1. მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ვიზიტი ექსპორტიორ ან შესაბამის მესამე ქვეყანაში.

2. შესწავლის ორგანოს ვიზიტის განხორციელება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შესამოწმებელი ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლებისგან მიიღებს თანხმობას ადგილზე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ბ) შესაბამისი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს აცნობებს ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესახებ; და

გ) შესაბამისი ქვეყნების მთავრობის წარომადგენლები არ იქნებიან აღნიშნული ვიზიტის განხორციელების წინააღმდეგი.

3. შესწავლის ორგანო ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლებისგან თანხმობის მიღებისთანავე შესაბამისი ქვეყნების მთავრობის  წარმომადგენლებს  აცნობებს შესამოწმებელი ექსპორტიორებისა და უცხოელი მწარმოებლების დასახელებებსა და მისამართებს, ასევე ვიზიტის თარიღებს.

4. შესწავლის ორგანომ უნდა შეატყობინოს შესაბამის ექსპორტიორებსა და უცხოელ მწარმოებლებსა და შესაბამისი ქვეყნების მთავრობებს შესწავლის პროცესში გარე ექსპერტის მონაწილეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. თუ ვიზიტი უკავშირდება კითხვარზე გაცემული პასუხების ახსნა-განმარტებას, ვიზიტი შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ ექსპორტიორის ან უცხოელი მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე.

6. ადგილზე ვიზიტი დროში არ უნდა უსწრებდეს კითხვარზე პასუხების მიღებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსპორტიორთან სხვაგვარად იქნა შეთანხმებული.

7. ადგილზე ვიზიტის განხორციელებამდე შესწავლის ორგანო შესაბამის  ექსპორტიორებსა და უცხოელ მწარმოებლებს მიაწვდის ზოგად ინფორმაციას შესამოწმებელ და დამატებით წარსადგენ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხების მიწოდება არ გამორიცხავს ადგილზე ვიზიტისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესწავლის ორგანოს მიერ დამატებითი დეტალების მოთხოვნის უფლებამოსილებას.

8. შესწავლის ორგანოს ან შესაბამისი კომპანიების შეკითხვებს, რომლებიც აუცილებელია ადგილზე ეფექტიანი შემოწმებისათვის, პასუხი ვიზიტის განხორციელებამდე უნდა გაეცეს.

9. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, შესწავლის ორგანო დაინტერესებულ პირებს აცნობებს ადგილზე ვიზიტის შედეგებ