განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
5 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------ი, ნ---------------–-–---–ი, ნ---------------ე
სტაჟიორ-პროკურორი - კ------------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზ---------–-ა
ბრალდებული - თ---------- გ-------ია, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) და განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს, თ---------- გ-------იამ დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------– ბიბლიოთეკაში არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნების (-----------------–-------------------------) დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამისათვის, 2016 წლის 17 ოქტომბერს, 10 ნოემბერს და 14 ნოემბერს იგი მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–---------–- მდებარე ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე ორი წიგნი: დ---------------–---------- ავტორობით 1----–--–- ს-------------------ში გამოცემული “Б-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, ნაწილი პირველი, თითოეული ღირებული 2500 ლარად, საიდანაც წიგნების ფარულად დაუფლების მიზნით, ასლის დასამზადებლად ამოხია სატიტულო ფურცლები, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
1.2. 2016 წლის აგვისტოში, თ---------- გ-------იამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------–ი ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნს: „კ-------–-------------------–-----–----------–------–------“, გამოცემულს 1--- წელს ქ. ს-------------------ში. ამ მიზნით, თ---------- გ-------ია 2016 წლის 31 აგვისტოს მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–---------–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა წიგნი „კ-------–-------------------–-----–----------–------–------“ (“О-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------”), გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------ში, ღირებული 2000 ლარად, რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, პ------------–----ის ავტორობით „ბ-------------------------------–--------------------ში“, გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------ში, რომელიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და დამოწმებული იყო გამოწერილი წიგნის ყალბი ნომრითა და ბეჭდით, ხოლო წიგნი „კ-------–-------------------–-----–----------–------–------“, ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
1.3. 2016 წლის სექტემბერში, თ---------- გ-------იამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------–ი ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს, პ-–---------------ის ავტორობით. ამ მიზნით 2016 წლის 26 სექტემბერს, თ---------- გ-------ია მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–---------–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში და ვითომ წასაკითხად გამოიწერა პ-–---------------ის ავტორობით 1--- წელს ქ. ს-------------------ში გამოცემული წიგნი - „---------------------–------–------,“ პირველი ნაწილი - (“K--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------), ღირებული 4300 ლარად და ასევე პ-–---------------ის ავტორობით, 1--- წელს ქ. ს-------------------ში გამოცემული წიგნი „---------------------–------–------“ მეორე ნაწილი - (“K--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------), ღირებული 4300 ლარად, რომლებიც ფარულად გამოიტანა და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, ხოლო ფარულად დაუფლებული წიგნების ნაცვლად ბიბლიოთეკაში დატოვა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი და მ--–----------–---------ის ავტორობით რუსულ ენაზე 1--- წელს ქ----------ში გამოცემული წიგნი ს--------–-------------–-------–------------------–----–------“, რომლებიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და აღენიშნებოდათ ფარულად დაუფლებული წიგნების ყალბი ბეჭედი და ნომერი. აღნიშნული ქმედებით თ---------- გ-------იამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
1.4. 2016 წლის ოქტომბერში თ---------- გ-------იამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------–ი ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნს ბ----ს ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს, თ---------- გ-------ია მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–---------–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნი ბ----ს ავტორობით „მ-------------------------–------“ (“K----------------------------------------------------”) გამოცემული 1--- წელს მ-------ში, რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი, ხოლო წიგნი ბ----ს ავტორობით ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან, რაც შეთანხმებისამებრ გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნული ქმედებით თ---------- გ-------იამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
1.5. 2016 წლის ოქტომბერში, თ---------- გ-------იამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ს----------–---------–----------------------------–-----------------–- ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნს მ-------------ის ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 20 ოქტომბერს, თ---------- გ-------ია მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–---------–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა მ-------------ის ავტორობით 1--- წელს ქ. ს-------------------ში გამოცემულ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების ი--------------------–ი წიგნი “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------”, ღირებული 17 000 ლარად, რის სანაცვლოდაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა აღნიშნული წიგნის ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული და ყალბი ბეჭდით და ნომრით დამოწმებული წიგნი პ-–--------ეს ავტორობით, გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------ში, ხოლო მ-------------ის ავტორობით წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ფარულად და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნული ქმედებით თ---------- გ-------იამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა თ---------- გ-------იას მხრიდან, ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა თ---------- გ-------იას მხრიდან, 2016 წლის 31 აგვისტოს, ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
2.3. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა თ---------- გ-------იას მხრიდან, 2016 წლის 26 სექტემბერს, ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
2.4. 2016 წლის ოქტომბერში, თ---------- გ-------იამ განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------–ი ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ამავე ბიბლიოთეკაში არსებულ რ------–------- წიგნს ბ----ს ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს, თ---------- გ-------ია მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–ის ქუჩა №--–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, საიდანაც, ვითომ წასაკითხად გამოიწერა წიგნი „მ-------------------------–------“ (“K----------------------------------------------------”), ბ----ს ავტორობით, გამოცემული 1--- წელს მ-------ში, რომლის ნაცვლად დააბრუნა ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი. აღნიშნული ხერხით, მან შეცდომაში შეიყვანა ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რის შედეგადაც წიგნი ბ----ს ავტორობით, რომლის ღირებულების განსაზღვრაც უნიკალურებისა და იშვიათობის გამო, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ვერ მოხერხდა, ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით თ---------- გ-------იამ ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკას მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2.5. 2016 წლის ოქტომბერში, თ---------- გ-------იამ განიზრახა ს----------–---------–----------------------------–----------------–ი ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ამავე ბიბლიოთეკაში არსებულ რ------–------- წიგნს მ-------------ის ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 20 ოქტომბერს, თ---------- გ-------ია მივიდა ქ. თბილისში, ლ---------–---–ის ქუჩა №--–- მდებარე ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა მ-------------ის ავტორობით 1--- წელს ქ. ს-------------------ში გამოცემული წიგნი “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------”, ღირებული 17 000 ლარად, რის სანაცვლოდაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა აღნიშნული წიგნის ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული და ყალბი ბეჭდით და ნომრით დამოწმებული წიგნი პ-–--------ეს ავტორობით, გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------ში. აღნიშნული ხერხით, მან შეცდომაში შეიყვანა ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რის შედეგადაც წიგნი მ-------------ის ავტორობით, ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით თ---------- გ-------იამ ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკას მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2.6. სასამართლომ 2.4. და 2.5. პუნქტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებები შეაფასა თაღლითობად. შესაბამისად, თ---------- გ-------იასთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------- გ-------იასთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მოწმეების: ლ--------------–---–ის, გ-------------–--ის, დ--–--------ის, ა------------ის, ლ---–-------ას, ე-–--------–---ას, მ----------–---–ის, ნ------------–--ის, ვ----–------–--ის, მ--------------ს, გ---------------ის, დ----------–-----ის, მ-------–---–-----ის, გ-----------------ის, გ--------------–-–---–ის, ლ-----------–--ის, ს-------------–-–---–ის, ნ---------------–---–ის, ნ------------ას, თ-----------ს, ზ--------–----–---–ის, დ-------–-------–---–ის, თ---------- გ-------იას ჩვენებები; პირის ამოცნობის ოქმი; ამოღების ოქმი; დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; ექსპერტიზის დასკვნები; დათვალიერების ოქმი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე---------–ი სააგენტოს წერილები. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ თ---------- გ-------იას მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში, ს-----–-------------------------------------------------------ის პოზიციაზე. 2016 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თავისი თანამშრომლის სამუშაო მაგიდაზე შენიშნა წიგნი, რომელიც გამოიყურებოდა რესტავრაციის განყოფილებაში არსებული წიგნისთვის შეუფერებლად (წიგნი იყო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში). აღნიშნული წიგნი იყო რ------–-------ი, მ-------------ის, 1--- წლის გამოცემა, რომელიც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით იშვიათ გამოცემას და შესაბამისად, ინახებოდა რ------------– განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, ფორზაცზე (ფურცელი, რომელიც ყდას აკავშირებს აკინძულ ფურცლებთან) დასმული ბეჭედი გამოიყურებოდა ძალიან კარგად, ამასთან, ქაღალდში მელანი კარგად არ იყო გაჟღენთილი, როგორც ხდება ხოლმე სიძველის შემთხვევაში. რაც შეეხება ბეჭდის კვალს, რომელიც წესისამებრ, დიდი ხნის დებისგან გადადის მეორე გვერდზე, იყო ასიმეტრიულად გადასული. აღნიშნულს ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გახსნიდა ყდას და ფორზაცს თავიდან აკინძავდა. შეეპარა რა ეჭვი, მოწმე დააკვირდა სატიტულო ფურცელს, სადაც ტიტულის ფურცლის ასოები ტუშით იყო გადაკეთებული, ანუ იყო არა დაბეჭდილი, არამედ ნაწილობრივ აღდგენილი და ნაწილობრივ ქსეროქსზე გაკეთებული. ამის შემდეგ, შედარების მიზნით ინტერნეტში მოიძია აღნიშნული წიგნის ელექტრონული ვერსია. შედარების შედეგად დარწმუნდა, რომ ხელთ ეკავა მ-------------ის 1--- წლის გამოცემისგან სრულიად განსხვავებული წიგნი, ვინაიდან არც წიგნის კორპუსი ემთხვეოდა ერთმანეთს და არც წიგნის შინაარსი. მოწმე მომდევნო დღეს დაუკავშირდა რ------------–ი განყოფილების გამგეს - დ--–--------ეს, რომელსაც ამცნო იშვიათ წიგნთა განყოფილებიდან გამოთხოვილი წიგნის შეცვლის შესახებ და სთხოვა დაედგინა, თუ ვის ჰქონდა გამოწერილი აღნიშნული წიგნი. პასუხად შეიტყო, რომ მ-------------ის 1--- წელს გამოცემული წიგნი გამოწერილი ჰქონდა თ---------- გ-------იას, თუმცა გარდა აღნიშნული წიგნისა, მანვე ისარგებლა 1--- წელს გამოცემული რ------–-------ი წიგნით „მ-------------------------–------“. ამის შემდეგ, მათ შეამოწმეს თ---------- გ-------იას მიერ გამოთხოვილი მეორე წიგნიც, რაც შეცვლილი იყო პირველი წიგნის მსგავსად. მოწმემ დაადასტურა, რომ თ---------- გ-------იას მიერ შეცვლილი ორივე წიგნი იყო ძალიან იშვიათი, განსაკუთრებით 1--- წლის გამოცემა, ვინაიდან იყო რ-----------------–ი დაბეჭდილი რ-------------–-------------ი წიგნი. მართალია, აღნიშნულ წიგნებს კულტურის სამინისტროს მიერ ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდათ, თუმცა ეს ფაქტი არ აკნინებდა მათ ღირებულებას. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული წიგნები თ---------- გ-------იას გარდა, სხვას არ ჰქონდა გამოწერილი. გარდა ზემოაღნიშნული წიგნებისა, თ---------- გ-------იას სახელით იყო გამოწერილი სხვა წიგნებიც, რომელთაც გადამოწმების შედეგად დაუდგინდათ დაზიანებანი (მაგალითად, 2 წიგნს ტიტულის ფურცელი არ ჰქონდა ადგილზე).
3.4. ამოღების ოქმით (-----------–-- დგინდება, რომ ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის წიგნსაცავიდან, ლ--------------–---–ის მონაწილეობით ამოღებულ იქნა თ---------- გ-------იას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული „შეცვლილი“ წიგნები.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ--–--------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, მას როგორც ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის რ------------–ი გ---------–--------------ს, დაუკავშირდა ლ--------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სარესტავრაციოდ გატანილი ერთ-ერთი იშვიათ წიგნთაგანი (გამოცემული 1--- წელს) იყო შეცვლილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ეს წიგნი გადავიდა მისი განყოფილების ფონდში, მისით ნასარგებლები ჰქონდა მხოლოდ თ---------- გ-------იას. აღნიშნული ფაქტი თავად გადაამოწმა წიგნთა აღრიცხვის ჟურნალში. გარდა ხსენებული წიგნისა, თ---------- გ-------იას ნასარგებლები ჰქონდა სხვა წიგნითაც. მოწმემ დაადასტურა, რომ ორივე წიგნის შიგთავსი იყო შეცვლილი, თუმცა ვიზუალურად არ ეტყობოდა.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მუშაობდა ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის რ------------– განყოფილებაში. 2016 წლის 14 ნოემბერს, მას გ---------–----------- - დ--–--------ემ სთხოვა ბ----ს წიგნი გადაემოწმებინა ელექტრონულ კატალოგში. მოწმის თქმით, აღნიშნული წიგნს სხვა წიგნებისგან განასხვავებდა თავფურცლის არქონა და ე.წ. „მ--–-----ის“ კუთვნილების დამადასტურებელი ნიშანი. შემოწმების შედეგად, მიწოდებული წიგნის ეგზემპლარი კატალოგში არსებულს ემთხვეოდა მხოლოდ ფორმატით, ფერითა და წიგნის ნომრით. წიგნს ჰქონდა გაურკვეველი ხასიათის თავფურცელი და სრულიად განსხვავებული შინაარსი. მან აღნიშნული ფაქტი აცნობა დ--–--------ეს, რომელმაც თავის მხრივ უთხრა, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდა 1--- წელს გამოცემულ მ-----------ის წიგნსაც. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს უკანასკნელი წიგნი შეცვლილი იყო გაურკვეველი წარმომავლობის თავფურცლით და ჰქონდა სულ სხვა შინაარსი. მართალია, უშუალოდ წიგნის შეცვლის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ის დანამდვილებით იცის, რომ აღნიშნული ორი წიგნით ისარგებლა მხოლოდ თ---------- გ-------იამ, რომელსაც სხვა ვიზიტორებისგან განასხვავებდა მისივე ქცევა და სამუშაო პროცესისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა, კერძოდ, ის სამკითხველო დარბაზში ყოველთვის იჯდა ქურთუკითა და ქუდით და მისი თითოეული ვიზიტი ძალიან ცოტა დროით შემოიფარგლებოდა.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ-------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის დ-----------ი. მისთვის ბიბლიოთეკის რ------------–ი განყოფილებიდან მ-------------ის და ბ----ს წიგნების ქურდობის თაობაზე ცნობილი გახდა ლ--------------–---–ისგან, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ განაცხადა პოლიციაში. ლ--------------–---–ისგანვე შეიტყო, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირად მოიაზრებოდა თ---------- გ-------ია, ვინაიდან მის გარდა სხვა პირის წიგნთან კონტაქტი, წიგნების აღრიცხვის ჟურნალის შემოწმების შედეგად, არ დადგენილა. ჩვენების მიცემისას მოწმემ ისაუბრა ზემოაღნიშნული ორი წიგნის ე---------– ღირებულებაზე, თუმცა განმარტა, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---–-------ას ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მუშაობდა ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის რ------------– განყოფილებაში. მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, აღნიშნულ განყოფილებაში მივიდა თ---------- გ-------ია, რომელმაც გაცნობის მიზნით, დაახლოებით 3-4 ჯერ გამოიწერა ორი რ------–-------ი წიგნი (სახელმძღვანელოს ზუსტი დასახელება არ ახსოვს), საიდანაც ერთი გამოცემული იყო 1--- წელს, ხოლო მეორე - 1--- წელს. თ---------- გ-------იას სხვა ვიზიტორებისგან განასხვავებდა მისივე ქცევა და სამუშაო პროცესისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა, კერძოდ, ის სამკითხველო დარბაზში ყოველთვის იჯდა ქურთუკითა და ქუდით და მისი თითოეული ვიზიტი არ აღემატებოდა 20 წუთს. ამასთან, ყოველი ვიზიტისას ურეკავდნენ ტელეფონზე და ბიბლიოთეკიდან წასვლისას ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ეუბნებოდა წასვლის მიზეზს (თითქოს შვილიშვილები ჰყავდა წამოსაყვანი). მოწმის თქმით, თ---------- გ-------იას სამკითხველო დარბაზში ვიზიტის პერიოდში, მის გარდა იყო ბიბლიოთეკის დაახლოებით 6 თანამშრომელი, რომლებიც მკითხველისთვის ყურადღების მიქცევის პარალელურად ასრულებდნენ სხვა სამსახურებრივ მოვალეობებსაც. თ---------- გ-------იას მიერ გამოწერილი წიგნის დაბრუნების მომენტში, წიგნის გამოცვლის შესახებ ეჭვი არ გასჩენია, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ გამოწერილი და დაბრუნებული წიგნები ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა (ყუა ჰქონდათ დაზიანებული). რაც შეეხება წიგნის შინაარსს, მოწმის მოვალეობაში არ შედის მისი შემოწმება. მართალია, უშუალოდ წიგნის შეცვლის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ის დადასტურებულად განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორი წიგნი თ---------- გ-------იას გარდა, სხვას არ ჰქონია გამოწერილი, არც დანაშაულებრივი ფაქტის შემდეგ და არც მანამდე.
3.9. პირის ამოცნობის ოქმით (-----------–-- დგინდება, რომ ლ---–-------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ---------- გ-------ია, როგორც ის პირი, ვინც 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით რამდენჯერმე იყო მისული ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში, რა დროსაც გამოიწერა და ისარგებლა ორი წიგნით: 1--- წელს გამოცემული ისტორიოგრაფიით ა--------------ი მ-------------ის ავტორობითა და 1--- წელს გამოცემული „მ-------------------------–------“ წიგნით, ბ----ს ავტორობით.
3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--------–---ამ განმარტა, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მუშაობდა ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში. თ---------- გ-------იასთან შეხება ჰქონდა რამდენჯერმე, როდესაც ეს უკანასკნელი რ------------–ი განყოფილებიდან გამოთხოვილ წიგნს ეცნობოდა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. თ---------- გ-------იას სხვა ვიზიტორებისგან განასხვავებდა მისივე ქცევა - მისი ვიზიტი შემოიფარგლებოდა რამდენიმე წუთით. ამასთან, ყოველი ვიზიტისას ურეკავდნენ ტელეფონზე და ბიბლიოთეკიდან წასვლისას ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ეუბნებოდა წასვლის მიზეზს (თითქოს შვილიშვილები ჰყავდა წამოსაყვანი). თ---------- გ-------იას გამოწერილი ჰქონდა 1--- წელსა და 1--- წელს გამოცემული რუსული წიგნები. მოგვიანებით, მათი დეპარტამენტის დ-----------მა თ---------- გ-------იას მიერ გამოწერილი და შეცვლილი წიგნები აღმოაჩინა რესტავრაციის განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ორი წიგნით თ---------- გ-------იას გარდა, სხვა პირს არ უსარგებლია.
3.11. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - მ----------–---–მა.
3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------–--ემ განმარტა, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მუშაობდა ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში, თუმცა თ---------- გ-------იასთან უშუალო შეხება არ ჰქონია, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში იმყოფებოდა შვებულებაში. შესაბამისად, თ---------- გ-------იას მიერ 1--- წელსა და 1--- წელს გამოცემული რ------–-------ი წიგნების შეცვლის შესახებ გაიგო თანამშრომლებისგან.
3.13. პირადი ჩხრეკის ოქმით (----------–-- დგინდება, რომ თ---------- გ-------იასგან ამოიღეს მობილური ტელეფონი, რვეულის ფურცელი და სხვა პირადი ნივთები.
3.14. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (2--------- წ.) დგინდება, რომ დათვალიერდა თ---------- გ-------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული რვეულის ფურცელი, სადაც აღინიშნება რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი.
3.15. ბრალდებულის დაკავების ოქმის (----------–-- თანახმად, თ---------- გ-------ია დააკავეს მშვიდ ვითარებაში. დაკავებულს ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით განემარტა ე.წ. „მ---------------–----ი“, რაც დადასტურებულია თავად თ---------- გ-------იას ხელმოწერითაც. დაკავების ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ ფიქსირდება.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა გ---------------ემ და დ----------–-----მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში (პირად ჩხრეკასა და დაკავებაში) მონაწილეობა და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
3.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა მ-------–---–-----მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო თ---------- გ-------იას ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რვეული, ბლანკები და ბილეთი.
3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ-----------------ემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ბინის ჩხრეკასა და მობილური ტელეფონის დათვალიერებაში მონაწილეობა.
3.19. თ---------- გ-------იას ბინის ჩხრეკის ოქმით (----------–-- დგინდება, რომ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ერთი ცალი რვეული, მკითხველის ბარათი და ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის ორი ცალი ბლანკი.
3.20. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნითა და ექსპერტ ს-------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ თ---------- გ-------იას ბინის ჩხრეკისას ამოღებულ რვეულში ქართულ და რუსულ ენაზე არსებულ ჩანაწერთა ნაწილი შესრულებულია ზ--------–----–---–ის მიერ.
3.21. ნივთიერი მტკიცებულების (თ---------- გ-------იას მობილური ტელეფონის) გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მობილურის ფოტოგალერიაში შესვლის შემდეგ ჩანს თერთმეტი ფოტო. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ფოტო რუსული ასოებით „ბ-------------------------------–--------------- შემდეგ ფოტოზე ჩანს „რ-----------------–-------------------–-–----------------------“. დათვალიერების შედეგად ასევე აღმოჩენილ იქნა წიგნის ყდის და მართკუთხა ფორმის ბეჭდის ასლის სურათები.
3.22. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნითა და ექსპერტ გ--------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი “A------”-ის ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა როგორც არსებული, ისე წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილები, რაც ჩაიწერა დისკზე.
3.23. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (2---------–.) დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტია კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დისკზე გადატანილი ინფორმაცია. დისკის გახსნისას მასში გვხვდება ორი ფაილი, სადაც განთავსებულია წიგნის ყდების, თავფურცლების, წიგნის ფურცელზე გადატანილი ბეჭდების სურათები, აგრეთვე წარწერები და გამოსახულებები.
3.24. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ლ-----------–--ემ, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკაში, დეტალურად ახსნა მკითხველის მიერ წიგნის გატანის პროცედურა: თავდაპირველად მკითხველი გადის რეგისტრაციას და გადაინაცვლებს დარბაზში, სადაც კატალოგიდან შეარჩევს მისთვის სასურველ წიგნს, რასაც მომსახურე პერსონალისგან გამოითხოვს. წიგნის ჩაბარებისას თუ მკითხველი მოისურვებს, ზეპირი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მომსახურე პერსონალმა წიგნი საცავის ნაცვლად შეინახოს თაროზე, რათა მომდევნო მისვლისთვის აღარ დასჭირდეს ლოდინი. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან მის უშუალო ფუნქცია-მოვალეობას დარბაზის კონტროლი წარმოადგენდა, თ---------- გ-------იასთან უშუალო შეხება არ ჰქონია. ამ უკანასკნელის მიერ წიგნის შეცვლის შესახებ შეიტყო თანამშრომლებისგან.
3.25. დათვალიერების ოქმის (0---------–.) თანახმად, დათვალიერდა მოწმე ლ---–-------ას მიერ წარდგენილი ბლანკები და ქვითრები, რომელიც თ---------- გ-------იამ შეავსო ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში წიგნების გამოწერის მიზნით. აღნიშნული ბლანკების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ თ---------- გ-------იამ ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან სხვადასხვა დროს გამოიწერა შემდეგი წიგნები: 2016 წლის 6 ოქტომბერს - “K----------------------------------------------------”; 2016 წლის 20 ოქტომბერს - “K-------------------------------------------–-–----------------------------------------------------–-–--------------------------------------------------------------------------------------”.
3.26. გრაფიკული ექსპერტიზის №------ დასკვნით დგინდება, რომ თ---------- გ-------იას მიერ ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში წიგნების გამოწერის მიზნით შევსებული ქვითრებისა და განცხადებების გრაფებში: „მკითხველის გვარი“ და „მკითხველი“ არსებული ჩანაწერები: „გ-------ია“ და „თ---------- გ-------ია“, შესრულებულია თ---------- გ-------იას მიერ. ამ უკანასკნელის მიერვე არის შესრულებული უკითხავი ხელმოწერა - გრაფაში „ხელმოწერა“.
3.27. ზემოაღნიშნული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ნ----------------–---–მა.
3.28. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე---------–ი სააგენტოს 2016 წლის 30 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიგნებისთვის ჩასატარებელ სასაქონლო ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად, რეკომენდაცია გაეწია ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის რესურსების დეპარტამენტის დ-----------ს - ლ--------------–---–ს.
3.29. სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, ა-------------- მ-------------ის 1--- წელს გამოცემული ი--------------------–ი წიგნის ღირებულება შეადგენს 17 000 ლარს; ბ----ს 1--- წელს გამოცემული წიგნის - „მ-------------------------–-----–------“ საბაზრო ღირებულება, თავისი უნიკალურებისა და იშვიათობის გამო, ვერ დადგინდა; 1--- წელს გამოცემული წიგნის „კ-------–-------------------–-----–----------–------–------“ ღირებულებამ შეადგინა 2000 ლარი; ხოლო 1--- წელსა და 1--- წელს პ-–---------------ის ავტორობით გამოცემული წიგნების - „---------------------–------–------“ (პირველი და მეორე ნაწილები) ღირებულებამ - 8 600 ლარი (თითოეული 4 300 ლარი). ზემოაღნიშნული წიგნები წარმოადგენენ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს.
3.30. ზემოაღნიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ----------მა და ნ------------ამ. დამატებით ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მათთან ერთად ექსპერტიზაში მონაწილეობდა მოწვეული სპეციალისტი - ლ--------------–---–ი, რომელმაც უპასუხა გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვას: წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული წიგნები განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს. აღნიშნული ფაქტის დადგენაში მას და თ----------ს, შესაბამისი ცოდნის არ ქონის გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ უშუალოდ განსაზღვრეს წიგნის ღირებულება, რა დროსაც იხელმძღვანელეს საბაზრო ფასებით. მოწმემ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ წიგნთა ღირებულების ნაწილში ლ--------------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია.
3.31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა ვ----–------–--ემ და მ--------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
3.32. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზ--------–----–---–მა დაადასტურა თ---------- გ-------იას ნაცნობობა. მისი თქმით, მან ქუჩაში ნაპოვნი წიგნები მიიტანა საქართველოს ე---------– ბიბლიოთეკაში.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.33. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე---------–ი სააგენტოს 2--- წლის 27 თებერვლისა და 2--- წლის 12 აპრილის წერილებით დგინდება, რომ წიგნებს: “K----------------------------------------------------” (ავტორი: ბ----, გამოცემული 1--- წელს), “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------” (ავტორი: მ-------------ი, გამოცემული 1--- წელს), “K-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ავტორი: პ-–---------------ი, გამოცემული 1--- წელს, პირველი ნაწილი), “K-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ავტორი: პ-–---------------ი, გამოცემული 1--- წელს, მეორე ნაწილი), “Б------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ავტორი: ბ-----–--------ი, გამოცემული 1----–--–-) - არ გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.
3.34. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ დ-------–-------–---–მა (----–---------–----------------------–--------------–----------------------–-------------------ის მ--------–ე) დაადასტურა დაცვის მხარის წერილზე მის მიერ გაცემული პასუხის სისწორე და წერილში მითითებულ წიგნებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ არ გააჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოთხოვნით შესაბამისი საბჭოსთვის, რომელიც აღჭურვილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილებით, არასოდეს მიუმართავთ. მოწმის განმარტებით, შეიძლება წიგნს სტატუსი არ ჰქონდეს, თუმცა იყოს ძალიან დიდი ღირებულების მქონე, თუმცა ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა სამომავლოდ მოხდეს შესაბამისი კატეგორიის (ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი) განსაზღვრა.
3.35. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თ---------- გ-------იამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ისე, რომ წესიერად არ განუმარტავთ, თუ რას ედავებოდნენ, დააკავეს. საგამოძიებო ორგანოში მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეღიარებინა ბრალად წარდგენილი ქმედება. მოწმის თქმით, მას ბიბლიოთეკაში რაიმე წიგნი არ შეუტანია და არც იქიდან გამოუტანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას აუცილებლად შენიშნავდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მოწმის თქმით, სადავო წიგნები მის გარდა სხვასაც ჰქონდა მანამდე გამოწერილი. დაახლოებით რამდენჯერ გამოიწერა წიგნი ან რა ინტერესი გამოიწვია მის მიერ გამოწერილმა წიგნებმა, არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ წიგნის გასაცნობად 5 საათიც დაუხარჯავს და 15 წუთიც, თუმცა 15 წუთი იმ შემთხვევაში, როდესაც წიგნი უინტერესო ყოფილა. კითხვაზე, თუ საიდან აღმოჩნდა მის ტელეფონში სადავო წიგნების გარეკანის სურათები, მოწმემ გასცა ორაზროვანი პასუხი: თავდაპირველად თქვა, რომ გასახსენებლად გადაიღო, ხოლო დამაზუსტებელ შეკითხვაზე უარყო აღნიშნული პასუხი და განაცხადა, რომ რა მიზნით გადაიღო აღნიშნული სურათები არ ახსოვდა. ზ--------–----–---–თან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მისი მეგობარია. რაც შეეხება სადავო რვეულს, სადაც გარკვეული წიგნები იყო ჩამოთვლილი, ეკუთვნის ამ უკანასკნელს, რომელიც დარჩა მასთან სახლში, რაც თავად მოგვიანებით აღმოაჩინა.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. მისი ცალკე დანაშაულად გამოყოფა კი განპირობებულია დანაშაულის ხელყოფის საგნის განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელთა განსაკუთრებული ღირებულების დასადგენად სავალდებულოა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს არამხოლოდ მის მატერიალურ ღირებულებას, არამედ ამ ნივთების ქვეყნისთვის ისტორიული, მეცნიერული, კულტურული და ე---------–ი მნიშვნელობას. იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც შეიძლება ამ დანაშაულის საგნად იყოს ცნობილი, მოცემულია საქართველოს კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე, მათ მიეკუთვნება, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ძეგლები. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებაში.
4.2. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) განმარტებას, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეფასება უწინარესად სახელმწიფოების ე---------–ი კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, მათი შეფასება ე---------–ი სასამართლოების კომპეტენციაში შედის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van Mechelen and Others v. The Netherlands, №21363/93 , 21364/93 , 21427/93 ,22056/93 , 23 /04/1997, §50).
4.3. მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო ე---------–ი კანონმდებლობის დონეზე უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ თ---------- გ-------იამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2016 წლის 31 აგვისტოსა და 2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობა, რის გამოც, იგი უნდა გამართლდეს ბრალდების ამ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან არცერთი საუბრობს იმ წიგნებზე, რის დაუფლებასაც ედავება ბრალდების მხარე თ---------- გ-------იას. მხარეების მხრიდან შეკითხვაც კი არ დასმულა ამ ეპიზოდებთან მიმართებით. ერთადერთი მოწმე, რომელმაც დაადასტურა თ---------- გ-------იას მიერ ბ----სა და მ-------------ის წიგნების გარდა, „სხვა“ წიგნების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი, იყო ლ--------------–---–ი, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ რა წიგნებს გულისხმობდა თ---------- გ-------იას მიერ დაუფლებულ „სხვა“ წიგნებში. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, საერთოდ არც უხსენებია. ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან, არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არავინ ადასტურებს თ---------- გ-------იას დანაშაულებრივ კავშირს ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან, სასამართლო მიმოიხილავს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს და დაადგენს არის თუ არა რომელიმე მათგანი ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის წინაპირობა ზემომითითებულ ეპიზოდებში.
4.6. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ნივთიერი მტკიცებულების - თ---------- გ-------იას მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, მობილური ტელეფონის ფოტოგალერიაში შესვლის შემდეგ, დათვალიერდა თერთმეტი ფოტო, საიდანაც ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ფოტო რუსული ასოებით „ბ-------------------------------–--------------- შემდეგ ფოტოზე ჩანს „რ-----------------–-------------------–-–----------------------“. დათვალიერების შედეგად ასევე აღმოჩენილ იქნა წიგნის ყდისა და მართკუთხა ფორმის ბეჭდის ასლის სურათები. მართალია, ბრალდების მხარე თ---------- გ-------იას საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში სწორედ ამ წიგნის დაუფლების მცდელობას ედავება, თუმცა მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დადასტურებულად იმის თქმა, რომ თ---------- გ-------ია ცდილობდა დ---------------–---------- ავტორობით 1----–--–- გამოცემული წიგნის (“Б---------------------------------------------------------”) დაუფლებას, შეუძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფოტო ცალსახად ადასტურებს თ---------- გ-------იას დაინტერესებას მითითებული წიგნით, თუმცა მხოლოდ ეს მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულების არ არსებობის ფონზე, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას.
4.7. ანალოგიური შეიძლება ითქვას თ---------- გ-------იას ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ რვეულზე, სადაც ქართულ და რუსულ ენაზე არსებული ჩანაწერები შესრულებული იყო ზ--------–----–---–ის მიერ. ბრალდებულის განმარტებით ხსენებული რვეული ეკუთვნოდა ზ--------–----–---–ს, რაც მასთან ვიზიტისას დარჩა. სხვა მნიშნელოვანი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით არ დადგენილა.
4.8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე მოწმე ლ---–-------ას მიერ წარდგენილი ბლანკებისა და ქვითრების დათვალიერების ოქმს (0---------–.), რომელიც თ---------- გ-------იამ შეავსო ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში წიგნების გამოწერის მიზნით. აღნიშნული ბლანკების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ თ---------- გ-------იამ ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან სხვადასხვა დროს გამოიწერა შემდეგი წიგნები: 2016 წლის 6 ოქტომბერს - “K----------------------------------------------------”; 2016 წლის 20 ოქტომბერს - “K-------------------------------------------–-–----------------------------------------------------–-–--------------------------------------------------------------------------------------”. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დგინდება, რომ ზემოაღნიშნული წიგნები გამოიწერა თ---------- გ-------იამ, თუმცა, იმისთვის, რომ დადგინდეს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთან შემხებლობა, თუნდაც პირის დამნაშავედ ცნობისთვის მინიმალური სტანდარტით, აუცილებელია დადგინდეს ფაქტი - იყო თუ არა თ---------- გ-------ია ერთადერთი პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა ამ წიგნებთან. როგორც აღინიშნა, გარდა 2016 წლის 6 და 20 ოქტომბრის ეპიზოდებისა, სხვა ეპიზოდებთან მიმართებით კითხვები არ დასმულა და არ გამოკვლეულა აღნიშნული საკითხი. იმ ფაქტს, რომ სადავო წიგნები გამოწერილია თ---------- გ-------იას მიერ, არც თავად ბრალდებული უარყოფს, თუმცა ამ მოცემულობით უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული წიგნები, მის გარდა სხვასაც შესაძლებელია ჰქონდა გამოწერილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საპირისპირო ფაქტი განსახილველ ეპიზოდებთან მიმართებით არ დადგენილა, არ გამოირიცხება დანაშაულებრივი ქმედებების სხვა პირის მიერ ჩადენა.
4.9. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - კონვენცია) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, პუნქტი 93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
4.10. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის შეფასების გათვალისწინებით, გამორიცხულია თ---------- გ-------იას ბრალად წარდგენილი ქმედებების (საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2016 წლის 31 აგვისტოსა და 2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები)) დადასტურება. ამასთან, ვინაიდან ამ ეპიზოდებთან მიმართებით, სახეზე არ გვაქვს და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, სასამართლო აღარ იმსჯელებს თ---------- გ-------იასთვის ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე.
4.11. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე თ---------- გ-------იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21). საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არათუ ერთი, არამედ არცერთი მტკიცებულება არ შეიძლება მივიჩნიოთ თ---------- გ-------იასთვის წარდგენილი ბრალდების (პუნქტი 1.1.-1.3.) დამადასტურებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არარსებობის გამო, თ---------- გ-------ია უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში (საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოსა და 2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები)).
4.12. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი და მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ იკვეთება თ---------- გ-------იას მიერ საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა არა იმ კვალიფიკაციით, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება. ამდენად, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირის მსჯავრდებისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და შემდეგ იმსჯელებს ჩადენილი ქმედების სწორ კვალიფიკაციაზე.
4.13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პ----–------ის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
4.14. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის თანამშრომელ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც თავის მხრივ, სასამართლოს მიაწოდეს თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ურთიერთთანხვედრილი ინფორმაცია. კერძოდ: ჩვენების მიცემისას ლ--------------–---–მა, რომელიც ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში მუშაობს ს-----–-------------------------------------------------------ის პოზიციაზე, განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღმოაჩინა მ-------------ის 1--- წელს გამოცემული იშვიათი წიგნი, რომელსაც არ ეტყობოდა მისთვის დამახასიათებელი სიძველის ნიშნები. იმისთვის, რომ მოწმე დარწმუნებულიყო საკუთარ ვარაუდში, მან ინტერნეტის მეშვეობით მოიძია აღნიშნული წიგნის ელექტრონული ვერსია. შედარების შედეგად, დარწმუნდა რა, რომ ხელთ ეპყრა ორიგინალისგან სრულიად განსხვავებული წიგნი, დაუკავშირდა რ------------–ი გ---------–--------------ს - დ--–--------ეს, რომელსაც ამცნო აღნიშნული ფაქტის თაობაზე და სთხოვა დაეზუსტებინა - ჰქონდა თუ არა თ---------- გ-------იას აღნიშნული წიგნის გარდა გამოწერილი სხვა რომელიმე წიგნი და გადაემოწმებინა ისიც. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თ---------- გ-------იას ნასარგებლები ჰქონდა ბ----ს 1--- წელს გამოცემული წიგნითაც. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული წიგნებით თ---------- გ-------იას გარდა, სხვას არ უსარგებლია. ეს უკანასკნელი ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ლ---–-------ამ, ე-–--------–---ამ, მ----------–---–მა, დ--–--------ემ და ა------------ემ.
4.15. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა უმრავლესობის მიერ გაჟღერებულ ფაქტზე, - რომ თ---------- გ-------იას სხვა ვიზიტორებისგან განასხვავებდა მისი ქცევა და სამუშაო პროცესისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა (ის სამკითხველო დარბაზში ყოველთვის იჯდა ქურთუკითა და ქუდით და მისი თითოეული ვიზიტი დაახლოებით 15 წუთით შემოიფარგლებოდა). მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას უარყო აღნიშნული ფაქტი, სასამართლო ურთიერთგამომრიცხაობისა და არასანდოობის გამო, ვერ გაიზიარებს მის პოზიციას. ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა განმარტა, რომ არ ახსოვდა, თუ რა ინტერესი გამოიწვია მასში რამდენჯერმე გამოწერილმა ერთმა და იმავე წიგნმა. სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც პირი სპეციალურად მიდის ბიბლიოთეკაში, საიდანაც მიზანმიმართულად იწერს წიგნს, მას როგორც წესი, უნდა ახსოვდეს, თუ რა მიზნით იქნა იგი გამოწერილი ან/და ამ წიგნმა რა ინტერესი აღძრა მასში. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს, თ---------- გ-------იას განმარტებას, რომ წიგნის გასაცნობად 15 წუთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუხარჯავს, თუკი წიგნი უინტერესო ყოფილა. აღნიშნული პასუხი ზედაპირული დაკვირვების შედეგად შესაძლოა შეესაბამებოდეს ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ გაცხადებულ არგუმენტს, რომ თ---------- გ-------ია დაახლოებით 15 წუთით ჩერდებოდა ბიბლიოთეკაში, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე გამოიწერა ერთი და იგივე წიგნი და ყოველ ჯერზე დაახლოებით 15 წუთით ეცნობოდა მათ. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი თ---------- გ-------იაში წიგნმა არ გამოიწვია ინტერესი (როგორც ეს განაცხადა თავად ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას), რატომ გამოიწერა ერთი და იგივე წიგნი რამდენჯერმე? რა მიზანს ემსახურებოდა მისთვის უინტერესო წიგნების 15-15 წუთით გამოწერა? სასამართლო განმარტავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს თავის ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ კითხვებზე მისეული ვერსია დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია. საგულისხმოა ისიც, რომ ბიბლიოთეკიდან სწრაფად წასვლისას თ---------- გ-------ია ყოველთვის ცდილობდა საპატიო მიზეზი ეთქვა ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის (თითქოს შვილიშვილები ყავდა წამოსაყვანი), მაშინ, როდესაც წასვლის მიზეზს არავინ ეკითხებოდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მხრიდან ამგვარი აქტიურობა გამოწვეული იყო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა თვალის ასახვევად, რაც რეალურად შეძლო კიდეც (თ---------- გ-------იას დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე ეჭვი თავდაპირველად არავის გასჩენია).
4.16. სასამართლოს მხრიდან გაკეთებული აღნიშნული დასკვნის პარალელურად ჩნდება კითხვა: თ---------- გ-------იას მიერ წიგნის შეცვლის შემთხვევაში, რატომ ვერ შენიშნა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტი წიგნის ჩაბარების მომენტში? აღნიშნულ კითხვას პასუხი გასცა მოწმე ლ---–-------ამ. მას თ---------- გ-------იას მიერ გამოწერილი წიგნის დაბრუნების მომენტში, წიგნის გამოცვლის შესახებ ეჭვი არ გასჩენია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ უკანასკნელის მიერ გამოწერილი და დაბრუნებული წიგნები ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა. რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ის არ შეუმოწმებია, ვინაიდან ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა.
4.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ თ---------- გ-------იას მიერ, ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მეთვალყურეობის პირობებში, შეუძლებელი იყო წიგნის შეცვლა, რადგან მოწმე ლ---–-------ას განმარტებით, თ---------- გ-------იას ვიზიტის პერიოდში, სამკითხველო დარბაზში მყოფი ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველისთვის ყურადღების მიქცევის პარალელურად, ასრულებდნენ სხვა სამსახურებრივ მოვალეობებსაც. აღნიშნული ფაქტი უშვებს შესაძლებლობას, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თავიანთი სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ვერ შეენიშნათ ბრალდებულის მიერ წიგნების შეცვლის ფაქტი.
4.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს თ---------- გ-------იას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ფოტოებს (გადატანილი დისკზე), სადაც გამოსახული იყო წიგნის ყდები, თავფურცლები და წიგნის ფურცელზე გადატანის ბეჭდები, აგრეთვე წარწერები და გამოსახულებები. აღნიშნულ მტკიცებულებით დგინდება, რომ თ---------- გ-------ია დაინტერესებული იყო ზემომითითებული წიგნებით. ამასთან, საინტრესოა ის გარემოება, რომ კითხვაზე თუ საიდან აღმოჩნდა მის ტელეფონში სადავო წიგნების გარეკანის სურათები, თ---------- გ-------იამ გასცა ორაზროვანი პასუხი: თავდაპირველად თქვა, რომ გასახსენებლად გადაიღო, ხოლო დამაზუსტებელ შეკითხვაზე უარყო თავისივე პასუხი და განაცხადა, რომ რა მიზნით გადაიღო აღნიშნული სურათები არ ახსოვდა. ბრალდებულმა ვერ შეძლო გონივრული ახსნა მოეძებნა თავისი ქმედებისთვის, რის გამოც სასამართლოს რჩება განცდა, რომ თ---------- გ-------ია სიმართლის დამალვით ცდილობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
4.19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მ-------------ის და ბ----ს წიგნებთან თ---------- გ-------იას გარდა, სხვა პირთა შემხებლობა სრულიად გამოირიცხა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ---------- გ-------იამ 2016 წლის 6 ოქტომბერს, ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში, იშვიათ გამოცემათა განყოფილებიდან, ვითომ წასაკითხად გამოწერილი წიგნი „მ-------------------------–------“ (“K----------------------------------------------------”), ბ----ს ავტორობით შეცვალა ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნით. წიგნი ბ----ს ავტორობით კი ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან. იგი, 2016 წლის 20 ოქტომბერს ანალოგიური მეთოდით დაეუფლა 1--- წელს ქ. ს-------------------ში გამოცემული წიგნს “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------”, მ-------------ის ავტორობით.
4.20. სასამართლო თ---------- გ-------იას მიერ ზემოაღნიშნული ორი წიგნის დაუფლების შემდეგ, მართებულად მიიჩნევს დაადგინოს საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობის შემდეგი ნიშნის არსებობა - მიეკუთვნებოდა თუ არა თ---------- გ-------იას მიერ დაუფლებული წიგნები განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი ღირებულების ნივთებს. აღნიშნული ფაქტის დასადგენად, ერთი მხრივ მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნასა და მოწმე ლ--------------–---–ის ჩვენებას, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წერილებსა და მოწმე დ-------–-------–---–ის ჩვენებას.
4.21. ჩვენების მიცემისას ლ--------------–---–მა არაერთგზის აღნიშნა, თ---------- გ-------იას მიერ დაუფლებული მ-------------ისა და ბ----ს წიგნების განსაკუთრებული ღირებულების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნდათ ძეგლის სტატუსი. სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, მ-------------ის 1--- წელს გამოცემული ი--------------------–ი წიგნი და ბ----ს 1--- წელს გამოცემული წიგნი - „მ-------------------------–-----–------“ წარმოადგენს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს. აღნიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ----------მა და ნ------------ამ. დამატებით ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მათთან ერთად ექსპერტიზაში მონაწილეობდა მოწვეული სპეციალისტი - ლ--------------–---–ი, რომელმაც უპასუხა გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვას: წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული წიგნები განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს. აღნიშნული ფაქტის დადგენაში მას და თ----------ს, შესაბამისი ცოდნის არ ქონის გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ.
4.22. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე---------–ი სააგენტოს 2--- წლის 27 თებერვლის წერილის თანახმად, წიგნებს: “K----------------------------------------------------” (ავტორი: ბ----, გამოცემული 1--- წელს), “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------” (ავტორი: მ-------------ი, გამოცემული 1--- წელს) არ გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---–---------–----------------------–--------------–----------------------–----მა დ-----------მა - დ-------–-------–---–მა განმარტა, რომ წიგნისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა სამომავლოდ მოხდეს შესაბამისი კატეგორიის (ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი) განსაზღვრა.
4.23. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ---------- გ-------იას მიერ დაუფლებული წიგნები მიეკუთვნებიან განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ე---------–ი ღირებულების მქონე წიგნებს, და თავის მხრივ განმარტავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ ხასიათდება სანდოობის მაღალი ხარისხით შემდეგ გარემოებათა გამო: ექსპერტიზაში სადავო ფაქტის დადგენაში გადამწყვეტი როლი უჭირავს ლ--------------–---–ს, რომელსაც სასაქონლო ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად გაეწია რეკომენდაცია. სასამართლოს შეფასებით, ლ--------------–---–ის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობისთვის აუცილებელია დადგენილიყო, რამდენად შეუცვლელი იყო იგი მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს----------–---------–-------------------– ბიბლიოთეკაში მუშაობის გამო, მისი მხრიდან შესაძლოა არსებობდეს გარკვეული სუბიექტური დამოკიდებულება, რაც არ არის გასაკვირი. საქართველოს კულტურის სამინისტროს წერილით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ლ--------------–---–ი შეუცვლელ პირს არ წარმოადგენდა (მას მხოლოდ რეკომენდაცია გაეწია). შესაბამისად, სადავო საკითხზე მხოლოდ მის მიერ გაცემული დასკვნა (შეფასება) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიგნების სტატუსის განსაზღვრის ნაწილში, მისივე სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გამოირიცხავს მის მიკერძოებას.
4.24. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოსთვის სრულად გასაზიარებელია მოწმე დ-------–-------–---–ის განმარტება, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საქართველოს კანონს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომლის თანახმად მოძრავი ნივთისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა სამომავლოდ მოხდეს მისთვის კატეგორიის განსაზღვრა. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი სამინისტროს ავალდებულებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემები წარუდგინოს საბჭოს. ამდენად, აქვს თუ არა ნივთს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი ღირებულება, უნდა დადგინდეს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი საბჭოს მიერ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ წიგნები ინახებოდა რ------------– განყოფილებაში არ არის საკმარისი მისი განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი ღირებულების განსასაზღვრად.
4.25. შესაბამისად, ვინაიდან დგინდება ბრალდებულის მიერ მ-------------ისა (გამოცემული 1--- წელს) და ბ----ს (გამოცემული 1--- წელს) წიგნების დაუფლების ფაქტი, მაგრამ არ დგინდება მათი განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ე---------–ი ღირებულება, თ---------- გ-------იასთვის ბრალად წარდგენილი ქმედება - საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლზე.
4.26. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
4.27. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------- გ-------ია თაღლითურად, არაკანონიერი გზით დაეუფლა ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ წიგნებს: “K----------------------------------------------------” (ავტორი: ბ----, გამოცემული 1--- წელს), “K----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------” (ავტორი: მ-------------ი, გამოცემული 1--- წელს). კერძოდ, მან მოატყუა აღნიშნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ვითომდა წასაკითხად გამოწერილი ორიგინალი წიგნები, შეცვალა ვიზუალურად მსგავსი და შინაარსობრივად განსხვავებული წიგნებით, რის შედეგადაც ისინი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
4.28. სასამართლო მართებულად მიიჩნევს, გადაკვალიფიცირებისას იმსჯელოს თ---------- გ-------იასთვის წარდგენილ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე - ქმედება ჩადენილი ჯგუფურად და განმარტავს, რომ მისთვის გადაკვალიფიცირების შედეგად ბრალად შერაცხული დანაშაულის - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი მართალია იცნობს თაღლითობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.
4.29. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - თ-----------სა და ნ------------ას ჩვენებებით დგინდება, რომ ა-------------- მ-------------ის 1--- წელს გამოცემული ი--------------------–ი წიგნის ღირებულებამ შეადგინა 17 000 ლარი, ხოლო ბ----ს 1--- წელს გამოცემული წიგნის - „მ-------------------------–-----–------“ საბაზრო ღირებულება, თავისი უნიკალურებისა და იშვიათობის გამო, ვერ დადგინდა. მართალია, აღნიშნულ ექსპერტიზაში მონაწილეობდა ლ--------------–---–ი, რომლის შესაძლო სუბიექტური დამოკიდებულების გამო, არასანდოდ იქნა მიჩნეული აღნიშნული დასკვნის ნაწილი, თუმცა ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს ექსპერტიზით დადგენილ წიგნების ღირებულებზე, ვინაიდან სადავო წიგნთა ფასეულობის განსაზღვრაში, ლ--------------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, თ---------- გ-------იას მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, ორივე ეპიზოდში უტოლდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობას.
4.30. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
4.31. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ უფლების დამრღვევს - თ---------- გ-------იას.
4.32. და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულ თ---------- გ-------იას მიერ სასამართლო განხილვისას გაკეთებულ განმარტებებზე: 1. მას დაკავებისას არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და 2. საგამოძიებო ორგანოში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობას.
4.33. პირველ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო მოიშველიებს თ---------- გ-------იას დაკავების ოქმს და აღნიშნული ოქმის შემდეგენი პირების ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს ხსენებული საგამოძიებო მოქმედების კანონით დადგენილი წესით ჩატარება. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დაკავების ოქმს არ ახლავს რაიმე შენიშვნა ან განცხადება, რაც საგამოძიებო მოქმედების დარღვევით ჩატარებაზე მიუთითებდა.
4.34. სასამართლო ბრალდებულის მიერ გაცხადებული მეორე საკითხის შეფასებისას მიუთითებს ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპზე - როდესაც პირი წამოჭრის დასაბუთებულ პრეტენზიას, რომ იგი პოლიციის ან სხვა სახელმწიფო მოხელის მხრიდან სერიოზულ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა უკანონოდ და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, ეს დებულება, კონვენციის პირველ მუხლთან ერთად (რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებაა, „თავისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს ამ კონვენციით... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“) გულისხმობს, რომ უნდა ჩატარდეს ოფიციალური გამოძიება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Gäfgen v. Germany №22978/05, §117.) „სასამართლოს როლს არ წარმოადგენს იმის განმარტება, თუ რა ტიპის მტკიცებულებაა მისაღები. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის შემდეგი: იყო თუ არა სამართალწარმოება, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების გზა, მთლიანობაში სამართლიანი. ეს მოიცავს განსახილველი უკანონობისა და, თუკი კონვენციით დაცული კიდევ ერთი უფლების დარღვევის საკითხი დგას, აღმოჩენილი დარღვევის ბუნების შესწავლას. საქმის მასალებში იმ ჩვენებათა დაშვება, რომლებიც მე-3 მუხლის დარღვევით იქნა მოპოვებული, საქმის წარმოებასთან მიმართებით ავტომატურად განაპირობებს მე-6 მუხლის დარღვევას“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia), №21571/05 01/06/2---; §139). სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას მხედველობაში არ იღებს თ---------- გ-------იას მხრიდან გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, თუმცა ამის საფუძველი თ---------- გ-------იას მიმართ რაიმე სახის არასათანადო მოპყრობის ფაქტის დადგენა არ გამხდარა, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, საქმის მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის განმარტება, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნიდან გამომდინარე, არის ცალკე გამოძიების საგანი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან მიზნები ერთმანეთისგან „და“ კავშირით გამოიყოფა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში უნდა შეარჩიოს ისეთი სასჯელი, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს თ---------- გ-------იას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (თ---------- გ-------იამ ე---------–ი ბიბლიოთეკიდან თითქოს წასაკითხად გამოწერილი წიგნები, შეცვალა ვიზუალურად მსგავსი, მაგრამ სხვა შინაარსის მქონე წიგნებით და ბიბლიოთეკის თანამშრომელს მოტყუებით ჩააბარა); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (თ---------- გ-------იას სურვილს ჩაედინა დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (----------–------–------------------------– განყოფილებაში არსებული წიგნების დაუფლებას).
5.5. სასამართლოს 5.4. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიაჩნია თ---------- გ-------იასთვის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად. ამასთან, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით უნდა შემსუბუქდეს.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ თ---------- გ-------იას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან ამოღებული წიგნები, როგორც დანაშაულის საგანი, რომელთაც ღირებულება გააჩნია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ს----------–---------–--------------------– ბიბლიოთეკას;
· თ---------- გ-------იას პირადი ნივთები: „ა-–------–ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სამგზავრო ბარათი, ბარათი „უნიქარდი“, ორი ელექტრონული კაზინოს ბარათი, სანთებელა, სავარცხელი, ორი რკინის მონეტა, ერთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ხელწერილი, 500 აშშ დოლარი, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათები, როგორც დანაშაულის საგანი, რომელსაც ღირებულება არ გააჩნია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
· სამი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. ვინაიდან თ---------- გ-------იას სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილია სისხლის სამართლის №------------ საქმე, იმ ნივთიერ მტკიცებულებათა ნაწილის ბედი, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ. ასეთ ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს: თ---------- გ-------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: რვეულის ფურცელი ნაწერებით, თეთრი მართკუთხა ფურცელი ნაწერებით, რვეულის ცალხაზიანი ფურცელი; თ---------- გ-------იას ბინის ჩხრეკისას ამოღებული რვეული, მასში არსებული წარწერებით, წიგნის მიღების ორი ცალი ბარათი; ლ---–-------ას წარმოდგენილი სამი ცალი განცხადება-ბლანკი და რვა ცალი ბლანკი-ქვითარი წიგნების გამოწერის შესახებ; ზ--------–----–---–ის ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------- გ-------ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
თ---------- გ-------იას ქმედება საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
თ---------- გ-------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ---------- გ-------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------- გ-------იას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ე---------– ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თ---------- გ-------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება:
· ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკიდან ამოღებული წიგნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ს----------–---------–--------------------– ბიბლიოთეკას;
· თ---------- გ-------იას პირადი ნივთები: „ა-–------–ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სამგზავრო ბარათი, ბარათი „უნიქარდი“, ორი ელექტრონული კაზინოს ბარათი, სანთებელა, სავარცხელი, ორი რკინის მონეტა, ერთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ხელწერილი, 500 აშშ დოლარი, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ს----------–---------–-------------------–ი ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
· სამი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი