სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც საშუალებას აძლევს დაიცვას დაწესებული სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის მარშრუტი, მარშრუტზე ფრენის ეტაპიდან დასაფრენად შესვლის ეტაპამდე.
შენიშვნა: სახელსაწყო მოფრენის სტანდარტული მარშრუტები მოიცავს „დაშვების სტანდარტულ პროფილს“, „დასაფრენად შესვლას უწყვეტი დაშვების რეჟიმში“ და სხვა არასტანდარტულ აღწერილობას. დაშვების სტანდარტული პროფილის შემთხვევაში, სავალდებულო არ არის განივი კვეთის აღწერა