განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2018
საქმის ნომერი
010100218700052607
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700052607

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №58აპ-18 ქ. თბილისი

თ------- კ----, 58აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძის, მსჯავრდებულ კ---- თ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ნ--------ს, მსჯავრდებულ პ----- ქ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ო-----ს, მსჯავრდებულების - გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, ი-----–- ა---–---ს, დ----- ჩ-------სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-- გ----------სა და მ--–---- ვ--–------–---–-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

რ----–-- შ------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად, ჩადენილი დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; წამებაში, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი).

 

ი-----–- ა---–---ს ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი).

 

გ------ ჭ--------ს ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მ---- ქ--------მ, დროის სხვადასხვა პერიოდში მოქმედების მიზნით, მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების - კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს, ასევე შს სამინისტროს ს--------–------------------- კუდ-ის უფროსის - რ----–-- შ------ს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მ----------------–--- უფროსის - კ---- თ-------სა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირებისაგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებით, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება.

 

ჯგუფს ხელმძღვანელობდა უშუალოდ მ---- ქ--------, რომელიც ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას და წევრებს შორის ანაწილებდა როლებს.

 

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, მ---- ქ--------მ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 2011 წლის დასაწყისიდან, ზ---------ს რაიონის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე ტყის მასივში, საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკთა ძალისხმევით უზრუნველყვეს ფიცრული კოტეჯებისა და მიწურების აშენება და შენიღბვა.

 

2011 წლის 2 აგვისტოს, წ--–-------ს რაიონის სოფელ მ--–---ში მცხოვრებ ზ----- ა-------ს, სოფელ ო--------ში ფეხით გადაადგილებისას, დაახლოებით ათმა დაუდგენელმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ნაჭრით აუხვიეს თვალები და მანქანით მიიყვანეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------თან, ტყეში მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ, რ----–-- შ------მ, კ------ კ-------მ და დ----- ჩ-------მ, ზ----- ა-------ს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუკრეს ხელ-ფეხი და თვალებახვეული დააწვინეს იატაკზე. წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად, ჯგუფურად, დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის, მ---- ქ--------მ „ელექტროშოკის“ საშუალებით და მოითხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული. მას შემდეგ რაც კვლავ ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება, გააშიშვლეს და ძალადობის გამოყენებით, კ------ კ-------მ უკანა ტანში შეუყვანა პოლიეთილენის ბოთლი, რაშიც ეხმარებოდა კ---- თ-------. დ----- ჩ------- სცემდა ხის ფიცრით და მოითხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული. დ----- ჩ-------მ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ზ----- ა-------ს სადარაჯოდ დაიბარა შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს მუშაკები - მ----–-- ხ------, ხოლო მისი საშუალებით - გ------- ბ---–--, გ---- შ-----, გ------ ჭ--------, ი-----–- ა---–---, რომელთაც ადგილზე მისვლის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელებმა დაავალეს ედარაჯათ მიწურში დამწყვდეული პირისათვის და არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მ----–-- ხ------, გ------ ჭ--------, გ---- შ-----, ი-----–- ა---–--- სამი დღის განმავლობაში, მონაცვლეობით ზ----- ა-------ს ჯგუფურად დარაჯობდნენ და არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

 

მეორე დღეს, ზემომითითებულ ადგილზე კვლავ მივიდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები - მ---- ქ--------, კ------ კ------- და დ----- ჩ-------, რომლებიც უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ზ----- ა-------საგან მოითხოვდნენ აფხაზ თ------ ა-------სთან დანაშაულებრივი კავშირების და მასთან ერთად ტერორისტული განზრახვით აფეთქების მოწყობის აღიარებას, რაც ზ----- ა-------მ უარყო. ამით განაწყენებულმა მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ, დ----- ჩ-------მ ჯგუფურად, წამების გზით, საჭირო ჩვენების მისაღებად კვლავ დაემუქრნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ელექტროშოკის საშუალებით, დაემუქრნენ გაუპატიურებით. რამაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია. წამების გამო ზ----- ა-------მ ნაწილობრივ დაიბრალა მოძალადეების მიერ მითითებული დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირი, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

მესამე დღეს, ზ----- ა-------სათვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩასადენად, მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ და დ----- ჩ-------მ იგი გადაიყვანეს სოფ. ო---–თან მდებარე ე.წ. კონსპირაციულ კოტეჯში. მ---- ქ--------მ, დ----- ჩ-------მ და კ------ კ-------მ ძალადობის გამოყენებით, წებოვანი ლენტით, ე.წ „სკოჩით“, დააბეს კოტეჯის გარეთ არსებულ მაგიდაზე, შეუზღუდეს მოძრაობის საშუალება და გააშიშვლეს. მ---- ქ--------ს დავალებით დ----- ჩ-------მ მანქანით მოიყვანა თ------ უ------, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს მისცეს საშუალება განსაკუთრებული სისასტიკით ზ----- ა-------სთან არაერთხელ დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი უკანა ტანში, სწორი ნაწლავის საშუალებით, რაც გადაიღეს ვიდეოკამერით.

პ----- ქ-----ს ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მ---- ქ--------მ, დროის სხვადასხვა პერიოდში მოქმედების მიზნით, მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების - კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს, ასევე - შს სამინისტროს ს--------–------------------- კუდ-ის უფროსის - რ----–-- შ------ს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მ----------------–--- უფროსის - კ---- თ-------სა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირებისაგან შექმნა სტრუქტურულად ფორმირებული, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებით, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება.

 

ჯგუფს ხელმძღვანელობდა უშუალოდ მ---- ქ--------, რომელიც ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას და წევრებს შორის ანაწილებდა როლებს.

 

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, მ---- ქ--------მ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 2011 წლის დასაწყისიდან, ზ---------ს რაიონის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე ტყის მასივში, საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკთა ძალისხმევით უზრუნველყვეს ფიცრული კოტეჯებისა და მიწურების აშენება და შენიღბვა.

 

2011 წლის 28 მაისს, გვიან ღამით, მ---- ქ--------ს დავალებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელმა სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა წევრმა, გ--–-ს რაიონის სოფელ „ბ-------ში“ მცხოვრებ დ----- ძ-----ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელები და დაუხშეს პირის ღრუ, რის შემდეგაც გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და 29 მაისს, გამთენიისას, მიიყვანეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------თან წინასწარ მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში. დ----- ძ-----ს მიყვანიდან მცირე ხანში მასთან ასევე მივიდნენ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი მ---- ქ--------, ამავე ჯგუფის წევრები - კ---- თ-------, დ----- ჩ------- და კ------ კ-------, რომლებმაც თავისუფლებააღკვეთილი დ----- ძ-----ს სადარაჯოდ დაიბარეს და კონსპირაციულ მიწურში მიიყვანეს შსს ს--------–------------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკები - მ----–-- ხ------, გ------- ბ---–--, პ----- ქ-----, რომლებსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაავალეს, ედარაჯათ მიწურში მოთავსებული დაკავებულისთვის და მისთვის არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მ----–-- ხ------, გ------- ბ---–--, პ----- ქ----- მითითების შესრულებას დათანხმდნენ და ორი დღის მანძილზე, მონაცვლეობით, დ----- ძ-----ს ჯგუფურად დარაჯობდნენ და არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

 

კონსპირაციულ მიწურში, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ დ----- ძ-----საგან ორგანიზებული ჯგუფის წევრები მ---- ქ--------, კ---- თ-------, დ----- ჩ------- და კ------ კ------- მოითხოვდნენ ეღიარებინა ტერორისტული აქტების ჩადენაში მონაწილეობა, რასაც დ----- ძ----- უარყოფდა. ამით განაწყენებულმა მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ, დ----- ჩ-------მ და კ------ კ-------მ ჯგუფურად, წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად, დ----- ძ-----ს დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, კ---- თ------- პისტოლეტის ტარს ურტყავდა ტანის არეში, აფურთხებდა და ემუქრებოდა მოკვლით. დ----- ჩ------- ხელკეტით სცემდა, მ---- ქ-------- ელექტროშოკით აწამებდა და ურტყამდა ფეხებს, ხოლო კ------ კ------- პლასტმასის ბოთლს ადებდა უკანა ტანში და ემუქრებოდა გაუპატიურებით, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.

 

მას შემდეგ, რაც კვლავ ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება და ინფორმაცია დ----- ძ-----სათვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩასადენად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების - მ---- ქ--------ს, კ---- თ-------სა და კ------ კ-------ს დავალებით, დ----- ჩ-------მ მიწურში მოიყვანა ქ.ზ--------ში, ჩ-------–---–-ს ქ. #--ში მცხოვრები თ------ უ------, რომელსაც დაავალეს თავისუფლებააღკვეთილი დ----- ძ-----ს გაუპატიურება, რის შემდეგაც მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ და დ----- ჩ-------მ იგი გააშიშვლეს, მოძრაობის საშუალების შეზღუდვის მიზნით, დააბეს მიწურში მდგარ მაგიდაზე და თ------ უ------ს მისცეს საშუალება, განსაკუთრებული სისასტიკით, დ----- ძ-----სათვის უკანა ტანში, სწორი ნაწლავიდან და პირის ღრუში გაუკუღმართებული ფორმით დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი. ყოველივე ამას კი, კ------ კ------- და დ----- ჩ-------, მონაცვლეობით, იღებდნენ ვიდეოკამერით.

 

გ------- ბ---–--ს ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

თ------ უ------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად, ჩადენილი დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით (ორი ეპიზოდი).

 

მ---- ქ--------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად, ჩადენილი დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ასევე - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; წამებაში, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი).

 

კ------ კ-------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად - დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; წამებაში, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი).

 

დ----- ჩ-------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ასევე - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; წამებაში, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი).

 

კ---- თ-------ს ბრალი დაედო სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად, ჩადენილი დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ასევე - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; წამებაში, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მ---- ქ--------მ, დროის სხვადასხვა პერიოდში მოქმედების მიზნით, მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების - კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს, ასევე - შს სამინისტროს ს--------–------------------- კუდ-ის უფროსის - რ----–-- შ------ს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მ----------------–--- უფროსის - კ---- თ-------სა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირებისაგან შექმნა სტრუქტურულად ფორმირებული, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებით, დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება.

 

ჯგუფს ხელმძღვანელობდა უშუალოდ მ---- ქ--------, რომელიც ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას და წევრებს შორის ანაწილებდა როლებს.

 

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, მ---- ქ--------მ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 2011 წლის დასაწყისიდან, ზ---------ს რაიონის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე ტყის მასივში, საქართველოს შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკთა ძალისხმევით, უზრუნველყვეს ფიცრული კოტეჯებისა და მიწურების აშენება და შენიღბვა.

 

2011 წლის 28 მაისს, გვიან ღამით, მ---- ქ--------ს დავალებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელმა სამმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა წევრმა, გ--–-ს რაიონის სოფელ ბ-------ში მცხოვრებ დ----- ძ-----ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელები და დაუხშეს პირის ღრუ, რის შემდეგაც გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და 29 მაისს, გამთენიისას, მიიყვანეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------თან წინასწარ მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში. დ----- ძ-----ს მიყვანიდან მცირე ხანში მასთან ასევე მივიდნენ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი მ---- ქ--------, ამავე ჯგუფის წევრები: კ---- თ-------, დ----- ჩ------- და კ------ კ-------, რომლებმაც თავისუფლება აღკვეთილი დ----- ძ-----ს სადარაჯოდ დაიბარეს და კონსპირაციულ მიწურში მიიყვანეს შსს ს--------–------------------- სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკები - მ----–-- ხ------, გ------- ბ---–--, პ----- ქ-----, რომლებსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაავალეს, ედარაჯათ მიწურში მოთავსებული დაკავებულისთვის და მისთვის არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მ----–-- ხ------, გ------- ბ---–--, პ----- ქ----- მითითების შესრულებას დასთანხმდნენ და ორი დღის მანძილზე, მონაცვლეობით, დ----- ძ-----ს ჯგუფურად დარაჯობდნენ და არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

 

კონსპირაციულ მიწურში, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ დ----- ძ-----საგან ორგანიზებული ჯგუფის წევრები - მ---- ქ--------, კ---- თ-------, დ----- ჩ------- და კ------ კ------- მოითხოვდნენ, ეღიარებინა ტერორისტული აქტების ჩადენაში მონაწილეობა, რასაც დ----- ძ----- უარყოფდა. ამით განაწყენებულმა მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ, დ----- ჩ-------მ და კ------ კ-------მ ჯგუფურად, წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად, დ----- ძ-----ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ, კ---- თ------- პისტოლეტის ტარს ურტყამდა ტანის არეში, აფურთხებდა და ემუქრებოდა მოკვლით. დ----- ჩ------- ხელკეტით სცემდა, მ---- ქ-------- ელექტროშოკით აწამებდა და ურტყამდა ფეხებს, ხოლო კ------ კ------- პლასტმასის ბოთლს ადებდა უკანა ტანში და ემუქრებოდა გაუპატიურებით, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.

 

მას შემდეგ, რაც კვლავ ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება და ინფორმაცია, დ----- ძ-----სათვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩასადენად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების - მ---- ქ--------ს, კ---- თ-------სა და კ------ კ-------ს დავალებით, დ----- ჩ-------მ მიწურში მოიყვანა ქ.ზ--------ში, ჩ-------–---–-ს ქ. #--ში მცხოვრები თ------ უ------, რომელსაც დაავალეს თავისუფლებააღკვეთილი დ----- ძ-----ს გაუპატიურება, რის შემდეგაც მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ და დ----- ჩ-------მ იგი გააშიშვლეს, მოძრაობის საშუალების შეზღუდვის მიზნით, დააბეს მიწურში მდგარ მაგიდაზე და თ------ უ------ს მისცეს საშუალება, განსაკუთრებული სისასტიკით, დ----- ძ-----სათვის უკანა ტანში, სწორი ნაწლავიდან და პირის ღრუში გაუკუღმართებული ფორმით დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი. ყოველივე ამას კი, კ------ კ------- და დ----- ჩ------- მონაცვლეობით იღებდნენ ვიდეოკამერით.

 

2011 წლის 2 აგვისტოს წ--–-------ს რაიონის სოფელ მ--–---ში მცხოვრებ ზ----- ა-------ს, სოფელ ო--------ში ფეხით გადაადგილებისას, დაახლოებით ათმა დაუდგენელმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ნაჭრით აუხვიეს თვალები და მანქანით მიიყვანეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------თან, ტყეში მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ, რ----–-- შ------მ, კ------ კ-------მ და დ----- ჩ-------მ, ზ----- ა-------ს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუკრეს ხელ-ფეხი და თვალებახვეული დააწვინეს იატაკზე. წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად, ჯგუფურად, დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის, მ---- ქ--------მ ელექტროშოკის საშუალებით და მოითხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. მას შემდეგ, რაც კვლავ ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება, გააშიშვლეს და ძალადობის გამოყენებით, კ------ კ-------მ უკანა ტანში შეუყვანა პოლიეთილენის ბოთლი, რაშიც ეხმარებოდა კ---- თ-------. დ----- ჩ------- სცემდა ხის ფიცრით და მოითხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. დ----- ჩ-------მ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ზ----- ა-------ს სადარაჯოდ დაიბარა შს სამინისტროს ს--------–------------------- სამხარეო მთავარი სამმართველოს მუშაკები - მ----–-- ხ------, ხოლო მისი საშუალებით - გ------- ბ---–--, გ---- შ-----, გ------ ჭ--------, ი-----–- ა---–---, რომელთაც ადგილზე მისვლის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელებმა დაავალეს, ედარაჯათ მიწურში დამწყვდეული პირისათვის და არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მ----–-- ხ------, გ------ ჭ--------, გ---- შ-----, ი-----–- ა---–--- სამი დღის განმავლობაში, მონაცვლეობით ზ----- ა-------ს ჯგუფურად დარაჯობდნენ და არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

 

მეორე დღეს, ზემოთ მითითებულ ადგილზე კვლავ მივიდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები: მ---- ქ--------, კ------ კ------- და დ----- ჩ-------, რომლებიც უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ----- ა-------საგან მოითხოვდნენ აფხაზ თ------ ა-------სთან დანაშაულებრივი კავშირებისა და მასთან ერთად ტერორისტული განზრახვით, აფეთქების მოწყობის აღიარებას, რაც ზ----- ა-------მ უარყო. ამით განაწყენებულმა მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ, დ----- ჩ-------მ ჯგუფურად, წამების გზით საჭირო ჩვენების მისაღებად კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ელექტროშოკით დაემუქრნენ გაუპატიურებით, რამაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია. წამების გამო ზ----- ა-------მ ნაწილობრივ დაიბრალა მოძალადეების მიერ მითითებული დანაშაულებრივ ქმედებასთან კავშირი, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

მესამე დღეს, ზ----- ა-------სათვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩასადენად, მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ და დ----- ჩ-------მ იგი გადაიყვანეს სოფ. ო---–თან მდებარე ე.წ. კონსპირაციულ კოტეჯში. მ---- ქ--------მ, დ----- ჩ-------მ და კ------ კ-------მ, ძალადობის გამოყენებით, წებოვანი ლენტით, ე.წ „სკოჩით“, დააბეს კოტეჯის გარეთ არსებულ მაგიდაზე, შეუზღუდეს მოძრაობის საშუალება და გააშიშვლეს. მ---- ქ--------ს დავალებით დ----- ჩ-------მ მანქანით მოიყვანა თ------ უ------, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს მისცეს საშუალება, განსაკუთრებული სისასტიკით ზ----- ა-------სთან არაერთხელ დაემყარებინა სქესობრივი კონტაქტი უკანა ტანში, სწორი ნაწლავის საშუალებით, რაც გადაიღეს ვიდეოკამერით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით:

 

რ----–-- შ------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რ----–-- შ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ რ----–-- შ------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

ი-----–- ა---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.

 

ი-----–- ა---–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

თ------ უ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ------ უ------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. უ------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 ივნისიდან.

 

პ----- ქ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ----- ქ-----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

გ------- ბ---–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

 

გ------- ბ---–--, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ---–--ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

გ------ ჭ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------ ჭ--------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ---- ქ--------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

კ------ კ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ------ კ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

დ----- ჩ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებითა (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ----- ჩ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 7 ნოემბრამდე.

 

კ---- თ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ---- თ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ზ----- ა-------ს ეპიზოდი).

 

კ---- თ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დ----- ძ-----ს ეპიზოდი).

 

კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე.

 

კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

კ---- თ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, კ---- თ-------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა როგორც თავისუფლების აღკვეთის, ისე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კ---- თ-------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა როგორც თავისუფლების აღკვეთის, ისე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ კ---- თ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 29 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ, დ----- ჩ-------მ, პ----- ქ-----მ, გ------- ბ---–--მ და სხვა პირებმა, ასევე - თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მ----------------–--- უფროსმა კ---- თ-------მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დ----- ძ-----ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მათ მიიყვანეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------ის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ დ----- ძ-----საგან მ---- ქ--------, კ---- თ-------, დ----- ჩ------- და კ------ კ------- მოითხოვდნენ ეღიარებინა ტერორისტული აქტების ჩადენაში მონაწილეობა, რასაც დ----- ძ----- უარყოფდა, ამით განაწყენებულმა მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ, დ----- ჩ-------მ და კ------ კ-------მ ჯგუფურად, წამების გზით საჭირო აღიარების მისაღებად, დ----- ძ-----ს დაუწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ: მ---- ქ-------- ელექტროშოკით დენს არტყამდა, დ----- ჩ-------მ ფიცრის ნაჭერი გადაარტყა, კ------ კ-------მ პლასტმასის ბოთლი მიადო უკანა ტანზე და ემუქრებოდა გაუპატიურებით, ხოლო კ---- თ------- სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რამაც თავისი ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, მისი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია. მათთვის სასურველი აღიარების მისაღებად, მ---- ქ--------სა და კ------ კ-------ს დავალებით, დ----- ჩ-------მ ქ. ზ--------ში მდებარე აფთიაქში შეიძინა სექსუალური პოტენციის ასამაღლებელი წამალი და დაალევინა ქ. ზ--------ში, ჩ-------–---–-ს ქუჩა №--–- მცხოვრებ თ------ უ------ს, ხოლო მ---- ქ--------მ და კ------ კ-------მ, თავის მხრივ, მას უბრძანეს დ----- ძ-----ს მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების განხორციელება, რა დროსაც თ------ უ------მ დ----- ძ-----სთან უკანა ტანში სწორი ნაწლავიდან და პირის ღრუში გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სქესობრივი კონტაქტი, ყოველივე ამას კ------ კ------- და დ----- ჩ------- მონაცვლეობით იღებდნენ ვიდეოკამერით. აღნიშნულის შემდეგ, მ---- ქ--------მ პ----- ქ-----ს, გ------- ბ---–--ს და იქ მყოფ სხვა პირებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, დაავალა ედარაჯათ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის და თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. პ----- ქ-----, გ------- ბ---–-- და სხვები მითითების შესრულებას დათანხმდნენ და მონაცვლეობით დარაჯობდნენ დ----- ძ-----ს და არ აძლევდნენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.

 

2011 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ, დ----- ჩ-------მ, გ------- ბ---–--მ, გ------ ჭ--------მ და სხვა პირებმა, ასევე - თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მ----------------–--- უფროსმა კ---- თ-------მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ზ----- ა-------ს, რის შემდეგაც მოათავსეს ზ---------ს რაიონის სოფელ გ----------ის ტყეში არსებულ მიწურში. მ---- ქ--------მ, კ------ კ-------მ, დ----- ჩ-------მ და კ---- თ-------მ წამების გზით ზ----- ა-------სგან საჭირო აღიარების მისაღებად, ხელ-ფეხშეკრულს, ჯგუფურად დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, მ---- ქ-------- ელექტროშოკს ადებდა, კ------ კ------- ცემდა, ასევე, პლასტმასის ბოთლი მიადო უკანა ტანზე და გაუპატიურებით ემუქრებოდა, დ----- ჩ------- ხელჯოხს ურტყამდა, ხოლო კ---- თ------- - ხელს, რამაც თავისი ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე მისი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მ---- ქ--------მ, კ---- თ-------მ და კ------ კ-------მ დატოვეს ტერიტორია, ხოლო გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, დ----- ჩ-------ს და იქ მყოფ სხვა პირებს დაევალათ, სამი დღის განმავლობაში, მონაცვლეობით, ედარაჯად ზ----- ა-------სთვის და არ მიეცათ მისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება. მეორე დღეს, აღნიშნულ ადგილზე კვლავ მივიდნენ მ---- ქ-------- და კ------ კ-------, რომლებმაც დანაშაულის აღიარების მიზნით ისევ დაუწყეს ცემა და წამება ზ----- ა-------ს. მესამე დღეს, ბ----- ბ--–-----მა და მ----–-- ხ------მ ზ----- ა------- გადაიყვანეს სოფელ ო---–თან არსებულ კოტეჯში და მიაბეს კოტეჯის გარეთ არსებულ მაგიდაზე. კ------ კ-------ს დავალებით, დ----- ჩ-------მ და გ------ ჭ--------მ მოიყვანეს თ------ უ------, მათ ახლდათ ი-----–- ა---–---ც. კ------ კ-------მ უბრძანა თ------ უ------ს ზ----- ა-------სთან, რომელიც იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, დაემყარებინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, რა დროსაც თ------ უ------მ დაამყარა სქესობრივი კონტაქტი ზ----- ა-------სთან. ი-----–- ა---–--- იმ დროს იქ იმყოფებოდა, იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ჰქონდა გონივრული დრო და საშუალება, მაგრამ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ანტიკორუფციულ სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორები - გიორგი კავსაძე და ზვიად ფხაკაძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ რ----–-- შ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რ----–-- შ------ს დამნაშავედ ცნობას ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულების ჩადენაში; განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების - გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, პ----- ქ-----ს, ი-----–- ა---–---ს, კ------ კ-------ს, მ---- ქ--------ს, დ----- ჩ-------ს, კ---- თ-------სა და თ------ უ------ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გამამართლებელი და კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და მსჯავრდებულებისთვის მსჯავრის დადებას ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

 

მსჯავრდებულმა პ----- ქ-----მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილში გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მსჯავრდებულებმა - ი-----–- ა---–---მ, გ------- ბ---–--მ, დ----- ჩ-------მ, გ------ ჭ--------მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ-- გ----------მ და მ--–---- ვ--–------–---–მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მსჯავრდებულმა კ---- თ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- ნ--------მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს განაჩენის გამამტყუნებელ ეპიზოდებში გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

მსჯავრდებულმა თ------ უ------მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა - გ------- ბ---–--მ და გ------ ჭ--------მ ალტერნატივის სახით მოითხოვეს განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქება (სასჯელის მინიმუმის დანიშვნა), ხოლო მსჯავრდებულმა პ----- ქ-----მ - მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლით (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება) დაკვალიფიცირება და აღნიშნულ კვალიფიკაციაში გამართლება, ვინაიდან ასრულებდა თავისი უფროსის დავალებას.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

რ----–-- შ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ რ----–-- შ------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

ი-----–- ა---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.

 

თ------ უ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ------ უ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. უ------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 ივნისიდან.

 

პ----- ქ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ----- ქ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

გ------- ბ---–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

 

გ------- ბ---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ---–--ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

გ------ ჭ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------ ჭ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ---- ქ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ---- ქ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ---- ქ--------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

კ------ კ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

კ------ კ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

კ------ კ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ------ კ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

დ----- ჩ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებითა (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დ----- ჩ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დ----- ჩ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ----- ჩ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 7 ნოემბრამდე.

 

კ---- თ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი), 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება - სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

კ---- თ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ---- თ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

 

5. საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი - გიორგი კავსაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ:

 

· განაჩენის გაუქმებას რ----–-- შ------ს მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და ნაცვლად ამისა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; რ----–-- შ------ს დამნაშავედ ცნობას (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით;

· განაჩენის გაუქმებას კ---- თ-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაწილში (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; კ---- თ-------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით;

 

განაჩენში ცვლილების შეტანას გამამართლებელი და კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ:

 

· კ---- თ-------ს (ზ----- ა-------ს ეპიზოდში) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით;

· პ----- ქ-----ს (დ----- ძ-----ს ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

· ი-----–- ა---–---ს (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

· გ------ ჭ--------ს (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

· გ------- ბ---–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორივე ეპიზოდი);

· თ------ უ------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორივე ეპიზოდი).

· მ---- ქ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (ორივე ეპიზოდი).

· კ------ კ-------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (ორივე ეპიზოდი);

· დ----- ჩ-------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (ორივე ეპიზოდი).

 

6. მსჯავრდებული კ---- თ------- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი-----–- ნ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვენ კ---- თ-------ს უდანაშაულოდ ცნობასა და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.

 

ü მსჯავრდებულ პ----- ქ-----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ო----- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

ü მსჯავრდებულები - გ------- ბ---–--, გ------ ჭ--------, ი-----–- ა---–---, დ----- ჩ------- და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ-- გ---------- და მ--–---- ვ--–------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძის, მსჯავრდებულ კ---- თ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ნ--------ს, მსჯავრდებულ პ----- ქ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ო-----ს, მსჯავრდებულების - გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, ი-----–- ა---–---ს, დ----- ჩ-------სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-- გ----------სა და მ--–---- ვ--–------–---–-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001).

 

3. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - კ---- თ-------ს, პ----- ქ-----ს, გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, ი-----–- ა---–---სა და დ----- ჩ-------ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, ვინაიდან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მათი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

4. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- შ------ს გამართლების, კ---- თ-------ს, პ----- ქ-----ს, ი-----–- ა---–---ს, გ------ ჭ--------ს, გ------- ბ---–--ს, თ------ უ------ს, მ---- ქ--------ს, კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს ნაწილობრივ გამართლებისა და კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო. საკასაციო პალატა ბრალდებების მითითებულ ეპიზოდებთან დაკავშირებითაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებსა და დასკვნებს, როგორც გამართლების, ისე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში.

 

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი:

 

· რ----–-- შ------ს ბრალდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში).

 

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ მოწმეების - ბ----- ბ--–------სა და მ----–-- ხ------ს ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება რ----–-- შ------ს გ----------ის მიწურში ყოფნის ფაქტი, ხოლო მოწმეები - რ----- ლ--------- და გ-- გ----------–---–- არიან მხოლოდ მოცემულ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი პირები, ხოლო ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა რ----–-- შ------სთან მიმართებით სავარაუდოა და ვერ დაედება საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ბრალდებულ გ------ ჭ--------ს მონაწილეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ჩვენების მიცემის დროს მან უარყო რ----–-- შ------ს ყოფნის ფაქტი გ----------ის მიწურში, რის გამოც დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების (შესაბამისად, მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის) მტკიცებულებად მიღება. ასევე ვერ იქნება მიჩნეული რ----–-- შ------ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ზარები, რომლის მიხედვითაც, იგი 2011 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა სამეგრელოს ტერიტორიაზე, ვინაიდან ამ პერიოდში რ----–-- შ------ ცხოვრობდა და მუშაობდა სამეგრელოს ტერიტორიაზე.

 

· ი-----–- ა---–---ს ბრალდების ეპიზოდი (ზ----- ა-------ს ეპიზოდი, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული).

 

6. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მითითებულ ეპიზოდში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ი-----–- ა---–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან მოწმეების - ბ----- ბ--–------სა და მ----–-- ხ------ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბ. ბ--–------ს ჩვენებით, ი-----–- ა---–--- გაჰყვა მანქანას, რითაც წაიყვანეს ყავარჯნიანი მამაკაცი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ი-----–- ა---–--- დარაჯი იყო. მ----–-- ხ------მ კი აჩვენა, რომ ყავარჯნიანი მამაკაცის წაყვანის შემდეგ ადგილზე სხვებთან ერთად ა---–---ც დარჩა. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში მხარეთა მიერ დასმული შეკითხვებით აღნიშნული წინააღმდეგობა ვერ აღმოიფხვრა, ამასთან, არც ბ----- ბ--–------სა და არც მ----–-- ხ------ს ჩვენებებით უტყუარად არ არის გარკვეული და დაკონკრეტებული ი-----–- ა---–---ს როლი და მონაწილეობა ზ----- ა-------ს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში პირთა ჯგუფის მიერ უწყვეტად ხორციელდებოდა ჯერ გ----------ის მიწურში, შემდეგ კი - ო---–ის მახლობლად ტყეში არსებულ კოტეჯში.

 

· მ---- ქ--------ს, კ------ კ-------ს, დ----- ჩ-------სა და კ---- თ-------ს ბრალდების ეპიზოდები (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების (ორი ეპიზოდი) ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, ასევე ზემოხსენებული მსჯავრდებულების საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება).

 

7. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ არ დასტურდება ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მესამე ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ორგანიზებულ ჯგუფში პირთა კავშირი არა მარტო წინასწარი, არამედ განსაკუთრებით მყარი უნდა იყოს, ამასთან, ორგანიზებული ჯგუფი დანაშაულის ჩადენამდე უნდა იყოს ორგანიზებული, ანუ ჯგუფის ორგანიზება დროში წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჯგუფს გააჩნდა მყარი ერთობა, სტრუქტურული ფორმა, ჯგუფის წევრები წინასწარ, მყარად შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და მ---- ქ--------მ მათ შორის გაანაწილა როლები, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია გადმოცემული.

 

8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) - მ---- ქ--------ს, კ------ კ-------ს, დ----- ჩ-------სა და კ---- თ-------ს გამართლებას, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ერთ შემთხვევაში გ--–-ს რაიონის სოფელ ბ-------ში დ----- ძ-----ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო მეორე შემთხვევაში- სოფელ ო--------ს სასაფლაოზე ზ----- ა-------ს სწორედ ზემოხსენებულმა ბრალდებულებმა პირადად ან მათი ბრძანებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება და გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზ---------ს რაიონში. რაც შეეხება უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ზ----- ა-------სა და დ----- ძ-----ს მიმართ გ----------ის მიწურსა და ო---–ის კოტეჯში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, აღნიშნულს მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

 

· მსჯავრდებულების - გ------ ჭ--------ს, პ----- ქ-----ს, გ------- ბ---–--ს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რამაც დაზარალებულისთვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) ბრალდების ეპიზოდები.

 

9. საკასაციო პალატა ბრალდების მოცემულ ეპიზოდებშიც ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ ზ----- ა-------სა და დ----- ძ-----ს მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს არა შედეგს, არამედ ცალკე აღებულ განზრახ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგებისთვის გამოკვეთილი უნდა იყოს გაუფრთხილებლობა და არა - განზრახვა.

 

· თ------ უ------ს, კ------ კ-------ს (საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მ---- ქ--------ს, დ----- ჩ-------ს (საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ----- ძ-----ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ----- ა-------ს ეპიზოდი), კ---- თ-------ს (საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი)) ბრალდების ეპიზოდები.

 

10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის (განსაკუთრებული სისასტიკე) ეპიზოდებში დაზარალებულებზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების დროს თ------ უ------ს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, რაც განსაკუთრებულ სისასტიკედ შეიძლება შეფასდეს, არ ჩაუდენია, ხოლო კ------ კ-------ს, მ---- ქ--------ს და დ----- ჩ-------ს შესაბამის ეპიზოდებში დაზარალებულებზე განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებამდე ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით ბრალდება აქვთ წარდგენილი და მათთვის იმავე ქმედებისთვის კიდევ სხვა მუხლით ბრალდება დაუშვებელია.

 

11. რაც შეეხება კ---- თ-------ს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), მ---- ქ--------სა და დ----- ჩ-------ს (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) გამართლების ნაწილს, ბრალდების მხარეს არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო---–ის კოტეჯში ზ----- ა-------ს მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების დროს კოტეჯში კ---- თ-------სა და მ---- ქ--------ს ყოფნის ფაქტს. მართალია, დადგენილი და დადასტურებ---–-- ო---–ის კოტეჯში ზ----- ა-------ს გაუპატიურების დროს დ----- ჩ-------ს ყოფნის ფაქტი, თუმცა რა აქტიური მოქმედება განახორციელა ამ უკანასკნელმა ზ----- ა-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი არ არის.

 

· კ---- თ-------ს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) დ----- ძ-----ს ბრალდების ეპიზოდში გამართლების ნაწილი.

 

12. საკასაციო პალატა მითითებული ბრალდების ეპიზოდშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სრულად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, დაცვის მხარემ წარმოადგინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებული, 2011 წლის 25-31 მაისის პერიოდში (დ----- ძ-----ს მიმართ ძალადობრივი ქმედებები ჩადენილია 2011 წლის 29 მაისს) კ---- თ-------ს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა-გასვლის (თითის ანაბეჭდებით) ამონაწერი, რომლის მიხედვით, კ---- თ-------ს სამსახურში შემოსვლა-გასვლა (სამსახურში ყოფნა) ფიქსირდება 2011 წლის 28 მაისს, დილის 10:50:11 საათიდან საღამოს 11:44:19 საათამდე პერიოდში, ხოლო 30 მაისს - დილის 9:50:49 საათიდან საღამოს 11:04:04 საათამდე პერიოდში. გარდა ამისა, მოწმე ა-----– რ-------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის 28 მაისს, დილის საათებში, მისული იყო თავდაცვის სამინისტროში თავისი მეგობრების სანახავად, სადაც ასევე ნახა სამსახურიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მეშვეობით გამოსული კ---- თ-------, რომელიც მისი (მოწმის) ყოფილი თანამშრომელია თავდაცვის სამინისტროში. მეორე დღეს, 29 მაისს, იგი (ა-----– რ-------) შემთხვევით კვლავ შეხვდა კ---- თ-------ს ქ. თ---–--–-, ბ-------–---სა და პ-----ს ქუჩების კუთხეში, რა დროსაც კ---- თ------- მართავდა სამსახურებრივ „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომანქანას. ორივე ეს შეხვედრა მოწმეს კარგად ახსოვს, ვინაიდან წინა დღეებში მისი სიმამრი იყო დაკავებული 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და თავდაცვის სამინისტროში მეგობრებს სთხოვა, დახმარებოდნენ დაკავებულის ადგილსამყოფლის დადგენაში.

 

13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები:

 

· პ----- ქ-----ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

 

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პ----- ქ-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: დ----- ძ-----ს, ბ----- ბ--–------ს, მ----–-- ხ------ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა----- მ-----–-------მ და ლ-–- ა-------–---მ.

 

15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნისა და პ----- ქ-----ს ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც საკასაციო პალატა ხელმეორედ აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სააპელაციო პალატა მითითებულ საკითხზე ამომწურავად მსჯელობს განაჩენში.

 

16. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ როგორც პ----- ქ-----ს, ისე სხვა მსჯავრდებულების ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და არა - საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლით (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება) გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან დ----- ძ-----ს მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს (ნიღბიანი პირების შევარდნა დ----- ძ-----ს ოჯახში, ამ უკანასკნელის და მისი ცოლ-შვილის სკამზე დაბმა, თვალებახვეული დ. ძ-----ს იძულებით წამოყვანა ოჯახიდან, სწრაფი ტემპით მალულად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზ---------ს რაიონში გადმოყვანა, გ----------ის მიწურში მოთავსება, შიშველ მდგომარეობაში მაგიდაზე ხელ-ფეხით წებოვანი ლენტით დაბმა, მასზე ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება) არაფერი აქვს საერთო განზრახ უკანონო დაკავებასთან. რაც შეეხება უფროსის დავალებას, საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისათვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი დ----- ძ----- მოთავსებული იყო კონსპირაციულ მიწურში, შიშველი დააბეს ხელ-ფეხით მაგიდაზე, დანაშაულის აღიარების მიზნით აწამებდნენ და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებდნენ, რასაც ესწრებოდნენ ნიღბიანი პირები - პ----- ქ-----, გ------ ჭ--------, გ------- ბ---–-- და დ----- ჩ-------, შესაბამისად, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ დ----- ძ-----სთან მიმართებით მ---- ქ--------ს და კ------ კ-------ს მიერ გაცემული ბრძანებები და განკარგულებები იყო დანაშაულებრივი.

 

· ი-----–- ა---–---ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი)

 

17. სააპელაციო პალატა ასევე სწორად უთითებს, რომ ი-----–- ა---–---სთან მიმართებით მოწმეების - ბ----- ბ--–------სა და მ----–-- ხ------ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ი-----–- ა---–--- იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე - ო---–ის კოტეჯში, სადაც უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ----- ა-------ს მიმართ კ------ კ-------ს ბრძანებით თ------ უ------მ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რაც ასევე დასტურდება თ------ უ------ს ჩვენებითაც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ი-----–- ა---–---მ არ იცოდა ზ----- ა-------ს მიმართ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, ვინადიან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ----- ა-------ს მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება განხორციელდა არა შიგნით, კოტეჯში, არამედ - კოტეჯის გარეთ, ყველა იქ მყოფი პირის თანდასწრებით, რა დროსაც ზ----- ა------- კოტეჯის გარეთ არსებულ მაგიდაზე ხელ-ფეხით იყო წებოვანი ლენტით დაბმული.

 

· გ------- ბ---–--ს, დ----- ჩ-------სა და გ------ ჭ--------ს მსჯავრდების ეპიზოდები (გ------ ჭ--------ს მიმართ - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი), გ------- ბ---–--ს მიმართ - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი), ხოლო დ----- ჩ-------ს მიმართ - საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ” და ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ეპიზოდები.

 

18. მითითებული მსჯავრდების ეპიზოდებში მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულებისა და მოწმეების - დ----- ძ-----ს, ზ----- ა-------ს, მ----–-- ხ------ს, გ---- შ-----ს, ბ----- ბ--–------ს, თ------ უ------ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით - ბ----- ბ--–------ს, გ---- შ-----ს და მ----–-- ხ------ს მონაწილეობით, ფოტოსურათითა და პირის ამოცნობის ოქმებით - ზ----- ა-------ს მონაწილეობით (ამოიცნო გ------ ჭ--------, რომელმაც სხვებთან ერთად აღუკვეთა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ტყეში დააბა ხის მაგიდაზე), ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით (ვიდეოჩანაწერები ნაწილობრივ ვარგისია ხმის მიხედვით პირის იდენტიფიკაციისათვის, ვიდეოჩანაწერებზე აღინიშნება მრავლობითი წყვეტა, ხოლო წყვეტებს შორის სხვა რაიმე მონტაჟის ნიშნები არ დაფიქსირდა. მასალები ნაწილობრივ ვარგისია გამოსახულების მიხედვით პირის იდენტიფიკაციისათვის. ბრალდებულებისგან მოხდა ხმის ნიმუშების აღება და მათი ფოტოგრაფირება. ვიდეომასალებში დაფიქსირებულ საუბრებში მონაწილეობს გ------ ჭ--------), ექსპერტების - ლ-–- ა-------–---სა და ა----- მ-----–-------ს ჩვენებებით, ვიდეოგრამის (ვიდეოკასეტის) დათვალიერების ოქმით.

 

· კ---- თ-------ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ” და ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) შერაცხული მსჯავრდება).

 

19. კ---- თ-------ს მიერ მითითებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ბ----- ბ--–------სა და მ----–-- ხ------ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, რომლებითაც ბ----- ბ--–------სა და მ----–-- ხ------ს ჩვენებები შემოწმდა ადგილზე, რა დროსაც მათ დაადასტურეს თავიანთი ჩვენებების სისწორე; შპს „ჯ------–-დან“ და „მ----------დან“ მოპოვებული ინფორმაციით, კ---- თ-------ს კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ.

 

20. სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულ კ---- თ-------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრება, რომ მ----–-- ხ------ და ბ----- ბ--–------ არიან მიკერძოებული მოწმეები და მათ თვითგადარჩენის სანაცვლოდ მისცეს კ---- თ-------ს საწინააღმდეგო ჩვენებები. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა განაჩენში ამომწურავად მსჯელობს დაცვის მხარის არგუმენტების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ არც მოწმისა და არც ბრალდებულის სტატუსით არ დაკითხა კ---- თ------- და რომ იგი დააკავეს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე ზ----- ა-------ს დაკავების თარიღსა და დანაშაულის ჩადენის მომენტში - 2011 წლის 1-5 აგვისტოს კ---- თ-------ს ქ. თ---–--–-, მის სამსახურში ყოფნის ფაქტზე, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს.

 

21. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას კ---- თ-------ს მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ: მართალია, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კ---- თ-------მ პირადად აღუკვეთა თავისუფლება ზ----- ა-------ს, გადმოიყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან ზ---------ს რაიონში და გ----------ის მიწურში დააბა მაგიდაზე, ასევე კ---- თ-------ს არ გამოუყენებია არც ელექტროშოკი და არც ბოთლით უკანა ტანში გაუუპატიურებია ზ----- ა-------, მაგრამ მას უდავოდ გაცნობიერებული ჰქონდა იმ მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რაც ჩაიდინეს თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჯგუფურად, საერთო მიზნითა და პირდაპირი განზრახვით მოცული კონკლუდენტური მოქმედებებით. კ---- თ-------ს, მ---- ქ--------ს, კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს აღნიშნული მოქმედებებით, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანებისადმი მოპყრობის მორალურ და ზნეობრივ წესს, ზ----- ა-------მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა განიცადა.

 

22. სასჯელების სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელები, მსჯავრდებულ კ---- თ-------ს გარდა, სამართლიანია და მიიჩნევს, რომ მათთვის განსაზღვრული სასჯელების სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---- თ-------სათვის შეფარდებულ სასჯელს, მის მიერ ჩადენილი ქმედების სახის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ხარისხისა და როლის გათვალისწინებით, კერძოდ, განსხვავებით მ---- ქ--------ს, კ------ კ-------სა და დ----- ჩ-------ს ქმედებებისგან, კ---- თ------- აქტიურად არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში, რის გამოც საკასაციო პალატას არაპროპორციულად მიაჩნია მის მიმართ შეფარდებული სასჯელი და, ამდენად, იგი უნდა შემცირდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძის, მსჯავრდებულ კ---- თ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ნ--------ს, მსჯავრდებულ პ----- ქ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ო-----ს, მსჯავრდებულების - გ------- ბ---–--ს, გ------ ჭ--------ს, ი-----–- ა---–---ს, დ----- ჩ-------სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-- გ----------სა და მ--–---- ვ--–------–---–-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. კ---- თ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი), 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ----- ძ-----ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

4. კ---- თ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება - სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

 

5. კ---- თ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ზ”, ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ----- ა-------ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 4 წლით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ---- თ-------ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2013 წლის 19 ივნისიდან;

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი