ანტიდემპინგური
ტარიფი

1. შესწავლის ობიექტის დემპინგურ ფასად იმპორტის ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანის მიყენების ან ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.

2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ პროცენტულ წილს, რომელიც გამოითვლება შესწავლის ობიექტის საბაჟო ღირებულებიდან.

3. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არა უმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.

4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი დგინდება თითოეული ექსპორტიორისთვის ინდივიდუალურად, ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის გათვალისწინებით.

5. თუ შესწავლის ორგანოს მიერ დადგენილია ერთიანი დემპინგური ზღვარი, შესწავლის ობიექტის თითოეულ ცნობილ უცხოელ ექსპორტიორზე ან პროდუქტის მწარმოებელზე ანტიდემპინგური ტარიფი წესდება არადისკრიმინაციულობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დემპინგური ზღვარი არ იქნა განსაზღვრული რომელიმე ექსპორტიორის ან პროდუქტის მწარმოებლის მიმართ, მათთვის სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი დადგინდება, უმაღლესი ინდივიდუალური დემპინგური ზღვრის განაკვეთის შეფარდებით დემპინგური იმპორტით შემოსული პროდუქტის ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის განაკვეთთან და შესწავლის ობიექტის ექსპორტის საშუალო შეწონილი ფასით.

7. დასკვნა სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის დაწესების თაობაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად, უნდა მოიცავდეს მითითებას ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის ან/და ექსპორტიორ(ებ)ის, ტარიფის მოცულობისა (პროცენტულად) და ტარიფის მოქმედების ვადის თაობაზ