ფასის
დადგენა

1. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი დგინდება კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არქონის შემთხვევაში ან საექსპორტო ფასის უტყუარობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის შემთხვევაში, იმის გამო, რომ შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი და იმპორტიორი პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით დაკავშირებულ პირებს წარმოადგენენ, ან არსებობს ინფორმაცია წარსულში მართლსაწინააღმდეგო შეთანხმების ფორმით აღნიშნული პროდუქტის საექსპორტო ფასის დადგენასთან დაკავშირებით, ან არსებობს ინფორმაცია დამატებითი შეთანხმების შესახებ, მათ შორის, ფასდათმობებისა და კომპენსაციის თაობაზე, საექსპორტო ფასი შესაძლებელია, გაანგარიშებულ იქნეს იმ ფასის საფუძველზე, რა ფასადაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გადაიყიდება დამოუკიდებელ მყიდველზე; ან იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული პროდუქტი არ გადაიყიდება დამოუკიდებელ მყიდველზე ან არ გადაიყიდება ისეთი ფორმით, რა ფორმითაც ის იქნა იმპორტირებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საექსპორტო ფასი დადგინდება სხვა მეთოდით, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება შესწავლის ორგანოს მიერ და აკმაყოფილებს ფასების სამართლიანი შედარების კანონით განსაზღვრულ პრინციპებ