განჩინება

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100117002132863
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002132863

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№-83აპ-18 ქ. თბილისი

გ------–-–---–- კ----–--, 383აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ყანდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:

 

კ----–-- გ------–-–---–-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებზე. კ----–-- გ------–-–---–-, – დ----------–-------–-–-----------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

კ----–-- გ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69–ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 თვით;

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ----–-- გ------–-–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77–ე მუხლის მე–7 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 3 თვითა და 2 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----–-- გ------–-–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

კ----–-- გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 3 ოქტომბრიდან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან კ----–-- გ------–-–---–ს დაევალა „პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების“ პროგრამაში ჩართვა.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით კ----–-- გ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით კ----–-- გ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად.

 

2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 01.00 საათიდან 04.35 საათამდე პერიოდში, თ---–--–ი, ჯ------- ბ----–---–ის ქუჩის №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანმხებით ბ--- მ------–---–-, ვ-–-------- ა---------, გ------- გ-------- და კ----–-- გ------–-–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ვ----– ე------–--ის 10 ლარად ღირებულ ხელსაწყოების ყუთს, მასში მოთავსებული 100 ლარად ღირებული ქანჩებითა და სახრახნისებით, ასევე - ბურთულიან საწერ კალამს, რის შემდეგაც რ---- მ------–--ის ავტომანქანიდან კვლავ ფარულად დაეუფლნენ 20 ლარად ღირებულ „ელჯის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ხოლო თ---–--–ი, ხ----–-------- მ----------ის დასახლებაში, დ----- გ--------–ის ქუჩაზე არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- პ-----–---–ის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლნენ ათ ლარად ღირებულ მხედველობის სათვალესა და 190 ლარს.

 

განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი კ----–-- გ------–-–---–- 2017 წლის 13 სექტემბერს თ---–--–ი, მ-----– კ----–--ის ქუჩის №--–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს – დანას.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ----–-- გ------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე - სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სანქციის ფარგლებში შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6. კასატორის მითითებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, თუ ქმედება ჩადენილია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ. ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს მეოთხე ნაწილით, სავალდებულო არ არის წინ უსწრებდეს მე-2 ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება შეფასდეს, როგორც „ორჯერ ნასამართლევი,“ არ არის აუცილებელი „არაერთგზისობის“ მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობა.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ N183აპ-18 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და ბრალდების მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

 

10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კ----–-- გ------–-–---–-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ყანდიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე