განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №559აპ-18 ქ. თბილისი
ლ--–---–---–ი ვ----–, 559აპ-18 15 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ----– ლ--–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჭ---–---–-ს, მსჯავრდებულ რ----- შ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ------ გ--------ს, ქ------- მ-------–---–--ა და რ-------- ლ--------ს, მსჯავრდებულ ი-----–- ყ---–----ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–-ს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----– ლ--–---–---–ს, რ----- შ-----–---–ს, ი-----–- ყ---–----ა და გ---–- შ---–---–ს ბრალი დაედოთ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ----– ლ--–---–---–ი 2005 წლის 3 იანვარს დაინიშნა და 2012 წლის 12 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა მოხელეს. მან გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და განიზრახა იმდროინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის უკანონო მოპოვება ამ პირთა შემდგომი კომპრომეტირების მიზნით.
ამ მოტივით, 2011 წლის ბოლოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის იმჟამინდელმა მოადგილემ - ვ----– ლ--–---–---–მა დანაშაულებრივი დავალება მისცა ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს - გ--- კ-–------ს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ თანამშრომელს, მოეპოვებინათ გ------- ფ------–---–-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. იმ დროს გ------- ფ------–---–- იყო პოლიტიკური პარტია „ქ--------–----–----ს“ დ-------ს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი.
დანაშაულებრივი დავალების სისრულეში მოსაყვანად გ--- კ-–------მ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ თანამშრომელთან ერთად, პირადი ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით, მათთან თანამშრომლობაზე დაიყოლიეს ა--- მ-----–---–ი, რომელიც იმ პერიოდში იყო სექს-მუშაკი. ა--- მ-----–---–ის მეშვეობით უზრუნველყვეს ამისათვის სპეციალურად დაქირავებულ ბინაში (მდებარე ქ. თ---–--–-, ბ--------ს ქ. 5-, ბ---) გ------- ფ------–---–-ს მიყვანა. ვინაიდან გ--- კ-–-------ა და მისი თანამშრომლისთვის ცნობილი იყო გ------- ფ------–---–-ს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის თაობაზე, ასევე იმისათვის, რომ მოსაპოვებელი კომპრომატი ყოფილიყო გ------- ფ------–---–-ს ღირსების მეტად შემლახავი, ა--- მ-----–---–ს დაავალეს, გ------- ფ------–---–- დაეთანხმებინა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცთან ურთიერთობაზე. ამ მიზნით უზრუნველყვეს ამავე ბინაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცის - ზ------- გ-------–---–-ს მიყვანა.
ვ----– ლ--–---–---–მა აღნიშნული კავშირისთვის დაქირავებული ბინის სპეციალური ტექნიკით აღჭურვა დაავალა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელთა მიერ მიღებული დავალების შესრულება უზრუნველყვეს გ--- კ-–------მ და მისმა თანამშრომელმა.
ვიდეოჩანაწერის მოპოვების შემდეგ, ვ----– ლ--–---–---–ის დავალებით, გ--- კ-–------ და კუდ-ის ოპერატიული თანამშრომელი გარკვეული პერიოდის შემდეგ იმავე ბინაში შეხვდნენ გ------- ფ------–---–ს და უთხრეს, რომ გააჩნდათ მისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და მოსთხოვეს მათთან თანამშრომლობა - ოპოზიციურად განწყობილ პირებზე ინფორმაციის მოპოვება და მათთვის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მათ მიერვე, ვ----– ლ--–---–---–ის დავალებით, უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებით.
ერთიანი განზრახვის ფარგლებში, 2012 წლის 4 მაისს საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ვ----– ლ--–---–---–მა, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსთან, ი-----–- ყ---–----თან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–----ს“ იმ ნომრების ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით უკანონოდ, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე აღჭურვის თაობაზე, სადაც უნდა მომხდარიყო იმჟამად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფის წევრ ე-- ბ----–---ა და ი----- კ--------ს პირადი ცხოვრების ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა.
აღნიშნულის შემდეგ, ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკის დაბრკოლების გარეშე დამონტაჟებისა და სასტუმროს პერსონალის მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ვ----– ლ--–---–---–ი დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მ–----------------ს დანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელსა და დ--–----ს იმჟამინდელ გამგებელს - ვ-–-------- ბ--------ს, ხოლო სასტუმრო კომპლექს „ბ-----–----ს“ ნომრების შესაბამისი ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს.
ვ----– ლ--–---–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებით გაცემული უკანონო დავალების შესრულების შედეგად მოიპოვეს ი----- კ--------სა და ე-- ბ----–--- პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი.
ერთიანი განზრახვის ფარგლებში, 2012 წლის ივნისში შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის – ვ----– ლ--–---–---–ის მითითების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა რ----- შ-----–---–მა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსმა რ----- ზ---–-–---–-ა, მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისა და საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მეშვეობით, ქ. თ---–--–-, ს---–--- ც--–---ს ქუჩა #---ში მდებარე ბინა #---ში (ყოფილი მისამართი: ქ.თ---–--ი, ს----------–--ს ქუჩა #--, ბინა #--) დამონტაჟებული ვიდეო-აუდიომოწყობილობის გამოყენებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოიპოვეს პოლიტიკური კოალიცია ,,ქ--------–----–----ს“ წევრის - მ--- ფ----------ა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის - გ------- ტ--------ს პირადი ცხოვრების (სქესობრივი ურთიერთობის) ამსახველი ვიდეომასალა.
ი-----–- ყ---–--ე 2008 წლის 31 იანვარს დაინიშნა და 2012 წლის 6 ივლისამდე მუშაობდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა მოხელეს. ი-----–- ყ---–--ემ გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და განიზრახა იმდროინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის უკანონო მოპოვება ამ პირთა შემდგომი კომპრომეტირების მიზნით.
2012 წლის 4 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ - დ-------- თ------–---–-ა შეიტყო, რომ მომდევნო დღეს, 2012 წლის 5 მაისს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირები - ი----- (კ----) კ-------ე და ე-- ბ----–-ა ერთი დღით აპირებდნენ გაჩერებას დ--–----ს რაიონში მდებარე სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–---–ი“, რაც აცნობა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს - ი-----–- ყ---–----. იმავე დღეს ი-----–- ყ---–--ემ ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - ვ----– ლ--–---–---–ს, რომელთან შეთანხმებითაც, დ-------- თ------–---–-ა და ი-----–- ყ---–--ემ მიიღეს გადაწყვეტილება სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–----ს“ იმ ნომრების ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით უკანონოდ, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, აღჭურვის თაობაზე, სადაც უნდა მომხდარიყო ე-- ბ----–---ა და ი----- კ--------ს პირადი ცხოვრების ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა.
აღნიშნულის შემდეგ, ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკის დაბრკოლების გარეშე დამონტაჟებისა და სასტუმროს პერსონალის მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ვ----– ლ--–---–---–ი დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მ–----------------ს დანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელსა და დ--–----ს იმჟამინდელ გამგებელს - ვ-–-------- ბ--------ს, ხოლო სასტუმრო კომპლექს „ბ-----–----ს“ ნომრების შესაბამისი ფარული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს.
ი-----–- ყ---–--ემ და დ-------- თ------–---–-ა, თავის მხრივ, სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–---–ი“ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლის დახმარება, სასტუმროს პერსონალთან ურთიერთობა და დაბრკოლებების თავიდან აცილება დაავალეს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსს - ზ------ პ---–--–---–-ა და მის მოადგილეს გ---–- შ---–---–ს.
2012 წლის 5 მაისს ზ------ პ---–--–---–-ა და გ---–- შ---–---–მა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უზრუნველყვეს, რომ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელს სასტუმრო კომპლექსის ის ნომრები აღეჭურვა ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლებშიც უნდა შესულიყვნენ ი----- კ-------ე და ე-- ბ----–-ა. აღჭურვის შედეგად მათ უკანონოდ მოიპოვეს ი----- კ--------სა და ე-- ბ----–--- პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი. ი-----–- ყ---–----ა და დ-------- თ------–---–-ს ორგანიზებით უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შემდგომში ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პირისათვის და საბოლოოდ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რამაც არსებითად შეურაცხყო დაზარალებულთა პირადი ღირსება.
პირადი ცხოვრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით. ამ უფლებაში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი, ლეგიტიმური და ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ი-----–- ყ---–----ა და დ-------- თ------–---–-ს ორგანიზებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებამ გამოიწვია დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.
გ---–- შ---–---–ი 2008 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა და 2012 წლის 10 ივლისამდე მუშაობდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების უფროსის მოადგილედ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა მოხელეს. გ---–- შ---–---–მა გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და განიზრახა იმდროინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის უკანონო მოპოვება ამ პირთა შემდგომი კომპრომეტირების მიზნით.
2012 წლის 5 მაისს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილემ – გ---–- შ---–---–მა, ამავე განყოფილების უფროსთან - ზ------ პ---–--–---–---ნ ერთად, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის -ი-----–- ყ---–----, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის - დ-------- თ------–---–-სა და საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელი მოადგილის - ვ----– ლ--–---–---–ის დავალებით, გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უზრუნველყვეს, რომ შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–----ს“ ის ნომრები აღეჭურვათ ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლებშიც უნდა შესულიყვნენ იმდროინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ე-- ბ----–-ა და ი----- კ-------ე. აღჭურვის შედეგად, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა ძველი თბილისის სამმართველოს და ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონოდ მოიპოვეს ი----- კ--------სა და ე-- ბ----–--- პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერი. გ---–- შ---–---–ის მიერ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შემდგომში ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პირისათვის და საბოლოოდ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რამაც არსებითად შეურაცხყო დაზარალებულთა პირადი ღირსება.
რ----- შ-----–---–- 2008 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა და 2012 წლის 6 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა მოხელეს. რ----- შ-----–---–მა გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და განიზრახა იმდროინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის უკანონო მოპოვება ამ პირთა შემდგომი კომპრომეტირების მიზნით.
2012 წლის ივნისში შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - რ----- შ-----–---–მა ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსთან - რ----- ზ---–-–---–---ნ ერთად, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - ვ----– ლ--–---–---–ის მითითების საფუძველზე, მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისა და საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მეშვეობით, ქ.თ---–--–-, ს---–--- ც--–---ს ქუჩა N---ში მდებარე ბინა N---ში (ყოფილი მისამართი: ქ.თ---–--ი, ს----------–--ს ქუჩა N--, ბინა N--) დამონტაჟებული ვიდეო-აუდიომოწყობილობის გამოყენებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოიპოვეს პოლიტიკური კოალიცია ,,ქ--------–----–----ს“ წევრის - მ--- ფ----------ა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის - გ------- ტ--------ს პირადი ცხოვრების (სქესობრივი ურთიერთობის) ამსახველი ვიდეომასალა. რ----- შ-----–---–-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შემდგომში ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პირისათვის და საბოლოოდ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რამაც არსებითად შეურაცხყო დაზარალებულთა პირადი ღირსება.
პირადი ცხოვრების უფლება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით. ამ უფლებაში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი, ლეგიტიმური და ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. რ----- შ-----–---–-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებამ გამოიწვია დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მნიშვნელოვნად დააზარალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით:
ვ----– ლ--–---–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 8 აპრილიდან.
ი-----–- ყ---–--ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 8 აპრილიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით.
რ----- შ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 8 აპრილიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით.
გ--- კ-–------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
დ-------- თ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
გ---–- შ---–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ---–- შ---–---–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შემდეგი საფუძვლებით:
· საქმეში არსებობს საკმაო მტკიცებულებები გ---–- შ---–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაამართლა გ---–- შ---–---–ი;
· სასამართლომ საერთოდ მხედველობაში არ მიიღო გ---–- შ---–---–ის მიმართ არსებული არაერთი მტკიცებულება რომლებიც გამოკვლეული იქნა საქმის სასამართლო განხილვისას.
მსჯავრდებულ ვ----– ლ--–---–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------ ჭ---–---–- სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ:
· 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომ ვ. ლ--–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული;
· განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, არცერთ ეპიზოდში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ვ. ლ--–---–---–ის მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულება;
· ვ. ლ--–---–---–ის ქმედებას მიეცა არასწორი შეფასება და მისი ქმედება უკანონოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ რ----- შ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ------ გ--------, ქ------- მ-------–---–ი და რ-------- ლ-------- სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ:
· 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რ----- შ-----–---–-ს მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, საქმეში არ არსებობს რ----- შ-----–---–-ს ბრალის დამადასტურებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც განაჩენი აუცილებლად უნდა გაუქმდეს;
· მსჯავრდებულ რ. შ-----–---–-ს ქმედებას მიეცა არასწორი შეფასება და მისი ქმედება უკანონოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებული ი-----–- ყ---–--ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ--–---- ვ--–------–---–- სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მის მაგივრად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ:
· ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ერთი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებაც კი ვერ იქნა წარმოდგენილი ი-----–- ყ---–---- მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად;
· 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს;
· მსჯავრდებულ ი. ყ---–---- ქმედებას მიეცა არასწორი შეფასება და მისი ქმედება უკანონოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ--- კ-–------ს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო დ-------- თ------–---–-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ცალკე გამოიყო სისხლის სამართლის საქმე.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ქმნიდა საკმარის საფუძველს გ---–- შ---–---–ის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისთვის. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის მიხედვით, ბრალის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოებაა სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულება, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა“. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 5 მაისს გ---–- შ---–---–ი იყო შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე, აღნიშნული განყოფილების უფროსი იყო ზ------ პ---–--–---–ი, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი - ი-----–- ყ---–--ე, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე - დ-------- თ------–---–-, ხოლო საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვ----– ლ--–---–---–ი, რომელმაც შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა, რომ სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–----ს“ ნომრები აღეჭურვათ ფარული ვიდეოგადამღები ტექნიკით. გ---–- შ---–---–ისთვის ვ----– ლ--–---–---–ი იყო ხელმძღვანელი პირი, რომლის ბრძანებებსაც ხელქვეითები უსიტყვოდ ასრულებდნენ. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბრძანების შემსრულებელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება, თუ მან შეასრულა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანება ან განკარგულება. ,,წინასწარ შეცნობით“ ნიშნავს იმას, რომ ბრძანების შემსრულებელი განზრახ აზიანებს სამართლებრივ სიკეთეს, ე.ი. მან იცის, რომ გაცემული ბრძანება დანაშაულებრივი ხასიათისაა და მაინც ასრულებს მას. როდესაც ბრძანების შემსრულებელს არ აქვს გაცნობიერებული გაცემული ბრძანების მართლწინააღმდეგობა, იმის მიუხედავად, შეეძლო თუ არა მისი გაცნობიერება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. როცა კომპეტენტური პირი გასცემს ბრძანებას ხელქვეითზე (თუ ეს ბრძანება არაა აშკარად დანაშაულებრივი), ხელქვეითი არ არის ვალდებული, იფიქროს, ხომ არ დააზიანებს ბრძანების შესრულება სამართლებრივ სიკეთეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულება უშუალოდ ვერ მიუთითებს, რომ გ---–- შ---–---–მა, როგორც ვ----– ლ--–---–---–ის დავალების შემსრულებელმა, განზრახ დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. მას არ ევალებოდა, თავად დაინტერესებულიყო ვითარების გარკვევაში და თავისი ხელმძღვანელისთვის მოეთხოვა ღონისძიების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობა დაზარალებულთა საწოლისკენ მიმართეს და გ---–- შ---–---–ს შემთხვევის დღეს ინტენსიური სატელეფონო კავშირები ჰქონდა დანაშაულის ჩამდენ პირებთან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ გარემოებებად. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს და ეჭვს, რომელიც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ---–- შ---–---–ის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული და 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულები - ვ----– ლ--–---–---–ი, რ----- შ-----–---–- და ი-----–- ყ---–--ე ქმედების ჩადენის დროისთვის მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და ყველა მათგანი წარმოადგენდა მოხელეს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მსჯავრდებულთა მონაწილეობით დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია შეიქმნა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე - მოსამართლის ბრძანების ან/და პროკურორის დადგენილების არარსებობის პირობებში, რითაც არსებითად დაირღვა დაზარალებულთა უფლებები და საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მითითებას ვ----– ლ--–---–---–ის, რ----- შ-----–---–-სა და ი-----–- ყ---–---- უდანაშაულობის თაობაზე, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ ერთობლივ მასალას. აღნიშნული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ხსენებული მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ: ვ----– ლ--–---–---–ის ბრალი დასტურდება მოწმეების - რ-------- გ------------ს, დ----- ჯ-----–---–--ა და ა-----– ჩ-------ს პირდაპირი ჩვენებებით, რ----- შ-----–---–-ს, მოწმეების - ბ--- კ-----–---–--ს, რ----- ზ---–-–---–-ს, ზ------ შ-----------ა და ო----- გ---------ს პირდაპირი ჩვენებებით; გარდა ამისა, მოწმეთა პირდაპირი და ირიბი ჩვენებები სრულად შეესაბამება მათსავე ტელეფონის ნომრებზე შემავალ-გამავალი ზარების დეტალურ ნუსხაში ასახულ ინფორმაციას, რაც ადასტურებს, რომ ჩვენებები სარწმუნოა და სასამართლოს ისინი აწვდიან სანდო და რეალურ ინფორმაციას.
დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო მოქმედებების ოქმების, სასტუმროების კომპლექს ,,ბ-----–----დან“ მოპოვებული დოკუმენტაციის, საინფორმაციო ცენტრ ,,1------დან“ მოპოვებული ინფორმაციისა და აუდიოჩანაწერის, მობილური ტელეფონების ნომრების დეტალური ნუსხისა და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ვ----– ლ--–---–---–ი, რ----- შ-----–---–- და ი-----–- ყ---–--ე ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელი უნდა განესაზღვროთ აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია: როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ფუნდამენტური უფლება - ადამიანის პატივი და ღირსება - სჩადის დანაშაულს, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. პირიქით, ასეთ პირებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, ვიდრე -ჩვეულებრივ დამნაშავეებს, რადგან ამ შემთხვევაში სამსჯავროზეა არა მხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ - სახელმწიფოს ვალდებულებაც, აღმოფხვრას დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დამნაშავეებს შეიძლება გააჩნდეთ მარტო იმ ფაქტის გამო, რომ მათ გარკვეული თანამდებობა უკავიათ, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მიმართ სათანადო რწმენისა და პატივისცემის შენარჩუნებას.
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულების - ვ----– ლ--–---–---–ის, რ----- შ-----–---–-სა და ი-----–- ყ---–---- სასჯელები სამართლიანად მიიჩნია და დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას. ამასთან, სასჯელის განსაზღვრის დროს, მხედველობაში მიიღო „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
მსჯავრდებულ ვ----– ლ--–---–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------ ჭ---–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ვ. ლ--–---–---–ის გამართლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
მსჯავრდებულ რ----- შ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ------ გ--------, ქ------- მ-------–---–ი და რ-------- ლ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-----–---–-ს გამართლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
მსჯავრდებული ი-----–- ყ---–--ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ--–---- ვ--–------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. ყ---–---- გამართლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას გ---–- შ---–---–ის ნაწილში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულები - ვ----– ლ--–---–---–ი, ი-----–- ყ---–--ე და რ----- შ-----–---–- არიან უდანაშაულოები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა მათი გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ვ----– ლ--–---–---–მა, ი-----–- ყ---–--ემ და რ----- შ-----–---–მა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ----– ლ--–---–---–ის, რ----- შ-----–---–-სა და ი-----–- ყ---–---- ადვოკატების არგუმენტებს მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე, რომ, თითქოს, სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება არა პირდაპირ და უტყუარ, არამედ - მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს.
12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, კერძოდ: ვ----– ლ--–---–---–ის ბრალი დასტურდება მოწმეების - რ-------- გ------------ს, დ----- ჯ-----–---–--ა და ა-----– ჩ-------ს პირდაპირი ჩვენებებით; რ----- შ-----–---–-ს ბრალი დასტურდება მოწმეების - ბ--- კ-----–---–--ს, რ----- ზ---–-–---–-ს, ზ------ შ-----------ა და ო----- გ---------ს პირდაპირი ჩვენებებით, ხოლო ი-----–- ყ---–---- ბრალი - მოწმეების - ზ------ პ---–--–---–ისა და ი-----–- კ------ს პირდაპირი ჩვენებებით. გარდა ამისა, მოწმეთა პირდაპირი და ირიბი ჩვენებები სრულად შეესაბამება მათსავე ტელეფონის ნომრებზე შემავალ-გამავალი ზრების დეტალურ ნუსხაში ასახულ ინფორმაციას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც, ესენია დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, შპს ,,ჯ------–----ნ“ და ,,საინფორმაციო ცენტრ 1------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი, სასტუმრო კომპლექს ,,ბ-----–----ს“ დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 2016 წლის 25 აგვისტოს #-----------ს წერილი, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები, საქმეში არსებული ბრძანებები და სხვა მტკიცებულებები.
13. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ ზოგად მსჯელობებს მათ მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რადგან საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ასევე, მათი ბრალდების საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულთა საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.
14. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90 , §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia ), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02 , §30, ECtHR, 15.02.2007). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესზე, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
15. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამართლებულ გ---–- შ---–---–ის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ და მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რათა სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული გ---–- შ---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
17. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვისა და ბრალდების მხარეების იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
18. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ----– ლ--–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჭ---–---–-ს, მსჯავრდებულ რ----- შ-----–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ------ გ--------ს, ქ------- მ-------–---–--ა და რ-------- ლ--------ს, მსჯავრდებულ ი-----–- ყ---–----ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–-ს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე