1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება წერილობით დანიშნოს და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო დაწესებული მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები.

2.  ამგვარი დანიშვნა ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დასტურდება დიპლომატიური ნოტების გაცვლით.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს უნარი შესწევს შეასრულოს  ხელშემკვრელი მხარის წესებითა და კანონებით გონივრულად დადგენილი ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას ამ ხელისუფლების მიერ.

4. აღნიშნული სახის დანიშვნის მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები, მინიმალური პროცედურული დაგვიანებით, გასცემს შესაბამის  უფლებამოსილებასა და ნებართვებს, იმის გათვალისწინებით, რომ:

a) ავიასაწარმო დაარსებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გააჩნია მოქმედი საექსპლუატაციო ლიცენზია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

b) ხელშემკვრელი მხარეები ახორციელებენ  ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს ავიასაწარმოებზე და ინარჩუნებენ საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებლობას.

5. როდესაც ავიასაწარმო ამგვარადაა დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი ამ მუხლის შესაბამისად, მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყება წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისა