განჩინება

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
330802218002653290
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002653290

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N27I-18 თბილისი

ი---ი შ----------ნ, 27I-18 17 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - მ------ ბ----–-–---–ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ----------ნ ი---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. ი---ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო შ. ი---ის ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2017 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით შ. ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი.

2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო შ. ი---ის ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობა და დანართი მასალა.

2018 წლის 31 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. ი---ი.

2018 წლის 2 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შ. ი---ის შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო შ. ი---ის ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი მიღებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს.

2018 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ი---ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 30 ივლისამდე.

2018 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ი---ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 30 ოქტომბრამდე.

ამჟამად შ. ი---ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2. შ. ი---ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თ--------ის რესპუბლიკაში:

1993 წლის 20 ოქტომბერს ჯ-----ის რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, შ. ი---ის ბრალი დაედო თ--------ის რესპუბლიკის N--- სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ინტიმური თავდასხმა) და 497-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძარცვა, ჩადენილი ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

2004 წლის 14 თებერვალს თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონულმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გასცა შ. ი---ის დაპატიმრების ბრძანება.

2009 წლის 6 მარტს თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „d“ ქვეპუნქტით (ინტიმური თავდასხმა, ჩადენილი სხეულში ორგანოს ან სხვა ობიექტის მოთავსებით, იარაღის გამოყენებით, ორზე მეტი პირის მონაწილეობით) და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი, 148-ე მუხლის პირველი და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“ და „c“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალის გამოყენებით, ან სიცოცხლის მოსპობის, ფიზიკური დაზიანების ან სქესობრივი ხელშეუხებლობის ხელყოფის მუქარით, ერთზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, იარაღის გამოყენებით (4 ეპიზოდი)) გათვალისწინებულ იმ დანაშულთა ჩადენისათვის, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო 1993 წლის 20 ოქტომბრის საბრალდებო აქტით. ამავე განაჩენით შ. ი---ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მოსახდელი დარჩა 9254 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2009 წლის 20 ოქტომბერს აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2010 წლის 15 თებერვალს ჯ-----ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ი---ი პირობით გათავისუფლდა.

2017 წლის 7 თებერვალს თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვალს მიღებული შ. ი---ის პირობით გათავისუფლების გადაწყვეტილება გაუქმდა და თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განაჩენი მიექცა აღსასრულებლად.

2017 წლის 17 მარტს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო.

2017 წლის 10 აპრილს თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გასცა შ. ი---ის დაკავების ბრძანება.

2016 წლის 10 ივნისს დ----------ის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2016 წლის 14 ნოემბერს აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2017 წლის 9 თებერვალს თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით, გასცა შ. ი---ის დაკავების ბრძანება.

2016 წლის 1 დეკემბერს დ----------ის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით, 143-ე და 35-ე მუხლებით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 16 თებერვალს აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2017 წლის 11 აპრილს თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით, გასცა შ. ი---ის დაკავების ბრძანება.

2016 წლის 15 დეკემბერს დ----------ის საქალაქო მე-8 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. ი---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტითა და 58-ე მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 16 თებერვალს აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2017 წლის 5 აპრილს თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ განაჩენის აღსრულების მიზნით, გასცა შ. ი---ის დაკავების ბრძანება.

2017 წლის 28 აპრილს თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, შ. ი---ის ბრალი დაედო თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის გაქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2017 წლის 27 ივლისს თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლის 10 ივნისის, პირველი და 15 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და შ. ი---ის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 5 ოქტომბერს დ----------ის საქალაქო მე-14 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლომ გამოიტანა შ. ი---ის დაკავების ბრძანება.

2017 წლის 18 ოქტომბერს შ. ი---ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თ--------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, შ. ი---ის მიერ თ--------ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1993 წლის 11 ოქტომბერს ჯ-----ის რაიონში მდებარე „ილანქალეს“ სახელობის ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, ეიუფ ოზელმა - ცეცხლსასროლი იარაღის და შ----------ნ ი---იმ - დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ციხესიმაგრის დასათვალიერებლად მისული პირები: ალისონ რ. განდინი, ვილლიამ ჰაროლფ ბროვნი, შათრავ კერტ ჟოზეფი და თამმთა ჟეამ ო.ნელი წაიყვანეს უკაცრიელ ადგილზე. ე. ოზელმა სცადა თ. ჟ. ო.ნელის გაუპატიურება. მანვე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი ა. რ. განდინისთან. აღნიშნულის შემდეგ, შ. ი---იმ ა. რ. განდინისთან დანის მუქარით, იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. გაუპატიურების შემდეგ ე. ოზელმა და შ. ი---იმ ძალადობითა და მუქარის გამოყენებით ა. რ. განდინის წაართვეს 8 აშშ დოლარი, ვ. ჰ. ბროვნის - სპორტული ფეხსაცმელი, შ. კ. ჟოზეფს - კოდაკის ფირმის ფოტო აპარატი, ხოლო თ. ჟ. ო. ნელის - სამკაულები და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან (2009 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

2014 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 21:54 საათზე, შ. ი---ი „ჯ---–-----------–ის“ სავაჭრო ცენტრში არსებულ „თურქსელის“ მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „სამსუნგის“ ფირმის ორ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა (2016 წლის 10 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

2016 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ფეიასის უბანში, „ჯ---–--ის“ სახელობის სავაჭრო ცენტრში არსებული „დ------ის“ მაღაზიიდან შ. ი---ი შეეცადა, ფარულად დაუფლებოდა 99,9 თურქულ ლირად ღირებულ ქალის ფეხსაცმელს (2016 წლის პირველი დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

2015 წლის 7 აპრილს ქ. დ----------ში, სავაჭრო ცენტრ „N-----“-ში არსებულ მაღაზია „CARREFOUR“-იდან შ. ი---ი ფარულად დაეუფლა „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს „სამსუნგ ნოუთ 2-ს“ და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით შ. ი---იმ დაზარალებულს მიაყენა 1400 თურქული ლირის მატერიალური ზიანი (2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

შ. ი---ი, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მიზნით, მოთავსებული იყო დ----------ის საქალაქო ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში 2017 წლის 9 თებერვალს ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ შ. ი---ი არ იმყოფებოდა დაწესებულებაში და იგი იყო გაქცეული.

4. 2018 წლის პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი შ----------ნ ი---ის თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ:

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „d“ ქვეპუნქტით (ინტიმური თავდასხმა, ჩადენილი სხეულში ორგანოს ან სხვა ობიექტის მოთავსებით, იარაღის გამოყენებით, ორზე მეტი პირის მონაწილეობით) და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი, 148-ე მუხლის პირველი და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“ და „c“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალის გამოყენებით, ან სიცოცხლის მოსპობის, ფიზიკური დაზიანების ან სქესობრივი ხელშეუხებლობის ხელყოფის მუქარით, ერთზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, იარაღის გამოყენებით (4 ეპიზოდი);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის პირველი დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 143-ე და 35-ე მუხლებით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო მე-8 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტითა და 58-ე მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ);

- სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2017 წლის 28 აპრილის საბრალდებო აქტში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის გაქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი შ----------ნ ი---ის თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ:

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ-------- ზ----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას. კასატორის პოზიციით, დაუშვებელია პირის ისეთ სახელმწიფოში ექსტრადიცია, სადაც მისი სიცოცხლე შესაძლოა, დადგეს რეალური რისკის ქვეშ. თ--------ში ადამიანის უფლებების დარღვევის მაჩვენებელი მაღალია. შ----------ნ ი---ი არის ქურთი, რაც მის მიმართ დევნის რისკს ზრდის.

7. საკასაციო სხდომაზე საჩივარს მხარი დაუჭირა შ----------ნ ი---ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ბ----–-–---–მა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი შ----------ნ ი---ი, რომელმაც 2018 წლის 17 ოქტომბერს შედგენილი განცხადების თანახმად, უარი განაცხადა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე და მიუთითა, რომ მის ინტერესებს დაიცავს თავისი ნდობით აღჭურვილი, უფლებების დამცველი პირი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ----------ნ ი---ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 31 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში შ. ი---ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება - ექსტრადიციის შემთხვევაში შ. ი---ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე - არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან. კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ შ. ი---ის საქმესთან კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდა თ--------ში, ახლო პერიოდში მის მიერ დასახელებულ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სიტუაციის ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები თ--------ის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). რაც შეეხება მოსახდელი სასჯელის (36 წლით თავისუფლების აღკვეთა) კავშირს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს დარღვეულად, როდესაც პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, გათავისუფლების პირობის არსებობის გარეშე აქვს შეფარდებული (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰარაკჩიევი და ტოლუმოვი ბულგარეთის წინააღმდეგ,“ (Harakchiev & Tolumov v. Bulgaria), N15018/11, N6119/12, 08/07/2014, §243).

5. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ. ი---ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თ--------ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში შ. ი---ი ისარგებლებს თ--------ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული უფლებებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ--------ის რესპუბლიკა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი შ----------ნ ი---ის ექსტრადიცია თ--------ის რესპუბლიკაში, მის მიმართ:

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ჯ-----ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „d“ ქვეპუნქტით (ინტიმური თავდასხმა, ჩადენილი სხეულში ორგანოს ან სხვა ობიექტის მოთავსებით, იარაღის გამოყენებით, ორზე მეტი პირის მონაწილეობით) და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი, 148-ე მუხლის პირველი და 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „a“ და „c“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალის გამოყენებით, ან სიცოცხლის მოსპობის, ფიზიკური დაზიანების ან სქესობრივი ხელშეუხებლობის ხელყოფის მუქარით, ერთზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, იარაღის გამოყენებით (4 ეპიზოდი);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის პირველი დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 143-ე და 35-ე მუხლებით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ, ღამის საათებში);

- სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო მე-8 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის N---- სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით და 58-ე მუხლებით (ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, საჯარო, ჩაკეტილ ან დაცულ ადგილას განთავსებული ობიექტის მიმართ);

- სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის დ----------ის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2017 წლის 28 აპრილის საბრალდებო აქტში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის გაქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ----------ნ ი---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ზ----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

ოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე