ანტიდემპინგური
ღონისძიება

1. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულებებით შესწავლის დასრულებამდე აშკარაა, რომ იმპორტი დემპინგურია და იგი ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, შესწავლის ორგანო შეიმუშავებს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან უზრუნველყოფის ფორმის დაწესების თაობაზე.

2. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.

3. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი გამოიყენება დროის შესაძლებლად მოკლე პერიოდის მანძილზე, არა უმეტეს ოთხი თვისა, ან, შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილებით, ექსპორტიორთა დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც  წარმოადგენენ  ბაზრის მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტს, ჯამში არა უმეტეს ექვსი თვისა. იმ შემთხვევაში, როდესაც შესწავლის ორგანო შესწავლის მიმდინარეობისას განიხილავს დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფის საკმარისობას ზიანის  აღმოფხვრისათვის,  აღნიშნული  პერიოდები  შეიძლება, შეადგენდეს შესაბამისად ექვს და ცხრა თვეს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი დასკვნები წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის პერიოდების განსაზღვრაზე შესწავლის ორგანოს მიერ წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.

5. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება, შემოღებულ იქნეს აგრეთვე უზრუნველყოფის ფორმით − ნაღდი ფულის დეპოზიტის ან გარანტიის სახით, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს და არ აღემატება წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.

6. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ პროცენტულ წილს, რომელიც გამოითვლება შესწავლის ობიექტის საბაჟო ღირებულებიდან.

7. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში შესწავლა უნდა დასრულდეს წინასწარი ტარიფის ვადის ამოწურვამდ