1. საექსპორტო ფასსა და ნორმალურ ღირებულებას შორის შედარება ხორციელდება კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის მის ნორმალურ ღირებულებასთან შედარებისას ხორციელდება მათი დაზუსტება იმ განსხვავებების გათვალისწინებით, რომლებიც ახდენენ გავლენას ფასების შედარებაზე, მიწოდების პირობებს შორის სხვაობაზე, გადასახადებზე, სავაჭრო ოპერაციების სტადიებზე, რაოდენობრივ მახასიათებლებზე, ფიზიკურ მახასიათებლებსა და სხვა ნებისმიერ განსხვავებაზე, რომლებთან მიმართებითაც წარმოდგენილია მტკიცებულებები მათი ზეგავლენის თაობაზე.

3. წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხარჯი, ასევე ტარიფი და გადასახადი, გადახდილი პროდუქტის იმპორტსა და გადაყიდვას შორის, ასევე მიღებული მოგება.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის ნორმალურ ღირებულებასთან შედარებას სჭირდება მისი მოცულობის გადათვლა ერთი  ვალუტიდან  მეორე ვალუტაში და თუ უცხოური ვალუტის გაყიდვა უშუალოდ იყო დაკავშირებული შესაბამისი საექსპორტო პროდუქტის მიწოდებასთან და ხორციელდებოდა იმავე ვადით, გამოიყენება ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი სავალუტო ტრანზაქციის განხორციელების დღეს. შესწავლის ორგანო არ ითვალისწინებს ვალუტის კურსის მერყეობას და შესწავლის მიმდინარეობისას ექსპორტიორებს აძლევს არანაკლებ 60 კალენდარულ დღეს მათი საექსპორტო ფასების კორექტირებისათვის, შესწავლის პერიოდში ვალუტების კურსებს შორის ცვლილებების ასახვის მიზნით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის იმპორტი არ ხორციელდება უშუალოდ წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი ექსპორტი ხორციელდება მესამე ქვეყნიდან, ექსპორტის ფასი, შესაძლებელია, შედარდეს აღნიშნული მესამე ქვეყნის შესადარ ფასს. ამასთან, შედარება შესაძლებელია, განხორციელდეს წარმოშობის ქვეყნის ფასთანაც, თუ დგინდება, რომ პროდუქტი იშვიათად გადაიზიდება აღნიშნული მესამე ქვეყნის გავლით, ან ასეთი პროდუქტი არ იწარმოება აღნიშნულ მესამე ქვეყანაში ან არ არსებობს რელევანტური შესადარი ფასი აღნიშნულ მესამე ქვეყანაშ