დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.03.2013
საქმის ნომერი
2კ-780-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7801-13 22 მარტი, 2013 წელი

ღ-ი ვ, 7801-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ას

მსჯავრდებულ _ ვ. ღ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ღ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით ვ. ღ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ოთხი ეპიზოდი) და მიესაჯა:

სსკ–ის 273–ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – ჯარიმა – 2000-2000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და დაენიშნა ჯარიმა 1000-1000 ლარი.

სსკ–ის 273–ე მუხლით (მესამე ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 273–ე მუხლით (მეოთხე ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ღ-ს სასჯელად განესაზღვრა 2000 ლარი და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ვ. ღ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენით ვ. ღ-ი ( ნასამართლევი), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა 2009 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

ცვლილება შევიდა 2009 წლის 16 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში და 2009 წლის 20 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ღ-ს გაუნახევრდა სსკ–ის 273–ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 თვე, 15 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ღ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ღ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ოქტომბრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ღ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით (რომელშიც ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით) მსჯავრდებულზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. ღ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ღ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე ვ. ღ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებულ ვ. ღ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 22 ოქტომბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ღ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართილი საქმეთა პალატას და ითხოვა სრულად გათავისუფლება. მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ რადგან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი მთლიანად მოხდილი აქვს, ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის გამოყენებით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილით და ვ. ღ-ი გაათავისუფლა საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან და ამავე დროს იმავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად, სადაც აღნიშნულია: ,,პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე–8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“, კანონიერად აღუდგინა იგი.

საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება და იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ღ-ი არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე კანონიერად შეუმცირა მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე