ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 12.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1234-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12341-13 12 აპრილი, 2013 წელი

კ-ა დ, 12341-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ზ. წ-ს

მსჯავრდებულ - დ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენით დ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2005 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2006 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2006 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 16 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 27 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 30 მაისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. კ-ს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2004 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი განახევრდა.

მსჯავრდებულ დ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 27 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ დ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სახით მოსახდელად დარჩენილი სასჯელის პროპორციული წილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. დ. კ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 27 ნოემბრიდან. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

დ. კ-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

დ. კ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხსენებული მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე დამატებული თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და ხსენებული მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2005 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2006 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2006 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2007 წლის 17 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 16 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 27 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 30 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან მსჯავრდებულ დ. კ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს. ვინაიდან მას მოხდილი აქვს 1 წელი და 6 თვე, უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად ამ განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საქმის მასალების მიხედვით, დ. კ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, მაგრამ იგი არის ადრე ნასამართლევი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელსა და 3 თვეს, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 16 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. კ-ს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს. ვინაიდან მას მოხდილი აქვს 1 წელი და 6 თვე, უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად ამ განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელსა და 3 თვეს, რომლის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 16 ივლისიდან.

მსჯავრდებული დ. კ-ა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ნ. სხირტლაძე