ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

a)    „კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის მიხედვით მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის ან მისი დანართების  90-ე და 94-ე მუხლის მიხედვით მიღებულ  ნებისმიერ შესწორებას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახის დანართები და შესწორებები ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის შევა ძალაში;

b)  „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას;

c) „საავიაციო ხელისუფლება” საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ქუვეითის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს,  ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლებების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;

d) „დანიშნული ავიასაწარმო” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისადმი წერილობითი ფორმით დანიშნულ ავიასაწარმოს,  რომელიც შეთანხმებულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მარშუტებზე;

e) „ტერიტორია” „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, და “არაკომერციული მიზნებით შეჩერება” –
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის აქვთ კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლებით განსაზღვრული მნიშვნელობა;

f)  „ტევადობა” ნიშნავს:

I) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდის დატვირთვას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე.

II) საჰაერო მომსახურებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მომსახურებისთვის  გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს დროის გარკვეულ პერიოდში ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.

g) „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსათვის და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;

h) „მარშრუტების განაწესი” ნიშნავს მარშრუტების განაწესს თანდართულს წინამდებარე შეთანხმებაზე. მარშრუტების განაწესი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და წინამდებარე შეთანხმების ყველა მითითება შეიცავს მითითებას მარშრუტების განაწესზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი.

i) „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც უწესდება ავიასაწარმოებს, აეროპორტის, სააერნაოსნო ან საავიაციო უშიშროების ქონებით ან საშუალებებით სარგებლობისათვი