ბრძანება N 21423
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21423
06 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: --------------------;
იურ. მის.: ----------------------)
2025 წლის 12 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 12 სექტემბრის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №081-239 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს როგორც საცალოდ, ასევე დისტრიბუციის მეშვეობით აწვდის ------ს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. დისტრიბუციის მეშვეობით გაყიდვებში მონაწილეობენ გაყიდვების აგენტები, რომლებიც კონტრაგენტებისგან ხელშეკრულების საფასურს ღებულობენ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორებისას მიღებულ თანხებს შემდეგ აწვდიან გადასახადის გადამხდელს. აცხადებს, რომ 2019 წლის მაისში ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა მიღებული თანხა მიისაკუთრა, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით. ამასთან, მიუთითებს, რომ თავად დისტრიბუტორიც აღიარებს თანხის მითვისების ფაქტს, რომელიც ხელწერილით გამოხატავდა მზადყოფნას, რომ მითვისებულ თანხას 2019 წლის 28 მაისისთვის დაუბრუნებდა გადასახადის გადამხდელს, თუმცა დატოვა საქართველო და ამჟამად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გადასახადის გადამხდელისთვის ასევე მიუღებელია შემოწმების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დებიტორული დავალიანების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა, მაშინ როცა საკითხზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი გამოძიება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4501 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 აგვისტოს №18302 ბრძანება და ამავე თარიღის №081-239 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 005 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 878 ლარი, ჯარიმა 15 439 ლარი, საურავი 1 688 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,------“ გადასახადის გადმახდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 23 დეკემბერს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 2012 წლის 5 იანვრიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების საცალო და საბითუმო რეალიზაცია. საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში (ს.კ --------). აღნიშნულ მისამართზეა განთავსებული საწარმოს საწყობი და მაღაზია. შემოწმებისთვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე ელექტრონული ბუღალტერიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება წარმოშობილი 2024 წლამდე (და უფრო ადრე პერიოდში) იურიდიული პირებთან. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები. საწარმოს მხრიდან შედარების აქტები ზოგიერთ შემთხვევაზე წარმოდგენილი ვერ იქნა. წერილობითი განმარტების თანახმად, აღნიშნული თანხები მითვისებულია დისტრიბუტორის მიერ, რაც წარმოადგენს სამართლებრივი დავის საგანს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის (-------) საქმეზე დისტრიბუტორის მიერ შპს ,,------ს“ მიმართ განხორციელებული მითვისების ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედებით, დისტრიბუტორის მიერ საწარმოს მიადგა დიდი ოდენობით (123 512 ლარის) ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №11-ის შესაბამისად, შპს „-----ს“ მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა/მოთხოვნის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი და შესაბამისად დაექვემდებარება დაბეგვრას. შედეგად, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანებები, რასთან დაკავშირებითაც შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ხელშემკვრელ მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ შედარების აქტები. საწარმოს მხრიდან კი ურთიერთშედარების აქტები შემოწმებისთვის სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი. წერილობითი განმარტების თანახმად, აღნიშნული თანხები მიითვისა დისტრიბუტორმა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დავის საგანს. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დისტრიბუტორის მიერ შპს ,,----ს“ მიმართ განხორციელებული მითვისების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებით, დისტრიბუტორის მიერ საწარმოს მიადგა დიდი ოდენობით (123 512 ლარის) ქონებრივი ზიანი. ვინაიდან საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა/მოთხოვნის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი და შესაბამისად დაექვემდებარება დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ 2019 წლის მაისში ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა მიღებული თანხა მიისაკუთრა, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით. ამასთან, მიუთითებს, რომ თავად დისტრიბუტორიც აღიარებს თანხის მითვისების ფაქტს, რომელიც ხელწერილით მზადყოფნას გამოხატავდა, რომ მითვისებული თანხა 2019 წლის 28 მაისისთვის დაებრუნებინა საწარმოსთვის, თუმცა დატოვა საქართველო და ამჟამად იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ამათან, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს პოზიციის დამადასტურებელი გარკვეული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია თანხის გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია თანხის გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4501 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18302 ბრძანება და №081-239 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 005 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 878 ლარი, ჯარიმა 15 439 ლარი, საურავი 1 688 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე ელექტრონული ბუღალტერიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება წარმოშობილი 2024 წლამდე (და უფრო ადრე პერიოდში) იურიდიული პირებთან. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები. საწარმოს მხრიდან შედარების აქტები ზოგიერთ შემთხვევაზე წარმოდგენილი ვერ იქნა. წერილობითი განმარტების თანახმად, აღნიშნული თანხები მითვისებულია დისტრიბუტორის მიერ, რაც წარმოადგენს სამართლებრივი დავის საგანს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დისტრიბუტორის მიერ მომჩივანის მიმართ განხორციელებული მითვისების ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ქმედებით, დისტრიბუტორის მიერ საწარმოს მიადგა დიდი ოდენობით (123 512 ლარის) ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №11-ის შესაბამისად, მომჩივანის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა/მოთხოვნის ნაწილი, რომლის ანაზღაურების ან შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი და შესაბამისად დაექვემდებარება დაბეგვრას. შედეგად, პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარდგენილი), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია თანხის გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ .2 „ა“ და „ბ“);