1. მონაცემთა ნაკრების კომპლექსური აღწერა, რომელიც წარმოადგენს აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკას, წარმოდგენილია მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციების სახით, რომლის საფუძველზე სააერნაოსნო მომსახურების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტი და განსაზღვრონ, პასუხობს თუ არა ის გათვალისწინებული გამოყენების მოთხოვნებს.

2. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს მიმოხილვით ნაწილს, სპეციფიკაციის სფეროს, ინფორმაციული პროდუქტის ამოცნობას, ინფორმაციას მონაცემთა შესახებ, გამოყენებული ათვლის სისტემას, მოთხოვნებს მონაცემთა ხარისხის მიმართ, ინფორმაციას მონაცემთა მიღების, მონაცემთა განახლების, მონაცემთა გამოსახვის, ინფორმაციული პროდუქტის მიწოდების შესახებ, ასევე ნებისმიერ არსებულ დამატებით ინფორმაციას და მეტამონაცემებს.

შენიშვნა: გეოგრაფიული ინფორმაციის მიმართ ISO 19131 სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის და მისი შინაარსის მიმართ.

3. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციების მიმოხილვითი ნაწილი იძლევა პროდუქტის მოკლე აღწერას და მოიცავს ზოგად ინფორმაციას ინფორმაციული პროდუქტის შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციების სფერო მოიცავს მონაცემებს კარტოგრაფირების არეალში (ჰორიზონტალურ სიბრტყეში) განფენილობის შესახებ. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის იდენტიფიცირება მოიცავს პროდუქტის დასახელებას, მისი შინაარსის მოკლე აღწერას და დანიშნულებას, ასევე რუკაზე გამოსახული გეოგრაფიული რაიონის აღწერას.

4. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციების მონაცემების შინაარსი ზუსტად განსაზღვრავს დაფარვის ტიპს და/ან გამოსახვის მეთოდს და იძლევა მის მოკლე აღწერას.

შენიშვნა: ISO 19123 სტანდარტი მოიცავს დაფარვის გეომეტრიის სქემის და ფუნქციის აღწერას.

5. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრავს გამოყენებული ათვლის სისტემებს. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სივრცეში  (ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებში) ათვლის სისტემის შესახებ და აუცილებლობისას, დროის ათვლის სისტემის შესახებ. კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები განსაზღვრავენ მოთხოვნებს მონაცემთა ხარისხის მიმართ. ასეთი მოთხოვნები მოიცავს ცნობას მონაცემთა ხარისხის მისაღები, ერთგვაროვანი დონეების შესახებ და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის ზომებს. ეს ცნობები მოიცავს მონაცემთა ხარისხის ყველა ელემენტს და ქვეელემენტს, თუნდაც მითითებული იყოს, რომ მონაცემთა ხარისხის კონკრეტული ელემენტი ან ქვეელემენტი არ გამოიყენება.

შენიშვნა: სტანდარტი ISO 19113 მოიცავს გეოგრაფიული ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებს, ხოლო სტანდარტი ISO 19114 განსაზღვრავს ხარისხის შეფასების პროცედურებს.

6. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს მონაცემთა მიღების მეთოდის აღწერას, რომელიც მოიცავს ზოგად ინფორმაციას გამოყენებული წყაროების და კარტოგრაფიული მონაცემების მიღების პროცესების შესახებ. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციებში მიეთითება რუკის განახლების მიღებული პრინციპები და კრიტერიუმები, მათ შორის, ცნობა კარტოგრაფიული პროდუქტის განახლების სიხშირის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ინფორმაციას დაბრკოლებების შესახებ მონაცემთა ნაკრების განახლებაზე, რომელიც შეეხება რუკას, ასევე ცნობებს დაბრკოლებების შესახებ მონაცემების განახლების პრინციპებზე, მეთოდებსა და კრიტერიუმებზე.

7. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ინფორმაციას რუკაზე მონაცემების გამოსახვის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც კონკრეტულადაა მოცემული ამ წესის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში. კარტოგრაფიული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციები მოიცავს ასევე მონაცემებს ინფორმაციული პროდუქტების მიწოდების წესის შესახებ, მათ შორის ცნობას მიწოდების ფორმატისა და მეთოდის შესახებ.

8. კარტოგრაფიული მეტამონაცემების ძირითადი ელემენტები მოცემულია კარტოგრაფიულ მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციებში. ნებისმიერი დამატებითი მეტამონაცემების ელემენტები, რომლებიც უნდა იყოს წარდგენილი, მიეთითება პროდუქტის სპეციფიკაციებში, მეტამონაცემების კოდირების ფორმატსა და წესთან ერთად.

შენიშვნა 1:  სტანდარტი ISO 19115 განსაზღვრავს მოთხოვნებს მეტამონაცემების მიმართ, რომელიც შეეხება გეოგრაფიულ ინფორმაციას;

შენიშვნა 2: კარტოგრაფიული ინფორმაციული პროდუქტის სპეციფიკაციები დოკუმენტურად განსაზღვრავენ კარტოგრაფიულ მონაცემთა პროდუქტს, რომელიც რეალიზებულია მონაცემთა ნაკრების სახით. მონაცემთა ეს ნაკრები აღწერილია მეტამონაცემების მეშვეობით.
თავი VII
რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვ