და
დაინტერესებულ
პირთა
უფლებები
და
მოვალეობები

1. შესწავლის პროცესის მონაწილეები არიან მხარეები და დაინტერესებული პირები. მხარეებს წარმოადგენენ განმცხადებელი და ექსპორტიორი.

2. განმცხადებელი არის ადგილობრივი ინდუსტრია ან მისი სახელით მოქმედი პირი, რომელიც აკმაყოფილებს წესის მე-5 მუხლის    მე-3 პუნქტის წინაპირობებს და რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივ ინდუსტრიას ადგება ზიანი ან იქმნება მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, რის შესახებაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს შესწავლის ორგანოს.

3. განმცხადებელმა შესწავლის ორგანოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

4. მხარეებს/დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ:

ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის შესწავლის პროცესში;

ბ) შესწავლის ორგანოს წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;

დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება კანონისა და წესის შესაბამისად;

ე)  კანონით         დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ შესწავლის ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა;

ვ) განაცხადონ აცილება შესწავლის ორგანოს თანამშრომლის მიმართ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით;

ზ) მოითხოვონ განხილვის სხდომის გამართვა.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული უფლებებისა, ექსპორტიორს უფლება აქვს, კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ფასთან მიმართებით აიღოს ვალდებულება.

6. მხარე/დაინტერესებული პირი ვალდებულია:

ა) შესწავლის ორგანოს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა შესწავლის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

ბ) ხელი არ შეუშალოს შესწავლის ორგანოს უფლებამოსილ პირს/პირებს წესის მე-9 მუხლის მიხედვით ვერიფიკაციის პროცედურის განხორციელების პროცესში;

გ) ითანამშრომლოს შესწავლის ორგანოსთან შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე.

თავი II. შესწავლისპროცედუ