1. კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შესწავლის ორგანოსათვის წერილობითი განცხადების წარდგენა ხდება:

ა) ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ, რომელიც აწარმოებს შესწავლის ობიექტის მსგავს პროდუქტს;

ბ) ადგილობრივი ინდუსტრიის სახელით მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ნებისმიერი გაერთიანების მიერ.

2. შესწავლის ორგანო განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაწყების ან შესწავლის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.  ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 15 კალენდარული დღით, შესწავლის ორგანოს მიერ განმცხადებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

3. შესწავლის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც შესწავლის ორგანოს მიერ მოწმდება განცხადების მატერიალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე და რისთვისაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი ორი პირობა:

ა) განცხადება მხარდაჭერილია ადგილობრივი ინდუსტრიის იმ ნაწილის მიერ, რომლის წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ არის ნაკლები განცხადების ექსპლიციტურად მხარდამჭერი ან საპირისპირო აზრის მქონე ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის 50 პროცენტზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მხარდამჭერთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტის მოცულობა არ არის ნაკლები მთლიანი ადგილობრივი ინდუსტრიის 25 პროცენტზე.

4. განცხადება უნდა იყოს წარდგენილი ამ წესის დანართ 1-ში მითითებული ფორმით.

5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რელევანტური მტკიცებულებები, რომ არსებობს:

ა) დემპინგური იმპორტი;

ბ) ზიანი; და

გ) მიზეზშედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ზიანს შორის.

6. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც გონივრულად ხელმისაწვდომია განმცხადებლისთვის და ასევე მითითებას წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და განმცხადებლის მიერ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ღირებულებისა და მოცულობის აღწერა.

ამასთან, განცხადების ადგილობრივი ინდუსტრიის სახელით წარდგენის შემთხვევაში, იგი უნდა შეიცავდეს იმ ინდუსტრიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის სახელითაც გაკეთდა განცხადება, მსგავსი პროდუქტის ყველა ცნობილი ადგილობრივი მწარმოებლის ან მათი ასოციაციების ჩამონათვალის საშუალებით და, შეძლებისდაგვარად, ასეთი მწარმოებლების მიერ მსგავსი პროდუქტის ადგილობრივი წარმოების ღირებულებისა და მოცულობის აღწერას;

ბ) სავარაუდო შესწავლის ობიექტის სრული აღწერა, წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის სახელ(ებ)ი, თითოეული ცნობილი ექსპორტიორის ან უცხოელი მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი და სია ყველა იმ ცნობილი პირისა, რომელიც ახორციელებს სავარაუდო შესწავლის ობიექტის იმპორტს;

გ) ინფორმაცია ფასებზე, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი იყიდება წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნ(ებ)ის ადგილობრივ ბაზარზე მოხმარებისთვის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, სადაც შესაბამისია, ფასებზე, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი იყიდება წარმოშობის ან ექსპორტიორი ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში/ქვეყნებში, ან პირობით ფასზე. ასევე ინფორმაცია საექსპორტო ფასის შესახებ, ან, სადაც შესაბამისია, იმ ფასის შესახებ, რომლითაც სავარაუდო შესწავლის ობიექტი პირველად გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) ინფორმაცია სავარაუდო დემპინგური იმპორტის მოცულობის დინამიკაზე, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე ასეთი იმპორტის მხრიდან ზემოქმედების შესახებ და ასეთი იმპორტის ადგილობრივ ინდუსტრიაზე თანმდევი გავლენის შესახებ, გამოხატული შესაბამისი ობიექტური ფაქტორებით;

ე) შესწავლის ობიექტზე ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის რელევანტური ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია.

7. შესწავლის ორგანო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ მუხლითა და დანართით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.

8. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის ფორმალურ მოთხოვნებს, შესწავლის ორგანო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომელთა მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს შესწავლის ორგანო.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადების დასაშვებობის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესწავლის ორგანოს მხრიდან ხარვეზის დადგენისთანავე და განახლდება ხარვეზის გამოსწორების მომენტიდან.

10. თუ განმცხადებელი შესწავლის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს  ხარვეზს, შესწავლის ორგანო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს განცხადება, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

11. განცხადება არ საჯაროვდება. შესწავლის ორგანოს მიერ შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების სრული ტექსტი, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, გადაეცემათ ექსპორტიორებსა და ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობებს, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ პირებს.

12. შესწავლის ორგანო შესწავლის დაწყებამდე შეატყობინებს ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას შესწავლის დაწყების განზრახვის შესახე