დაწყება, შეჩერება
და
შეწყვეტა

1. ფორმალური დასაშვებობის შემდგომ, შესწავლის ორგანო ამოწმებს განცხადების მატერიალურ დასაშვებობას კანონით, წესის მე-5 მუხლითა და ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძვლებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შესწავლის დაწყების ან შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

2. შესწავლის ორგანოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა, რა დროსაც შესაძლებელია, გაგრძელდეს შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული ვადა 15 კალენდარული დღით, კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისთვის, შესწავლის ორგანო შეისწავლის წარდგენილი მტკიცებულებების სიზუსტესა და შესაბამისობას.

4. მტკიცებულება დემპინგური იმპორტისა და ზიანის შესახებ განხილულ უნდა იქნეს თანადროულად, როგორც შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე შემდგომ, შესწავლის  პროცესში.

5. შესწავლისთვის საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულებები უნდა შეესაბამებოდეს შესწავლის დაწყებამდე არანაკლებ 6-თვიან პერიოდს. ზიანის შესახებ მსჯელობისთვის საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულებები უნდა ვრცელდებოდეს შესწავლის დაწყებამდე, სულ მცირე, 3-წლიან პერიოდზე. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პერიოდებიც, რაც უნდა დასაბუთდეს შესწავლის დაწყების შესახებ შეტყობინებაში.

6. შესწავლის ორგანო ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაწყებაზე უარის შესახებ, თუ:

ა) განცხადება არ არის წარდგენილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) შესწავლის ორგანო დარწმუნდება, რომ წარდგენილი  მტკიცებულებები დემპინგზე, ზიანზე ან მიზეზობრივ კავშირზე არ არის საკმარისი პროცესის შემდგომი გაგრძელებისათვის;

გ) შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ სახეზეა კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სახეზეა იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა ან/და დემპინგის ზღვარი ნაკლებია მინიმალურ დემპინგურ ზღვარზე;

დ) არსებობს შესწავლის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე შესწავლის ობიექტზე და სახეზე არ არის ახლადაღმოჩენილი გარემოება;

ე) არსებობს განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე შესწავლის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.

7. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს წერილობით აცნობებს შესწავლის დაწყებაზე დასაბუთებულ უარს.

8. შესწავლა შეიძლება, შეჩერდეს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე.

9. შესწავლა შეწყდება:

ა) შესწავლის პროცესში განმცხადებლის მიერ განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში;

ბ) თუ შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ განმცხადებელი არაუფლებამოსილი პირი იყო;

გ) შესწავლის ორგანოს მიერ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დადგენისას;

დ) ექსპორტიორის მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების ვადის გასვლით.

10. შესწავლა მიიჩნევა დასრულებულად სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ სათანადო დასკვნის  საქართველოს მთავრობისთვის წარდგენით.

11. შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით.

12. შესწავლის პროცესმა არ უნდა დააბრკოლოს შესწავლის ობიექტის იმპორტის საბაჟო გაფორმების პროცედურები.

13. განმცხადებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს განცხადება შესწავლის დაწყებამდე ან შესწავლის პროცესში. ამ შემთხვევაში, შესწავლის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების ან საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახე