კავშირის
დადგენა
დემპინგურ
იმპორტსა
და
ზიანს
შორის

1. ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად, ყველა მტკიცებულების შესწავლის საფუძველზე, შესწავლის ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანის გამომწვევ მიზეზს დემპინგური იმპორტი წარმოადგენს. ამისთვის, შესწავლის ორგანომ უნდა უჩვენოს, რომ დემპინგური იმპორტის მოცულობის ზრდა და მისი გავლენა ფასებზე წარმოადგენს ადგილობრივ ინდუსტრიაზე იდენტიფიცირებული გავლენის საფუძველს.

2. შესწავლის ორგანო, დემპინგური იმპორტის გარდა, აანალიზებს მისთვის ცნობილ სხვა ფაქტორებს, რომლებიც, იმავდროულად, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს ადგილობრივ ინდუსტრიას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, განიხილება არადემპინგური იმპორტის ფასი და მოცულობა, მოთხოვნის რაოდენობრივი ან ფორმის ცვლილება, უცხოელ და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის კონკურენცია ან კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკა, ტექნოლოგიური განვითარება, ადგილობრივი ინდუსტრიის მწარმოებლურობის ხარისხი და ექსპორტის მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით გამოწვეული ზიანი არ შეიძლება, იქნეს მიზეზობრივად დაკავშირებული ინდუსტრიისთვის დემპინგური იმპორტით მიყენებულ ზიანსა თუ ზიანის მიყენების საფრთხესთა