წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების დასრულების თარიღის მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნების დასრულების თაობაზე ერთმანეთს შეატყობინებენ დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით.

ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 1996 წლის 26 ნოემბერს ხელმოწერილი  არსებული შეთანხმება.

ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. ქუვეითში, 2012 წლის 1 აპრილს, ორ დედნად ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმებებისა და დანართის განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

ქუვეითის სახელმწიფოს         მთავრობის სახელით

_______________________                                      _______________________

გიორგი კარბელაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ფავაზ ალ ფარაჰი

სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტი

დანართი 1

მარშრუტების განაწესი

1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას სრული კომერციული უფლებებით, ორივე მიმართულებით:

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი შუალედური პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი ქუვეითში

ნებისმიერი პუნქტი საზღვრებს გარეთ

2.  მარშრუტები, რომელზედაც ქუვეითის სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას სრული კომერციული უფლებებით, ორივე მიმართულებით:

ნებისმიერი პუნქტი ქუვეითში

ნებისმიერი შუალედური პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი საზღვრებს გარეთ

შენიშვნა:

i.  ავიასაწარმო(ები)ს სურვილით შუალედური და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი ან ყველა რეისის დროს;

ii. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლიათ ისარგებლონ მეხუთე ჰაერის თავისუფლებით ნებისმიერ ან ყველა შუალედურ და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტებზე.

დანართი 2

ზიარი კოდის გამოყენება

შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს  შეუძლია გააფორმოს შეთანხმებები კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ:

-  ამავე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან  ან ავიასაწარმოებთან;

-  მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან  ან ავიასაწარმოებთან;

-  მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან  ან ავიასაწარმოებთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მესამე ქვეყანა ნებას რთავს ან უშვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში ან მისი გავლით მომსახურების შესრულებას;

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხელშეკრულებით დაკავშირებული ყველა ავიასაწარმო:

-   ფლობს შესაბამის უფლებამოსილებას;

- ხვდება იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი შემთხვევებისთვის, ისეთი, როგორიცაა მგზავრთა დაცვისა და ინფორმირების ვალდებულება;

-  მის მიერ გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტებში ნათლად განუმარტოს მომხმარებელს, თუ რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შეუძლია მომხმარებელს ხელშეკრულების დადება.

ყველა შეთანხმება ზიარი კოდის გამოყენების შესახებ უნდა წარედგინოს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს მის განხორციელებამდ