და
კონფიდენციალური
ინფორმაცია

1. შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაცია მისი წარმდგენი დაინტერესებული პირის ნებართვის გარეშე არ უნდა გახმაურდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. კანონის 22-ე მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, შესწავლის ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში პირის მხრიდან არაკონფიდენციალური ვერსიის წარუდგენლობისას, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარდგენა და ამისთვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.

5. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და დამატებით მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.

6. შესწავლის ორგანოს თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გავრცელება ან მისი გამოყენება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოიწვევს შესწავლის ორგანოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება