტერიტორიის დატოვებას (როგორიც არის შესვლის, გაფორმების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული წესები) გამოიყენება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

2.  ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება მის ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო ნაოსნობისათვის დანიშნული საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, გაჩერებას ან გამგზავრებას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება ორივე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდზე, ეროვნებისდა განურჩევლად და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ  ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ მგზავრებზე, ბარგზე, ტვირთსა და ფოსტაზე ვრცელდება საბაჟო და/ან საემიგრაციო კონტროლი. პირდაპირი ტრანზიტის დროს ბარგი, ტვირთი და ფოსტა თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, შემოწმების გადასახადებისა და სხვა მსგავსი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგა