1. კარტოგრაფირების არეალი საკმარისი უნდა იყოს იმ წერტილის მისათითებლად, სადაც მთავრდება მარშრუტზე ფრენის ეტაპი და იწყება დასაფრენად შესვლის ეტაპი.
2. სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა უნდა დაიხაზოს მასშტაბში.
3. თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში, უნდა მიეთითოს გრაფიკული მასშტაბი.
4. იმ შეთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება რუკის დახაზვა მასშტაბში, შენიშვნა „მასშტაბგარეშე“ და მასშტაბის არარსებობის პირობითი ნიშანი უნდა მიეთითოს მიმართულების ხაზზე და რუკის სხვა დეტალებზე, რომელსაც გააჩნია მეტად დიდი ზომები მათი მასშტაბში გამოსახვისთვის