წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერი, შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ორ დედნად,  ქ. სეული, 2019 წლის თებერვლის მე-4 დღეს,  ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

კორეის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი

მარშრუტების განრიგი

სექცია 1:

მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოების მიერ.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმირი პუნქტი კორეის რესპუბლიკაში

ნებისმიერი პუნქტი

სექცია 2:

მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას კორეის რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ.

საწყისი პუნქტი

შუალედური პუნქტი

დანიშნულების პუნქტი

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმირი პუნქტი კორეის რესპუბლიკაში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

შენიშვნა:

1. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ყველა  ან რომელიმე რეისზე გამოტოვონ ზემოაღნიშნულ ნებისმიერ პუნქტში გაჩერება, თუ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელება იწყება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის საწყის პუნქტებში.

2. ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ  მეხუთე ჰაერის თავისუფლების გამოყენების უფლებები უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორი