1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შუწყვიტოს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეტყობინება ამავდროულად უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება უკან არ იქნება გამოთხოვილი.
2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ დაადასტურებს მოქმედების შეწყვეტის შესახებ ზემოხსენებული შეტყობინების მიღებას, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე