საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2011
საქმის ნომერი
2კ-392აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹392აპ-11 27 ივლისი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განაჩენით ე. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. მ-ს 2009 წლის აპრილის ეპიზოდი) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა თავის კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული, სისხლის სამართლის ¹... საქმეზე გამოძიების მიერ ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,ფორდ-ტრანზიტი’’, სახ.¹..., რომელიც ინახება ... რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში; სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ხ-ს ეპიზოდი) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 7 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. მ-ს 2010 წლის ივლისის ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. მ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 151-ე მუხლით (დაზარალებულ მ. ხ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 151-ე მუხლით (დაზარალებულ გ. ბ-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 და მესამე ნაწილების შესაბამისად, შეიკრიბა ე. მ-ს მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ე. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 სექტემბრიდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას თავის კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული, სისხლის სამართლის ¹... საქმეზე გამოძიების მიერ ამოღებული და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომანქანა ,,ფორდ-ტრანზიტი”, სახ.¹..., რომელიც ინახება ... რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 38-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.