განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100117001896355
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001896355

საქმე №-ბ/454-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის და მარინე თათარიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა-–--–-------ას, თ-----------ის და ი-–----------ს

მსჯავრდებულ: ლ---------–-------–---–ის

ადვოკატების: დ-----------------–---–ის და გ----------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატების დ-----------------–---–ის და გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ---------–-------–---–ის მიმართ. ლ--------------ს ძე გ---–-------–---–ი დაბადებულია 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---------–-------–---–მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ლ---------–-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---------–-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას-5-fluoro-ADB-ს. 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ.თბილისში, ნ--–-------------------------–------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერთან ლ---------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,24 გრამი მცენარეული მასა, რაც შეიცავს კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას-5-fluoro-ADB-ს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:

 

ლ---------–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ლ---------–-------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ლ---------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 11 მარტიდან 2017 წლის 15 მარტამდე, ხოლო სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის ინტერსების დაცველმა ადვოკატებმა დ-----------------–---–მა და გ----------------ემ.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ---------–-------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებული განაჩენის დადგენა, რადგან მითითებულ განაჩენს აპელანტი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. აყალიბებს არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ განსახილველი საქმის წარმოებისას დაირღვა მსჯავრდებულის დაცვის უფლება, რიგ შემთხვევებში ლ---------–-------–---–ის ინტერესების დამცველებმა იმოქმედეს მსჯავრდებულის ინტერესების საზიანოდ, ხოლო რიგ შემთხვევაში კი იგი დატოვეს რეალური დაცვის გარეშე. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი რეალურად ეფუძნება მხოლოდ პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებას, რომელიც ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის და მოწმე ზ-------------ის ჩვენებებს, რის გამოც მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყარად დადასტურდებოდა ლ---------–-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ----------------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ვ-–------------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 11 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ნ--–-----ის მესამე მიკრორაიონის პ------–---ორპუსის მიმდებარედ, სკვერთან უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული ლ---------–-------–---–ი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ და ასევე თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ხელმძღვანელის სახელზე დაწერა შებამისი პატაკი და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ----------------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ზ---- დ--–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 11 მარტს თანამშრომლის ვ-–-------- ო-------ს მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ნ--–-----ის მესამე მიკრორაიონის პ------–--ვარტალში უნდა ყოფილიყო მოქალაქე ლ---------–-------–---–ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ასევე უნდა ყოფილიყო ზემოქმედების ქვეშ. ინფორმაციის მიღების შემდეგ ზ---- დ--–---–---–ი მ-----------------–---–თან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ლ---------–-------–---–ი. მას მანამდეც იცნობდა და შესაბამის ბაზაშიც ჰყავდათ გადამოწმებული. გ---–-------–---–ი იმყოფებოდა მარტო, სხვა პირი არ ახლდა თან, სკვერში იყო ხალხი. წარუდგინეს მოწმობები, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მისცეს წინადადება, წარედგინა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც ლ---------–-------–---–მა უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ დ--–---–---–მა და ა---------–---–მა ლ---------–-------–---–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც დ--–---–---–ის მიერ ქურთუკის და შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ნივთიერებები, რომელიც ბადებდა ეჭვს, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთიერებები დალუქეს, დააკავეს გ---–-------–---–ი და წარადგინეს დ--------------------ის მეოთხე განყოფილებაში. ჩხრეკის დადგენილება გააცნეს ლ---------–-------–---–ს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა ორ ფუთად, ლ---------–-------–---–მა არც ლუქზე მოაწერა ხელი. დაკავების ოქმი შედგა განყოფილებაში, გ---–-------–---–მა არც დაკავების ოქმზე მოაწერა ხელი. ლ---------–-------–---–ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების დროს გ---–-------–---–ს მკლავზე ჰქონდა ძველი ნაიარევი, სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოხდა ასევე მტკიცებულებების გაცვლა. მოწმე ზ---- დ--–---–---–მა დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავების ადგილზე ვიდეოკამერები არ შეუნიშნავს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ლ---------–-------–---–ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----------------–---–მა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ლ---------–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული ნივთიერება იყო მყარი, ხოლო შარვლის ჯიბიდან ამოღებული - ფხვიერი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ----------------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ზუ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 11 მარტს თანამშრომლის ვ-–-------- ო-------ს მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ--–-----ის მესამე მიკრორაიონის პ------–---ვარტალის პ------–--ორპუსთან უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული ლ---------–-------–---–ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ასევე უნდა ყოფილიყო ზემოქმედების ქვეშ. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1--–- ნაწილით, დაკითხული იქნა პატაკის ავტორი ვ-–------------------. შემდეგ შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი ო-------ს და დ--–---–---–ის შემადგენლობით. პოლიციის განყოფილებაში დაბრუნდნენ დაკავებულ გ---–-------–---–თან ერთად და თან მიიტანეს ნივთმტკიცება დალუქული ორ პაკეტად. ზუ-----------–---–ის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები, ლ---------–-------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება. დანიშნული იქნა ქიმიური ექსპერტიზა და ჩატარდა ლ. გ---–-------–---–ის ნარკოლოგიური შემოწმება. ქიმიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამოღებული ნივთიერებებიდან ერთ-ერთი იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ბიო. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის შენობაში. გ---–-------–---–მა ხელი არ მოაწერა არც ჩხრეკის და დაკავების ოქმებს, ასევე არც გამოკითხვის ოქმს, ბრალს და მტკიცებულებათა გადაცემის ოქმს, განმარტა, რომ ამოღებული ნივთიერებები არ ეკუთვნობა მას და თავს არ ცნობდა დამნაშავედ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზ-------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 7 საათზე ლ---------–-------–---–ს სთხოვა, გაჰყოლოდა ნ--–-----ის ქუჩაზე, რადგან თან თბილისს კარგად არ იცნობს. საქმის დასრულების შემდეგ გზაში ლ----მა უთხრა, რომ მუქი ფერის ,,მერსედესის“ მარკის კუპე მიჰყვებოდათ უკან, მათ არ მიაქციეს ყურადღება, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. გაჩერდნენ შუქნიშანთან, სადაც ხელმარჯვნივ არის სკვერი, სკვერის შემდეგ - მშენებლობები, მარცხნივ კი - მაღალი კორპუსები. შუქნიშანთან გაჩერდა ასევე ავტომანქანა, გადმოვიდნენ უცხო პირები, ძირს დაყარეს ლ----ი და ზ-----ი და უთხრეს, რომ ეჩვენებინათ, თუ სად ჰქონდათ ნარკოტიკი ბიო. უპასუხეს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. გაჩხრიკეს ორჯერ. ჩხრეკისას ლ----ი და ზ-----ი ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით ეყარენ მიწაზე. ჩხრეკის დროს უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ზ-----ს არ დაუნახავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ლ----ისთვის. უფლებები მათთვის არავის განუმარტავს და ხელიც არაფერზე მოუწერიათ. მალე მათთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, როგორც შემდეგ გაიგო - ვ--–-----ა, რომელიც იყო საშუალო სიმაღლის, ჩამჯდარი, 40-45 წლის ასაკის. ვ--–-----ამ აჩვენა პოლიეთილენის პარკი, უთხრა, რომ მასში იყო ,,გაშიში“ და ეკუთვნოდა ლ----ს. აღნიშნული უარყვეს ლ----მა და ზ-----მა. ლ----ი ჩასვევს მანქანაში, ხოლო ზ-----ი კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს, იქვე სკვერში შეიყვანეს. ბ--ა ლ--–---–---–ი ტელეფონებზე რეკავდა, ზ-----ს ნაწილობრივ ესმობა საუბარი. ვიღაცას ეკითხებოდა, თუ რა გაეკეთებინა, დაეჭირათ თუ არა. შემდეგ ზ-----ს უთხრეს, რომ წასულიყო, ხოლო ლ----ი წაიყვანეს. ზ-----მა ჰკითხა, თუ სად მიჰყავდათ ლ----ი, რაზეც უპასუხეს, რომ სამმართველოში. ზ-----მა აღნიშნულის შესახებ გააგებინა ლ----ის ოჯახს, პოლიციის სამმართველოში ზ-----მა გაიგო, რომ თითქოსდა ლ----ს ჰქონდა ნარკოტიკი ბიო. მათ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ. რომ ჰქონოდათ, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გადაგდების საშუალებაც არ ექნებოდათ. შემთხვევის ადგილზე იყო სულ სამი პირი ერთი ავტომანქანით. მათი თანდასწრებით არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ და არც არაფერი დაულუქავთ. გამვლელები არავინ დაუნახავს, ვიდეო კამერები გადაამოწმა, ისინი არის შუქნიშანთან. ბრალდების მხარის შეკითხვებზე ზ-------------ემ განმარტა, რომ ლ----თან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, ბავშობის მეგობარია და ლ----ს მისი შვილი ჰყავს მონათლული. მოწმის განმარტებით ჩხრეკა მიმდინარეობდა დაახლოებით 15 წუთი, პარალელურ რეჟიმში ჩხრეკდნენ ლ----ს და ზ-----ს. პირველი ჩხრეკის დროს ზ-----ს ერთი ედგა თავზე და ჩხრეკდა, ხოლო ლ----ს - ორი. შემდეგ შეენაცვლნენ და ორი ზ-----ს ჩხრეკდა და ერთი ლ----ს. ჩხრეკის დროს ლ----ის ჩხრეკას უწყვეტად აკვირდებოდა, პირდაპირ უყურებდნენ ერთმანეთს. ხელებს უყოფდნენ ჯიბეში და ისე ჩხრეკდნენ, ჩხრეკის დროს ძირს იწვნენ. სიგარეტის პარკში, რაც პოლიციამ ანახა, არც ,,ბიო“ იდო და არც ,,გაშიში“. ზ-----მა იცის ,,გაშიში“ და ,,ბიო“ როგორ გამოიყურება და მათ შორის რა განსხვავებაა. პარკი იყო ცარიელი, ტალახიანი. მან ჩვენება მისცა ადვოკატებს და აღარ ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოძიებისთვის მიემართა.

 

უბნის უფროსი გამომძიებლის ვ-–-------- ო-------ს მიერ 2017 წლის 11 მარტს შედგენილი პატაკით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ნ--–-----ის მე-3 მ/რ-ნი, 1--–- კვარტალი, კორპუსი №--ის მიმდებარედ არსებულ სკვერთან იმყოფება 1--- წელს დაბადებული ლ---------–-------–---–ი, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება.

 

ლ---------–-------–---–ის 2017 წლის 11 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, ნ--–-----ის 1--–- კვარტალი №- კორპუსის მიმდებარე სკვერთან ლ---------–-------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ლ---------–-------–---–ის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის პარკში შეხვეული მოშავო ფერის პლასტირისებრი მასა, ხოლო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის ჩამკეტიან პარკში მოთავსებული მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებრი ნივთიერება. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა ცალ-ცალკე სულ ორ ფუთად 27/11/6 ლუქით. ჩხრეკის ოქმს თან ერთვის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ლ.გ---–-------–---–ი გაეცნო ჩხრეკის ოქმს, ასევე მას გადაეცა ჩხრეკის ოქმის ასლი, ხელის მოწერაზე კი უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზით.

 

ბრალდებულ ლ---------–-------–---–ის დაკავების ოქმის მიხედვით 2017 წლის 11 მარტს, 19:40 საათზე, თბილისში, ნ--–-----ის მე-3 მ/რ-ნი, 1--–- კვარტალი, №---–- კორპუსის მიმდებარე სკვერთან დაკავებული იქნა ბრალდებული პირი - ლ---------–-------–---–ი. ოქმს თან ერთვის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც იგი გაეცნო ჩხრეკის ოქმს, გადაეცა ჩხრეკის ოქმის ასლი, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

2017 წლის 12 მარტს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №5-------------- დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის პლასტიკური ნივთიერება, წონით - 0,0755 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს 0,011 გრამის ოდენობით. კანაფის ფისი წარმოადგენს ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარისგან კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას და 2. ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული და თვით შესაფუთ პაკეტში ჩაყრილი მოყავისფრო ფერის გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, საერთო წონით 0,24 გრამი, შეიცავს ნივთიერება 5-fluoro-ADB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მსჯავრდებულმა ლ---------–-------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 11 მარტს მეგობართან ზ-------------ესთან ერთად მიდიოდა ნ--–-----ის პლატოს პ------–---ვარტლის ტერიტორიაზე, შენიშნა, რომ ფეხდაფეხ მიჰყვებოდათ მანქანა. უცნობები გადმოხტნენ მანქანიდან, ლ----ი და მისი მეგობარი დაყარეს ძირს, ლ----ი მიხვდა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ლ----ი პოლიციის შენობასთან ახლოს ცხოვრობს და იცნობდა პოლიციელებს სახეზე. შეჩერების მომენტში პოლიციელებს ლ----ისთვის არ განუმარტავთ უფლებები და არც თავი წარუდგენიათ. დაიწყეს ჩხრეკა, გაჩხრიკეს დეტალურად ორივე, შემდეგ ააყენეს ფეხზე და ეკითხებოდნენ, თუ სად ჰქონდათ ფაქტი. შემდეგ ზ-----ი გაიყვანეს გვერდზე და ლ----ი კიდევ გაჩხრიკეს. შემდეგ ლ----ი ჩასვეს ავტომანქანაში, ხოლო მისი მეგობარი გაუშვეს. ლ----მა ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. ბ--ა ლ--–---–---–მა უპასუხა: ,,უეჭველზე ვარ მოსული, ,,გაშიში“ გაქვს და თუ მიღიარებ, ერთი ღამე კაპეზეში მოგათავსებ და შემდეგ გაგიშვებო“. შემდეგ მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ლ----მა უთხრა, რომ რაც არ ჰქონია, იმაზე ხელს ვერ მოუწერდა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების მერე შეიტყო, რომ თურმე ,,ბიოც“ ჰქონია. ყველაფრის თავი იყო ბ--ა ლ--–---–---–ი, რომელიც ამ საქმეში არ ფიგურირებს და ის უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. შემთხვევის ადგილზე იყვნენ ლ--–---–---–ი, დ--–---–---–ი და ვ--–-----ა. ვ--–-----ამ ძირიდან აიღო სიგარეტის პარკი და აჩვენეს მას, რომ ეს იყო ,,გაშიში“. ადგილზე არანაირი ოქმი და დოკუმენტი პოლიციელებს არ შეუდგენიათ. სამმართველოში მიყვანიისას ბ--ას კაბინეტში მიუტანეს ოქმები. ბ--ა სთხოვდა ხელის მოწერას, რომ აღიარება მოეპოვებინათ. რასაც გამოძიება ედავება, თვალით არ აქვს ნანახი. პროცესზე ნახა თითქოსდა ამოღებული ნივთიერებების ფოტო, თუ ადვოკატმა ანახა, არ ახსოვს. მათი შეჩერება და ჩხრეკა გაგრძელდა 10-20 წუთამდე.

 

მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე, პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაირღვა დაცვის უფლება, რაც მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ ლ---------–-------–---–ის ინტერესების საზიანო მოქმედებაში გამოიხატებოდა (რაშიც აპელანტი მოიაზრებს ექსპერტიზის დასკვნის უდავო მტკიცებულებად ცნობას), ხოლო რიგ შემთხვევებში კი ბრალდებული დატოვებული იქნა რეალური დაცვის გარეშე (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თავის დროზე არ მოიპოვეს მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები).

 

აღნიშნულთან არგუმენტებთან (დაცვის უფლების უზრუვნელყოფის კუთხით) მიმართებით მნიშვნელოვანია, გათალისწინებულ იქნას ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციით (მათ შორის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით) დადგენილი და საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არსებული რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ/აწესებენ სტანდარტებს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ასევე გამართლებულის) დაცვის უფლება ეფექტურად იქნას რეალიზებული. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში მოცემულია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ა) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები; დ) დაიკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში და ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე“.

 

საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოება მისი ისეთი ელემენტების ჩათვლით, რომლებიც პროცესუალურ მხარეს უკავშირდება, უნდა იყოს შეჯიბრებითი და დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანასწორობას უნდა უზრუნველყოფდეს. მხარეთა თანასწორობის პრინციპი საქმის სამართლიანი განხილვის განუყოფელი მახასიათებელია, რომლითაც თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი საქმე იმ პირობებში, რაც მას არ აყენებს მნიშვნელოვნად არასახარბიელო მდგომარეობაში ოპონენტის წინაშე (Foucher v. France*, § 34; Bulut v. Austria*, §47; Bobek v. Poland, § 56; Klimentyev v. Russia, § 95). მხარეთა თანასწორობა მოითხოვს, რომ მხარეებს შორის სამართლიანი ბალანსი იყოს დაცული და ეს მოთხოვნა თანაბრად ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართალწარმოებაზე. ამასთან, შეჯიბრებითი განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის საქმეთა განხილვის პროცესში მონაწილე მხარეებს აქვთ საშუალება, გაეცნონ და საკუთარი მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, დასკვნასთან ან განცხადებასთან დაკავშირებით ან/და წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 6 § 1 ასევე მოითხოვს, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გაუმჟღავნოს მის ხელთ არსებული ბრალდებულის მამხილებელი თუ გამამართლებელი ნებისმიერი მტკიცებულება (Rowe and Davis v. the United Kingdom [GC], § 60).

 

რაც შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიებს, პალატა განმარტავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც მხარეებს (და არა სასამართლოს/მოსამართლეს, რადაგან ის სისხლის სამართლის წარმოებისას არ წარმოადგენს მხარეს) უფლება აქვთ, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით დააყენონ შუალმდგომლობა, მოიპოვონ, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით (რომელიც თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის შემადგენელი კომპონენტია) მნიშვნელოვანია საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია, სადაც მითითებულია, რომ ,,სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის ვალდებულებას წარმოდგენს სისხლის მასრთლის საქმესთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებების შეგროვება, საქართველოს სსსკ-ის 39-ე თანახმად: 1) ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს და 2) თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით“. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლოში სწორედ მხოლოდ მხარეებმა უნდა მოიპოვონ და წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, რა დროსაც განსაკუთრებით ყურადსაღებია კანონმდებლის მიერ გამოხატული იმპერატიული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება განხორციელებული უნდა იქნას კანონის მოთხოვნების (პროცესუალურ/სამართლებრივი ფაქტორების) დაცვით, რასაც განამტკიცებს ასევე საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის 1--–- ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ,,არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“.

 

მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებული იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულების დასაშვებობა უპირველესად ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საგანია და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო, თავის მხრივ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთლიანი პროცესი (იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული მტკიცებულება), იყო სამართლიანი (იხ. მრავალ სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ვან მაკელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands), 23 აპრილი 1997, § 50; სეკეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sequeira v. Portugal) (განჩინება), № 73557/01, ECHR 2003-VI, შანონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ Shannon v. the United Kingdom (განჩინება), № 67537/01, ECHR 2004-IV)“.

 

ზემოაღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ მტკიცებულების მოპვებაში და წარმოდგენაში სასამართლო მონაწილეობას არ იღებს და ის მთლიანად დამოკიდებულია მხარეებზე, მაგრამ სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე. მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნულის შემდეგ პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს (მათ შორის გამართლებულს) და ადვოკატს შორის ურთიერთობის წარმოშობის, პროცესუალური უფლება-მოვალეობების და დაცვის მხარის ინტერესების გატარების მიერ კანონმდებლობით რეგულირებულ საკითხებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 38-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის, ხოლო თუ ის უქონელია - უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. გარდა ამისა, მას შეუძლია, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი, მაგრამ კანონმდებელი აწესებს გარკვეულ გამოკალისებს, როდესაც ბრალდებულს უფლება არა აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, კერძოდ მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.

 

ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სსსკ-ის 41-ე მუხლი, სადა მითითებულია, რომ ,,ადვოკატს ირჩევს და აიყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, – მისი ახლო ნათესავი ან სხვა პირი. გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს უფლება არა აქვთ, რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს. ბრალდებული (მისი ახლო ნათესავი, სხვა პირი) და ადვოკატი თავიანთ ურთიერთობებს აწესრიგებენ შეთანხმების საფუძველზე“, ხოლო ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამავე კოდექსი 44-ე მუხლის 1--–- ნაწილში მოცემული ნორმა: ,,იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას“.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტება ცხადყოფს, რომ გარდა სავალდებულო დაცვის შემთხვევებისა, ადვოკატის აყვანა ხორციელდება დასაცავი პირის ნების გათვალისწინებით და მათ შორის არსებული ურთიერთობები წესრიგდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამასთან, კანონი ადვოკატს ავალდებულებს დაცვის ყველა კანონიერი საშუალების და ხერხის გამოყენებას იმისთვის, რათა მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამართლება ან პასუხისმგებლობის შემსუბუქება. ადვოკატს არ აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მითითებების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია და მათი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით.

 

აღნიშნული გარემოებების გაანალიზების შემდეგ მნიშვნელოვანია დადგინდეს, განსახილველ საქმეზე შეიზღუდა თუ არა დაცვის უფლება, რაც წარმოადგენს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ერთ-ერთ უმთავრეს გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას საფუძვლად დაედო გამომძიებელ ვ-–-------- ო-------ს პატაკი, რომელიც ეუძნებოდა ოპერატიულ ინფორმაციას, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ჩატარებული იქნა ლ---------–-------–---–ის პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ - 2017 წლის 11 მარტს მოხდა ლ---------–-------–---–ის დაკავება, რა დროსაც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ლ---------–-------–---–ის ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით განემარტა: ა) ადვოკატის ყოლის უფლება; ბ) დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება; გ) უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული და რომ ყველაფერი, რასაც იტყვის, შესაძლებელია, მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლოში. მასვე განემარტა ბრალდებულის უფლებები, გათალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლით. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ლ---------–-------–---–ი გაეცნო დაკავების ოქმს, მასვე გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 2017 წლის 12 მარტით დათარიღებული სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორდერით დგინდება, რომ ადვოკატ მ-----------ს დაევალა, დაიცვას ლ---------–-------–---–ი ინტერესები დიდუბის რაიონულ სამმართვრელოსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 13 მარტს ადვოკატის მონაწილეობით ლ---------–-------–---–ს წარედგინა ბრალდება, რა დროსაც მას კვლავ განემარტა ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები (რაც ასახულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში), მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების, ადვოკატის ყოლის, დუმილის უფლების გამოყენების და ა.შ.

 

ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის შესახებ დგინდება, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად ბრალდებულის ინტერესების დამცველ დავოკატს 2017 წლის 13 და 14 მარტს გადეცა აღნიშნული დროისთვის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაცია (საქმის მასალები), რის შემდეგაც ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გამოტანილი განჩინებით ლ---------–-------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა გორაო პატიმრობის უზრუნველყოფით. 2017 წლის 15 მარტის მიმართვის წერილით დგინდება, რომ ბრალდებულის მიერ გადახდილ იქნა გირაოს თანხა და იგი დაუყოვნებლი გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო 2017 წლის 24 აპრილის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის შესახებ დგინდება, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატებს (ამჯერად უკვე მ-----------ს და ი--------–---------ს) კვლავ გადაეცათ სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად. დგინდება ისიც, რომ წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2017 წლის 3 მაისს, რა დროსაც ბრალდებულის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები მ----------- და ი--------–----------.

 

მოცემულ გარემოებათა ურთიერთშეჯერება და შეფასება ცხადყოფს, რომ ლ---------–-------–---–ს დაკავების დროიდან რამდენჯერმე განემარტა მისი უფლებები, ხოლო დაკავებიდან უახლოეს პერიოდში - 2 დღეში მისი ინტერესების დასაცავად აყვანილი იქნა ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), რის შემდეგაც დაცვის მხარეს გადაეცა საქმეში არსებული მტკიცებულებები. დგინდება ისიც, რომ დაკავებიდან 3 დღის შემდეგ ლ---------–-------–---–ი გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან. აღნიშნული გარემოებრების შეფასება ცხადყოფს, რომ დაცვის მხარისთვის ადრეულ ეტაპზევე კარგად იყო ცნობილი, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახდენდა ბრალდების მხარე დანაშაული დადასტურებას. ადვოკატებს, ასევე თავად ბრალდებულსაც გააჩნდა შესაძლებლობა, განესაზღვრათ თავიანთი სტრატეგია/გეგმა კონრეტული მტკიცებულებების მოპოვების კუთხით, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიემართათ სასამართლოსთვის (რაც მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება) და ა.შ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადიან სისხლის სამართლის საქმის განხივის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რომელიც შესაძლებელია, გამოხატული ყოფილიყო მტკიცებულებების გადაუცემლობაში, ადვოკატის აყვანის უფლების შეზღუდვაში (გარკვეულ ეტაპებზე მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა 2 ადვოკატი), მტკიცებულებების მოპოვება/წარმოდგენაში ხელი შეშლაში, სასამართლო მიერ საქმის განხივისას მხარეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში და ა.შ., პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს (მათ შორის თავად მსჯავრდებულს) გააჩნდა შესაძლებლობა, თავისი არგუმენტების გასამყარებლად მოეპოვებინა გარკვეული სახის მტკიცებულებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულს მისი უდანაშაულობის ან ბრალდების შემამსუბუქებელი მტკიცებულებების (ასეთი არსებობის შემთხვევაში) მოპოვების სურვილის შემთხვევში შეეძლო, ემოქმედა მარტო, ასევე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დახმარებით, რომელთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციებს ეთანხმებოდა თავად ბრალდებული (რაც დადასტურებული შესაბამისი სხდომის ოქმებით). მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ თუ რომელიმე მხარე არ ახდენ მისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას, მათ შორის თუ დაცვის მხარე არ ახდენს მტკიცებულებების მოპოვებას (რისთვისაც მან უნდა გაითვალისწონოს კანონმდებლობით დადგენილი მატერიალურ/სამართლებრივი პოცედურები) მისი სტრატეგიის/გეგმის, თუ სხვა გარემოებ(ებ)ის გამო, აღნიშნული არ უნდა შეფასდეს დაცვის უფლების შემზღუდველ გარემოებად.

 

რაც შეეხება აპელანტის არგუმენტებს, რომ დაცვის მხარის უფლების შეზღუდვად უნდა შეფასდეს სასამართლო ქიმური ექსპერტიზის N5------------- დასკვნის უდავო მტკიცებულებად ცნობა, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი ადგენს პრეიუდიციული - გამოკვლევის გარეშე მტკიცებულების ჩამონავალს. მუხლის 1--–- ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტში მითითებულია, რომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამ შემთხვევაში დგინდება, რომ სასამართლო ქიმური ექსპერტიზის N5------------- დასკვნა მხარების მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად, ხოლო აღნიშნული მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის საკითხს დაეთანხმა თავად მსჯავრდებულიც, რაც წარმოადგენს მის უფლებას. შესაბამისად, გაუგებარია აპელანტის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით შეიზღუდა დაცვის უფლება, რადგან აღნიშნული პროცესუალურ/სამართლებრივი შედეგი წარმოადგენს თავად დაცვის მხარის (მათ შორის მსჯავრდებულის და მისი ინტერესების გამტარებელი ადვოკატების) მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოვლენილი ნების შედეგს. გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მტკიცებულების უდავოდ ცნობა არ ეწინააღმდეგება ლ---------–-------–---–ის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას თავის დამნაშავედ არ ცნობის შესახებ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ განსახილვევლ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, რადგან აღნიშნული დაუსაბუთებელია და არ გამომდინარებოს საქმეში არსებული მტკიცებულებების შედეგად უყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. დაუსაბუთებელია მსჯავრდებულის განმარტება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომელშიც მიუთითა, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე ადვოკატები აიმედებდნენ, რომ მოიპოვებდნენ მის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, მათ შორის ამოიღებდნენ დაკავების ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს, თუმცა თავიანთი უმოქმედობით დაკარგეს დრო, რამაც შემდეგში შეუძლებელი გახადა დაცვის მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოში წარდგენა.

 

დაცვის მხარის პოზიციით, მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაედო მსჯავრი ლ---------–-------–---–ს, არიან დაინტერესებულები პირები. პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა. მისი ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს (განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მხარის მიერ წარდგენილ ვრცელ სამართლებრივ არგუმენტაციას), ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა სააპელაციო საჩივარში მოწმეთა პირადი დაინტერესების ხასიათთან დაკავშირებით გაცხადებული არგუმენტების მიმოხილვა, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების ურთიერთშეჯერება, განისაზღვრა ჩვენებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკნონო შეძენასა და შენახვასთან დაკავშირებით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით სასამართლოს აწვდიან კონკრეტული/კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრალდების მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებში არსებულ ინფორმაციასთან, რომლებიც ურთიერთშეთანხმებულობის და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი თითოეული ნიშნის არსებობას. შესაბამისად, ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ლ---------–-------–---–ის და მოწმე ზ-------------ის ჩვენებებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან მიმართებით. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ზ-------------ე არის მსჯავრდებულის ბავშვობის მეგობარი, ასევე მსჯავრდებული არის მოწმის შვილის ნათლია, რაც ნათალად მიუთითებს, რომ ზ-------------ე, ისივე, როგორც თავად მსჯავრდებული დაინტერესებულია საქმის შედეგით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებულ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლება მას ჩხრეკა ჩაუტარეს 2 ჯერ, ხოლო სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ლ---------–-------–---–მა თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იგი გაჩხრიკეს 3 ჯერ და მეტჯერ (იხ. 2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი, 14:36:05 საათი). ამასთან, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით ეწინააღმდეგება ზ-------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული პირების მიერ გაცხადებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით აშკარაა, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს.

 

სააპელაციო სასამაერთლოში საქმის განხილვისას არ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, რომლებზე მითითებითაც დაცვა ცდილობდა, დაედასტურებინა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც დაფიქსირებულია ლ---------–-------–---–ის ჩვენებაში (დაკავების ადგილზე ბ--ა ლ--–---–---–ის ყოფნა, მისი სატელეფონო კომუნიკაციები, რომლითაც იღებდა მითითებებს, ზ-------------ის ლ---------–-------–---–თან ერთად ყოფნის ფაქტი მის დაკავებამდე და ა. შ). აღნიშნული განჩინების გამოტანისას პალატამ გაითვალისიწინა, რომ სახეზე არ იყო ახალი მტკიცებულებების საქმეზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა - მათი წარმოდგენისა და გამოკვლევის შეუძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში (საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი).

 

მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ლ---------–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ---------–-------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას და შენახვას.

 

პალატა განმარტავს, რომ ლ---------–-------–---–ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის ინტერსების დაცველი ადვოკატების დ-----------------–---–ის და გ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ლ---------–-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ლ---------–-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ---------–-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

ლ---------–-------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;

 

ლ---------–-------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 11 მარტიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

 

ლ---------–-------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ნივთმტკიცება:

 

ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებე - ,,5-fluoro-ADB“, რომელიც ინახება შსს დ--------------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე