განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100117001865892
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100117001865892

საქმე №1ბ/934-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ---------------–-–---–--

ადვოკატის:ზ---------–---

მსჯავრდებულის: თ----------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ---------------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---------------- ასევე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საქმის მასალების თანახმად, თ---------------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები);

მანვე ჩაიდინა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების დოკუმენტის დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 10 ოქტომბერს, თ---------------------- დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი------------ სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნების (დ---------------–---------- ავტორობით) დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამისათვის, 2016 წლის 17 ოქტომბერს, 10 ნოემბერს და 14 ნოემბერს იგი მივიდა ქ-------–--–----–---------–---–---------–ი მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე ორი წიგნი: დ---------------–---------- ავტორობით 1--- წელს ს-------------------–- გამოცემული“--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნაწილი პირველი, თითოეული ღირებული 2500 ლარად, საიდანაც წიგნების ფარულად დაუფლების მიზნით, ასლის დასამზადებლად ამოხია სატიტულო ფურცლები, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

2016 წლის აგვისტოში, თ---------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი------------ სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს: „--------–-------------------–-----–----------–------–-------- გამოცემულს 1--- წელს ქ. ს-------------------–-. ამ მიზნით, თ--------------------- 2016 წლის 31 აგვისტოს მივიდა ქ-------–--–----–---------–---–---------–ი მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა წიგნი „--------–-------------------–-----–----------–------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამოცემული 1--- წელს ქ.ს-------------------–-, ღირებული 2000 ლარად, რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, პ------------–------ ავტორობით „--------------------------------–--------------------–--- გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------–-, რომელიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და დამოწმებული იყო გამოწერილი წიგნის ყალბი ნომრითა და ბეჭდით, ხოლო წიგნი „--------–-------------------–-----–----------–------–-------- ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

2016 წლის სექტემბერში, თ---------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი------------ სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნებს, პ-–----------------- ავტორობით. ამ მიზნით 2016 წლის 26 სექტემბერს, თ--------------------- მივიდა ქ-------–--–----–---------–---–---------–ი მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში და ვითომ წასაკითხად გამოიწერა პ-–----------------- ავტორობით 1--- წელს ქ. ს-------------------–- გამოცემული წიგნი - „---------------------–------–----------------–----–--–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ღირებული 4300 ლარად და ასევე პ-–----------------- ავტორობით, 1----–--–-----------------------–- გამოცემული წიგნი „---------------------–------–------- მეორე ნაწილი - (“K---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ღირებული 4300 ლარად, რომლებიც ფარულად გამოიტანა და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, ხოლო ფარულად დაუფლებული წიგნების ნაცვლად ბიბლიოთეკაში დატოვა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი და მ--–----------–----------- ავტორობით რუსულ ენაზე 1--- წელს ქ. ქ-------–- გამოცემული წიგნი სიმართლე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, რომლებიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და აღენიშნებოდათ ფარულად დაუფლებული წიგნების ყალბი ბეჭედი და ნომერი. აღნიშნული ქმედებით თ---------------------- სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

2016 წლის ოქტომბერში თ---------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი------------ სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს ბ----- ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს, თ--------------------- მივიდა ქ-------–--–----–---------–---–---------–ი მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნი ბ----- ავტორობით „--------------------------–----------------------------------------------------------------) გამოცემული 1--- წელს მ-------–-- რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი, ხოლო წიგნი ბ----- ავტორობით ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან, რაც შეთანხმებისამებრ გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნული ქმედებით თ---------------------- სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

2016 წლის ოქტომბერში, თ---------------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი----------- სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს მ--------------- ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 20 ოქტომბერს, თ--------------------- მივიდა ქ-------–--–----–---------–---–---------–ი მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა მ--------------- ავტორობით 1--- წელს ქ. ს-------------------–- გამოცემულ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების ისტორიოგრაფიული წიგნი “------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ღირებული 17 000 ლარად, რის სანაცვლოდაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა აღნიშნული წიგნის ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული და ყალბი ბეჭდით და ნომრით დამოწმებული წიგნი პ-–---------- ავტორობით, გამოცემული 1--- წელს ქ. ს-------------------–-, ხოლო მ--------------- ავტორობით წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ფარულად და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნული ქმედებით თ---------------------- სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით, თ--------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

თ---------------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

თ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

თ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------------------- საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ---------------------- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---------–---- ასევე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–---

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ---------------------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ---------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და მის მიმართ მკაცრი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, განაჩენი თ---------------------- მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თ---------------------- მიმართ შერაცხულ ბრალდებას. ექსპერტიზის N------------ დასკვნები დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან მათ შედგენაში მონაწილეობდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დაპარტამენტის დირექტორი ლ--------------–---–-- რომელიც არ არის მიუკერძოებელი პირი. იგი თავიდანვე დარწმუნებით აცხადებდა, რომ თ--------------------- იყო დანაშაულის ჩამდენი პირი. რაც შეეხება უშალოდ ლ--------------–---–-- ჩვენებას, თ---------------------- მიერ წიგნის შეცვლა ან მოპარვა არის მხოლოდ მისი ვარაუდი და მისი ფანტაზიის ნაყოფი, რაც არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით. დაუდგენელია როდის მოხდა აღნიშნული წიგნების შეცვლა ან მოპარვა, სხვა ვის ჰქონდა მათთან შემხებლობა და რატომ გამოირიცხა სხვა პირების ბრალდეულობა. ბიბლიოთეკის თანამშრომელი დ--–--------- უთითებს, რომ თ---------------------- მიერ წიგნებით სარგებლობისას ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა ეჭვი, რომ სხვა წიგნი ჩააბარა, თუმცა გაურკვეველია რატომ მაშინვე არ მოახსენა ხელმძღვანელობას ამის შესახებ. ასევე, მოწმე ლ---–--------- საეჭვოდ მიიჩნია გ---------- ხანმოკლე ვიზიტი 15–20 წუთი ბიბლიოთეკაში, მაგრამ მანაც მშვიდად ჩაიბარა გ---------- მიერ დაბრუნებული წიგნი. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ სხვა თანამშრომლებიც: ელ---------–-----------------–---–----------------–------------------------ რომელთა ჩვენებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ მათ არ დაუნახავთ არათუ წიგნების შეცვლის ან მოპარვის, არამედ არც წიგნთან უხეში შეხების ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების მიერ არ ამოღებულა დანაშაულის საგანი; არ დადგენილა თ---------------------- რაიმე სახით შემხებლობა ეროვნული ბიბლიოთეკიდან ამოღებულ წიგნებთან. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და თ---------------------- მიმართ შერაცხული ბრალდება არის მხოლოდ ვარაუდებზე აგებული და იგი უნდა გამართლდეს სრულად.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ--------------–---–-- განაცხადა, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე. 2016 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თავისი თანამშრომლის სამუშაო მაგიდაზე შენიშნა რუსულენოვანი, მ---------------, 1--- წელს გამოცემული წიგნი, რომელიც იყო კარგ, რესტავრაციის განყოფილებაში არსებული წიგნისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, წიგნის ფორზაცზე (ფურცელი, რომელიც ყდას აკავშირებს აკინძულ ფურცლებთან) დასმული ბეჭედი გამოიყურებოდა ძალიან კარგად, ამასთან, ქაღალდში მელანი კარგად არ იყო გაჟღენთილი, როგორც ხდება ხოლმე სიძველის შემთხვევაში. რაც შეეხება ბეჭდის კვალს, რომელიც წესისამებრ, დიდი ხნის დებისგან გადადის მეორე გვერდზე, იყო ასიმეტრიულად გადასული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოწმეს შეეპარა ეჭვი და დააკვირდა სატიტულო ფურცელს, სადაც ტიტულის ფურცლის ასოები ტუშით იყო გადაკეთებული, კერძოდ, იყო არა დაბეჭდილი, არამედ ნაწილობრივ აღდგენილი და ნაწილობრივ ქსეროქსზე გაკეთებული. ამის შემდეგ მან ინტერნეტში მოიძია აღნიშნული წიგნის ელექტრონული ვერსია და შედარების შედეგად დარწმუნდა, რომ ხელთ ეკავა მ--------------- 1--- წლის გამოცემისგან სრულიად განსხვავებული წიგნი. ლ--------------–---–- მომდევნო დღეს დაუკავშირდა რარიტეტული განყოფილების გამგეს - დ--–---------ს, მოახსენა იშვიათ წიგნთა განყოფილებიდან გამოთხოვილი წიგნის შეცვლის შესახებ და სთხოვა დაედგინა, თუ ვის ჰქონდა გამოწერილი აღნიშნული წიგნი. დადგინდა, რომ ბრალდებულ თ---------------------- ჰქონდა გამოწერილი როგორც მ--------------- 1--- წელს გამოცემული, ასევე 1--- წელს გამოცემული რუსულენოვანი წიგნი „--------------------------–-------- მათ შეამოწმეს თ---------------------- მიერ გამოთხოვილი მეორე წიგნიც და ისიც შეცვლილი აღმოჩნდა პირველი წიგნის მსგავსად. ასევე, აღნიშნული წიგნები თ---------------------- გარდა, სხვას არ ჰქონდა გამოწერილი. გარდა ამისა, თ---------------------- სახელით იყო გამოწერილი სხვა წიგნებიც, რომლებსაც გადამოწმების შედეგად დაუდგინდათ დაზიანებები, მაგალითად, 2 წიგნს ტიტულის ფურცელი არ ჰქონდა ადგილზე. მოწმემ დაადასტურა, რომ თ---------------------- მიერ შეცვლილი ორივე წიგნი იყო ძალიან იშვიათი, განსაკუთრებით 1--- წლის გამოცემა, ვინაიდან იყო რუსეთის იმპერიაში დაბეჭდილი რიგით პირველი ტექნიკური წიგნი. მართალია, აღნიშნულ წიგნებს კულტურის სამინისტროს მიერ ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდათ, თუმცა ეს ფაქტი არ აკნინებდა მათ ღირებულებას, ისინი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით იშვიათ გამოცემას და შესაბამისად, ინახებოდა რარიტეტულ განყოფილებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ--–---------მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტული განყოფილების უფროსი. 2016 წლის 13 ნოემბერს, მას დაუკავშირდა ლ--------------–---–- და უთხრა, რომ სარესტავრაციოდ გატანილი ერთ-ერთი იშვიათი - 1--- წელს გამოცემული წიგნი იყო შეცვლილი. მან პირადად გადაამოწმა წიგნთა აღრიცხვის ჟურნალი და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც ლ--------------–---–-- მიერ მითითებული წიგნი გადავიდა მისი განყოფილების ფონდში, იგი სარგებლობის მიზნით გამოწერილი ჰქონდა მხოლოდ თ----------------------. მოწმემ დაადასტურა, რომ გარდა აღნიშნულისა თ---------------------- გამოწერილი ჰქონდა კიდევ ერთი წიგნი და ისიც აღმოჩნდა შეცვლილი. ორივე წიგნის შიგთავსი იყო განსხვავებული, რაც ვიზუალურად არ ეტყობოდათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-------------- განაცხადა, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტულ განყოფილებაში. 2016 წლის 14 ნოემბერს, მას განყოფილების გამგემ - დ--–---------მ სთხოვა ბ----- წიგნი გადაემოწმებინა ელექტრონულ კატალოგში. შემოწმების შედეგად, მიწოდებული წიგნის ეგზემპლარი კატალოგში არსებულს ემთხვეოდა მხოლოდ ფორმატით, ფერითა და წიგნის ნომრით. წიგნს ჰქონდა გაურკვეველი ხასიათის თავფურცელი და სრულიად განსხვავებული შინაარსი. მან აღნიშნული ფაქტი აცნობა დ--–---------ს, რომელმაც თავის მხრივ უთხრა, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდა 1--- წელს გამოცემულ მ--------------- წიგნსაც. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს წიგნიც შეცვლილი იყო გაურკვეველი წარმომავლობის თავფურცლით და ჰქონდა სულ სხვა შინაარსი. ა------------- უშუალოდ წიგნების შეცვლის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ აღნიშნული ორი წიგნით ისარგებლა მხოლოდ თ----------------------. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მოწმემ ყურადღება გაამახვილა იმ კუთხითაც, რომ ის, სხვა მომხმარებლებისაგან განსხვავებით, სამკითხველო დარბაზში ყოველთვის იჯდა ქურთუკითა და ქუდით და მისი თითოეული ვიზიტი ძალიან ცოტა დროით შემოიფარგლებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ---–--------- განაცხადა, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტულ განყოფილებაში. 2016 წლის ოქტომბერში, აღნიშნულ განყოფილებაში მივიდა თ---------------------, რომელმაც დაახლოებით 3-4-ჯერ გამოიწერა ორი რუსულენოვანი წიგნი. მათგან ერთი წიგნი გამოცემული იყო 1--- წელს, ხოლო მეორე - 1--- წელს. მოწმე განმარტავს, რომ თ---------------------, სხვა ვიზიტორებისგან განასხვავებით, სამკითხველო დარბაზში ყოველთვის იჯდა ქურთუკითა და ქუდით და მისი თითოეული ვიზიტი გრძლედებოდა არაუმეტეს 20 წუთისა. ამასთან, ყოველი ვიზიტისას ურეკავდნენ ტელეფონზე და ბიბლიოთეკიდან წასვლისას თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ შვილიშვილები ჰყავდა წამოსაყვანი. თ---------------------- ვიზიტის პერიოდში სამკითხველო დარბაზში მოწმის გარდა იყო ბიბლიოთეკის დაახლოებით 6 თანამშრომელი, რომლებიც მკითხველისთვის ყურადღების მიქცევის პარალელურად ასრულებდნენ სხვა სამსახურებრივ მოვალეობებსაც. თ---------------------- მიერ გამოწერილი წიგნის დაბრუნების მომენტში, მოწმეს წიგნის გამოცვლის შესახებ ეჭვი არ გასჩენია, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ გამოწერილი და დაბრუნებული წიგნები ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა. რაც შეეხება წიგნის შინაარსს, მოწმის მოვალეობაში არ შედიოდა მისი შემოწმება. ლ---–-------- უშუალოდ წიგნის შეცვლის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დადასტურებულად განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორი წიგნი თ---------------------- გარდა, სხვას არ ჰქონია გამოწერილი.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ე-–--------–---------------------–---–---

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ-----------–---- განმარტა, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში. მკითხველის მიერ წიგნის გატანის პროცედურებთან დაკავშირებით მოწმემ მიუთითა, რომ თავდაპირველად მკითხველი გადის რეგისტრაციას და გადაინაცვლებს დარბაზში. შემდეგ კატალოგიდან შეარჩევს მისთვის სასურველ წიგნს, რასაც მომსახურე პერსონალისგან გამოითხოვს. წიგნის ჩაბარებისას თუ მკითხველი მოისურვებს, ზეპირი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია მომსახურე პერსონალმა წიგნი საცავის ნაცვლად შეინახოს თაროზე, რათა მომდევნო მისვლისთვის აღარ დასჭირდეს ლოდინი. მოწმემ თ----------------------თან უშუალო შეხება არ ჰქონია, მის მიერ წიგნის შეცვლის შესახებ შეიტყო თანამშრომლებისგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-------------–---- განაცხადა, რომ არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. მისთვის ბიბლიოთეკის რარიტეტული განყოფილებიდან მ--------------- და ბ----- წიგნების ქურდობის თაობაზე ცნობილი გახდა ლ--------------–---–--გან, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ განაცხადა პოლიციაში. ლ--------------–---–--განვე შეიტყო, რომ წიგნების აღრიცხვის ჟურნალის შემოწმების შედეგად, არ დადგენილა თ---------------------- გარდა სხვა პირების მიერ მათი გამოწერის ფაქტი. მოწმემ დაადასტურა ზემოაღნიშნული ორი წიგნის განსაკუთრებული ეროვნული ღირებულება, რის გამოც ისინი ინახებოდნენ იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, თუმცა განმარტა, რომ შეცვლილი წიგნები არ წარმოადგენდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

2016 წლის 15 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ----------------------გან ამოიღებული იქნა მობილური ტელეფონი, რვეულის ფურცელი და სხვა პირადი ნივთები.

2016 წლის 15 ნოემბრის თ---------------------- ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ერთი ცალი რვეული, მკითხველის ბარათი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორი ცალი ბლანკი.

2016 წლის 15 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების (თ---------------------- მობილური ტელეფონის) გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მობილურის ფოტოგალერიაში შესვლის შემდეგ ჩანს თერთმეტი ფოტო. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ფოტო რუსული ასოებით „--------------------------------–--------------- შემდეგ ფოტოზე ჩანს „-------------------–-------------------–-–------------------------ დათვალიერების შედეგად ასევე აღმოჩენილ იქნა წიგნის ყდის და მართკუთხა ფორმის ბეჭდის ასლის სურათები.

2016 წლის 16 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ---–--------- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო თ---------------------, როგორც ის პირი, ვინც 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით რამდენჯერმე იყო მისული საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რა დროსაც გამოიწერა და ისარგებლა ორი წიგნით: 1--- წელს გამოცემული ისტორიოგრაფიით არქიმანდრიტი მ--------------- ავტორობითა და 1--- წელს გამოცემული „--------------------------–------- წიგნით, ბ----- ავტორობით.

2016 წლის 5 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავიდან, ლ--------------–---–-- მონაწილეობით ამოღებულ იქნა თ---------------------- ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული „შეცვლილი“ წიგნები.

2017 წლის 22 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ---------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული რვეულის ფურცელი, სადაც აღინიშნება რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი.

2017 წლის 07 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მოწმე ლ---–--------ს მიერ წარდგენილი ბლანკები და ქვითრები, რომელიც თ---------------------- შეავსო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნების გამოწერის მიზნით. აღნიშნული ბლანკების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ თ---------------------- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან სხვადასხვა დროს გამოიწერა შემდეგი წიგნები: 2016 წლის 6 ოქტომბერს - „------------------------------------------------------- 2016 წლის 20 ოქტომბერს - „-------------------------------------, 2016 წლის 16 ნოემბერს „-------------------------- 2016 წლის 17 ოქტომბერს, 10 ნოემბერს და 14 ნოემბერს „Б-------------------------------

გრაფიკული ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, თ---------------------- მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნების გამოწერის მიზნით შევსებული ქვითრებისა და განცხადებების გრაფებში: „მკითხველის გვარი“ და „მკითხველი“ არსებული ჩანაწერები: „----------- და „თ---------------------“, შესრულებულია თ---------------------- მიერ. ამ უკანასკნელის მიერვე არის შესრულებული უკითხავი ხელმოწერა - გრაფაში „ხელმოწერა“. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ----------------–---–---

კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „---------ის ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა როგორც არსებული, ისე წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილები, რაც ჩაიწერა დისკზე. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------–-–---–---

2017 წლის 26 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტია კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დისკზე გადატანილი ინფორმაცია. დისკის გახსნისას მასში გვხვდება ორი ფაილი, სადაც განთავსებულია წიგნის ყდების, თავფურცლების, წიგნის ფურცელზე გადატანილი ბეჭდების სურათები, აგრეთვე წარწერები და გამოსახულებები.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------------------------------–-----------------–---–------------------------------------–------–------------------------- დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი.

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ---------------------- მიერ ჩადენილ ქმედებებს. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები ქმნიან იმ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ--------------------- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ორ წიგნს, კერძოდ, 2016 წლის 6 ოქტომბერს „--------------------------–----------------------------------------------------------------), 1--- წელს მოსკოვში გამოცემულ წიგნს ბ----- ავტორობით და 2016 წლის 20 ოქტომბერს, მ--------------- ავტორობით, 1--- წელს ქ. ს-------------------–- გამოცემული წიგნს „-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის შეფასებას, რომ თ---------------------- მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი მსჯავრდებულად ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ არის ვარაუდებზე აგებული და მხოლოდ მოწმე ლ--------------–---–-- ფანტაზიის ნაყოფი.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლ---------------–---–--, რარიტეტული განყოფილების უფრომა დ--–---------მ და ამავე განყოფილების თანამშრომლებმა: ა--------------, ლ---–---------, ე-–--------–---------------------–---–-- სასამართლოს მიაწოდეს სრულიად ამომწურავი და დამაჯერებელი ინფორმაცია მათთან დაცული, ზემოაღნიშნული 1--- წელს და 1--- წელს გამოცმეული წიგნების შეცვლის თაობაზე. მოწმეებმა განაცხადეს, რომ როგორც მათ მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, მათთან დაცულ წიგნები, რომლებსაც გააჩნდათ ბ----- და მ--------------- წიგნების სატიტულო ფურცლები, წარმოადგენდნენ ორიგინალისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიებს, განსხვავებული შინაარსით. მათზე დატანილი სატიტულო ფურცლები კი იყო ორიგინალის მსგავსი, თუმცა გაურკვეველი წარმოების. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ცალსახად მოახსენეს სასამართლოს, რომ 2007 წლიდან, მას შემდეგ რაც აღნიშნული წიგნები გადავიდა რარიტეტული განყოფილების ფონდში, ისინი გამოწერილი ჰქონდა მხოლოდ თ----------------------, რაც გამორიცხავს აღნიშნულ წიგნებთან სხვა პირების შემხებლობას და წიგნის სხვათა მიერ გამოცვლის შესაძლებლობას.

ადვოკატი არასარწმუნოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა განყოფილების თანამშრომლების ჩვენებებს იმის გამო, რომ თუკი მათ სეჭვოდ ეჩვენებოდათ თ---------------------- ქცევა, გაურკვეველია რეაგირებას რატომ არ ახდენდნენ მის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეებმა განაცხადეს, რომ თ---------------------- პიროვნება მათთვის ყურადღებას იქცევდა მის მიერ სამკითხველო დარბაზში ქურთუკისა და ქუდის ტარების გამო. ასევე შესამჩნევი, იყო, რომ თ--------------------- თითოეულ ჯერზე წიგნებით სარგებლობდა მცირე დროის განმავლობაში და ყოველ ჯერზე იმიზეზებდა, რომ მალე გადიოდა, ვინაიდან შვილიშვილები ჰყავდა წამოსაყვანი. აღნიშნული გარემოებები თავის თავად მიანიშნებს ბიბლიოთეკის მკითხველისათვის შეუფერებელ ქცევაზე, თუმცა რა თქმა უნდა, არ იწვევს იმის ეჭვს, რომ თ--------------------- ჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებას, რაზეც შეიძლებოდა რეაგირება მოეხდინათ თანამშრომლებს.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ლ---–--------ს ჩვენებაზე იმ თვალსაზრისითაც, რომ სამკითხველო დარბაზში მყოფი ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველისთვის ყურადღების მიქცევის პარალელურად, ასრულებდნენ სხვა სამსახურებრივ მოვალეობებსაც, ამდენად შესაძლებელი იყო, რომ თ---------------------- მიერ წიგნის შეცვლის ფაქტი მათთვის დარჩენილიყო შეუმჩნეველი. რაც შეეხება წიგნის დაბრუნების მომენტს, ამ დროს თანამშრომლები მის შინაარსს არ ამოწმებდნენ, ხოლო ვინაიდან თ---------------------- მიერ გამოწერილი და დაბრუნებული წიგნები ვიზუალურად ერთნაირად გამოიყურებოდა, მათი გამოცვლის შესახებ ეჭვი არ გასჩენიათ.

თ---------------------- მიერ ზემოთხსენებული სადავო წიგნებით სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან შეცვლილი წიგნების ამოღების ოქმით, ლ---–--------ს მიერ თ---------------------- ამოცნობის ოქმით; ლ--–--------- მიერ წარმოდგენილი ბლანკებითა და ქვითრებით, რასთან დაკავშირებითაც გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ წიგნებით სარგებლობაზე ხელი მოწერილი აქვს სწორედ თ----------------------. ასევე, თ---------------------- ინტერესს ხსენებული წიგნების მიმართ და მის კავშირს ყალბ წიგნებთან ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვლიერების ოქმები, საიდანაც დგინდება, რომ თ---------------------- ტელეფონში შენახული ჰქონდა წიგნის ყდების, თავფურცლების, წიგნის ფურცელზე გადატანილი ბეჭდების სურათები, წარწერები და გამოსახულებები.

პალატა ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის ამოღებული დანაშაულებრივი გზით დაუფლებული წიგნები, ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკიდან ამოღებულ წიგნებზე არ დასტურდება თ---------------------- შემხებლობა. სააპელაციო პალატის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ---------------------- ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო ის გარემოება, რომ არაა მოპოვებული დამატებით სხვა სახის მტკიცებულებები, არ ადასტურებს მის უდანაშაულობას. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების გაზიარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მოხდა ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება იმ ნაწილში, რომელიც შედგენილი იქნა ლ--------------–---–-- მიერ და სწორედ ეს გარემოება გახდა თ---------------------- მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ---------------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენენ, რომ თ---------------------- ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრის და 20 ოქტომბრის ეპიზოდები).

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შედეგად უტყუარად დგინდება თ---------------------- მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. ასევე, სასამართლომ თ---------------------- მიმართ გამოიყენა მსუბუქი, ზედმეტად ლოიალური სასჯელი ჯარიმის სახით, რაც ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ--------------–---–--, დ--–-------------–---–-------------–--------–--------------------–---–---------------------- ჩვენებები, თ---------------------- პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არის უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ---------------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. უტყუარადაა დადასტურებული ის გარემოებაც, რომ თ---------------------- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ წიგნებს გააჩნდათ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულება. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გ-------------–---- და იშვიათ გამოცემათა განყოფილების თანამშრომლებმა. მოწმე ლ--------------–---–- განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში არსებულ უნიკალურ წიგნებზე ზოგადად არ ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და ეს არ ანიშნავს იმას, რომ ზემოაღნისნული წიგნები არ იყო განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის ი-–------------- სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის იშვიათ გამოცემათა განყოფილების დებულებით დგინდება, რომ ბიბლიოთეკის რარიტეტულ განყოფილებაში ინახება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების საისტორიო და სამეცნიერო ღირებულების, იშვიათი, უნივერსალური და ძვირფასი ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდური გამოცემები.

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მსჯელობას, რომ საქმეზე წარმოდგენილია ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ---------------------- მიმართ ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, ასევე საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებს, თუმცა საჩივარში არ არის წარმოდგენილი მის მიერ განხილული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი. კერძოდ, არ არის მოცემული უშუალოდ რომელი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ თ--------------------- ცდილობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ორ წიგნს: დ---------------–---------- ავტორობით 1--- წელს ს-------------------–- გამოცემულ “-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ს, ნაწილი პირველი. ასევე, ამავე ბიბლიოთეკიდან 2016 წლის 31 აგვისტოს იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1--- წელს ქ. ს-------------------–- გამოცემულ წიგნს „--------–-------------------–-----–----------–------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხოლო 2016 წლის 26 სექტემბერს - პ-–----------------- ავტორობით 1--- და 1--- წლებში ქ. ს-------------------–- გამოცემული წიგნის - „---------------------–------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პირველ და მეორე ნაწილებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გ-------------–---- საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლ--------------–---–- და ასევე რარიტეტული განყოფილების თანამშრომლები არ უთითებენ ბ-----ა და მ--------------- წიგნების გარდა სხვა რომელ წიგნებს დაეუფლა თ--------------------- ან ჰქონდა თუ არა რომელიმე წიგნის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა. აღნიშნული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვით რაიმე უტყუარი ხასიათის ინფორმაციის შემცველი არ არის არც ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და თ--------------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2016 წლის 31 აგვისტოსა და 2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

ბრალდების მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 2016 წლის 6 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით წიგნების დაუფლების ფაქტზე თ---------------------- მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლის მიერ დადგენილი თაღლითობის კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლით კრიმინალიზებული დანაშაულის შედეგად ხელყოფიილი საგნის განსაკუთრებული ღირებულების დასადგენად სავალდებულოა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს როგორც მის მატერიალურ ღირებულებას, ასევე ნივთის თუ დოკუმენტის ქვეყნისთვის ისტორიული, მეცნიერული, კულტურული და ეროვნული მნიშვნელობას. იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც შეიძლება ამ დანაშაულის საგნად იყოს ცნობილი, მოცემულია საქართველოს კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიგნებისთვის ჩასატარებელ სასაქონლო ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად, რეკომენდაცია გაეწია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების დეპარტამენტის დირექტორს - ლ--------------–---–--

სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, არქიმანდრიტ მ--------------- 1--- წელს გამოცემული ისტორიოგრაფიული წიგნის ღირებულება შეადგენს 17 000 ლარს; ბ----- 1--- წელს გამოცემული წიგნის - „--------------------------–-----–------- საბაზრო ღირებულება, თავისი უნიკალურებისა და იშვიათობის გამო, ვერ დადგინდა; 1--- წელს გამოცემული წიგნის „--------–-------------------–-----–----------–------–------- ღირებულებამ შეადგინა 2000 ლარი; ხოლო 1--- წელსა და 1--- წელს პ-–----------------- ავტორობით გამოცემული წიგნების - „---------------------–------–------- (პირველი და მეორე ნაწილები) ღირებულებამ - 8 600 ლარი (თითოეული 4 300 ლარი). ზემოაღნიშნული წიგნები წარმოადგენენ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნებს.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - თ--------------------------------- ამ უკანასკნელმა დამატებით განმარტა, რომ მათთან ერთად ექსპერტიზაში მონაწილეობდა მოწვეული სპეციალისტი - ლ--------------–---–-- რომელმაც უპასუხა გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვას: წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული წიგნები განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნებს. აღნიშნული ფაქტის დადგენაში მას და თ------------ შესაბამისი ცოდნის არ ქონის გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ უშუალოდ განსაზღვრეს წიგნის ღირებულება, რა დროსაც იხელმძღვანელეს საბაზრო ფასებით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 12 აპრილის წერილების თანახმად, წიგნებს:---------------------------------------------------------------------------------–-----–-------–--–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----–-------–--–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------–-----–-------–--–----------–----–--–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------–-----–-------–--–-------------–--–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------–-----–- 1--- წელს) - არ გააჩნიათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.

აღნიშნულ წერილებში ასახული ინფორმაციის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ - დ-------–-------–---–--- მისი განმარტებით, წერილში მითითებულ წიგნებს არ გააჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილებით აღწურვილი საბჭოსთვის არასოდეს მიუმართავთ. მოწმემ დაადასტურა, რომ შეიძლება წიგნს სტატუსი არ ჰქონდეს, თუმცა იყოს ძალიან დიდი ღირებულების მქონე, თუმცა ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა სამომავლოდ მოხდეს შესაბამისი კატეგორიის (ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული) განსაზღვრა.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, მან არ გაიზიარა სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის ის ნაწილი, რომელიც შესრულებული იყო ლ--------------–---–-- მიერ. ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ მას გაუწია რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიგნებისთვის ჩასატარებელ სასაქონლო ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად, სააპელაციო პალტა დარწმუნებულია ამ კუთხით მის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმში. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხს, რომ ლ--------------–---–- საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობის მქონე პირი, სწორედ მის მიერ იქნა გამოვლენილი ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანის და მათი სხვა წიგნებით ჩანაცვლების ფაქტი, იგი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა მოწმის სახით, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მისი როგორც ექსპერტის მიუკერძოებლობის და ობიქეტურობის საკითხი აშკარა ეჭვის ქვეშ დგას. ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას - „წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული წიგნები განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნებს“, უპასუხა მხოლოდ ლ--------------–---–--, დასკვნის ამ ნაწილს ვერ ექნება კატეგორიული ხასიათი და ვერ იქნება მიჩნეული თ---------------------- მსჯავრდების საფუძვლად მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

განსახილველ შემთხვევაში სანდო და უტუარი ხასიათის მტკიცებულებას წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილები და მისი ავტორის დ-------–-------–---–-- ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბ----- და მ--------------- წიგნებს არ გააჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი, ნივთისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება კი აუცილებელია, რათა სამომავლოდ მოხდეს განსაზღვრა ისინი მიეკუთვნებიან ისტორიული, კულტურული, მეცნიერული თუ ეროვნული ღირებულების მქონე ძეგლებს. მოძრავი ნივთისათვის ძეგლის სატატუსის მინიჭების აუცილებლობას, შემდგომში მისი კატეროგიის განსაზღვრის მიზნით, არეგულირებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონიც და იგი ავალდებულებს სამინისტროს რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ობიექტის თაობაზე მონაცემები წარუდგინოს შესაბამის საბჭოს.

საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საუბრობენ მ--------------- 1--- წელს გამოცემული და ბ----- 1--- წელს გამოცემული წიგნების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, ხაზს უსვამენ მის იშვიათ, უნივერსალურ და ძვირფას ხასიათს; ასევე სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული წიგნები ინახებოდა ბიბლიოთეკის რარიტეტულ - იშვიათ წიგნთა განყოფილებაში, სადაც დაცულია საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების საისტორიო და სამეცნიერო ღირებულების, იშვიათი, უნივერსალური და ძვირფასი ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდური გამოცემები, თუმცა იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს სსკ-ის 183-ე მულხით გათვალისწინებულ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების დოკუმენტებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნა, რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება აღნიშნული კვლიფიკაციით თ---------------------- მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება თ---------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მოწმეთა ჩვენებების და სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის შედეგების თანახმად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--------------- 1--- წელს გამოცემული და ბ----- 1--- წელს გამოცემული წიგნების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თითოეულ შემთხვევაში მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. ასევე, როგორც ექსპერტებმა თ-------------------------------- განაცხადეს, წიგნების ღირებულების განსაზღვრა უშუალოდ მათ მიერ მოხდა, რის გამოც სააპელაციო პალატას არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნის ამ ნაწილის და ექსპერტთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები. თ---------------------- მიერ ქმედების ჯგუფურად ჩადენის ნაწილთან მიმართებაში კი, სისხლის სამართლის საქმეზე წაროდგენილი მტკიცებულებები არ არის თუნდაც ირიბი ხასიათის ინფორმაციის მატარებელი და ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებით თ---------------------- მსჯავრდება ვერ მოხდება.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის პოზიცია განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობისათვის თ---------------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს იმ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული ბრალდების სინამდვილეში.

კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის თანახმადაც, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: “-----------------------------------------------------------------------------------------------------------

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ---------------------- ბრალეულობასთან დაკავშირებით, კანონიერი და დასაბუთებულია. ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, თ---------------------- მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ადეკვატური, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. თ--------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს და 2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს;

თ---------- გ---------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

თ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

თ---------- გაბისონია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------- გ---------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ---------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ამოღებული წიგნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას;

- თ---------------------- პირადი ნივთები: „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სამგზავრო ბარათი, ბარათი „უნიქარდი“, ორი ელექტრონული კაზინოს ბარათი, სანთებელა, სავარცხელი, ორი რკინის მონეტა, ერთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, ხელწერილი, 500 აშშ დოლარი, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

- სამი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი