განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003274049
N1/310-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
3 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - კ---- ს------, ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
არასრულწლოვანი ბრალდებული - გ------- მ--------, დაბადებული 2----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პ----------------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ-------------;
კანონიერი წარმომადგენელი - რ---- მ--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 2731 მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა);
სხდომის სახე - დახურული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
გ------- მ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა - გაუქმდეს;
გ------- მ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან გ------- მ--------ს დაეკისროს მოვალეობა ჩაერთოს: 1) „დანაშაულის გაცნობიერების“; 2) „დადებითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების“ და 3) ,,ცხოვრებისეული ფასეულობების განსაზღვრის“ სარეაბილიტაციო პროგრამებში; ასევე, მსჯავრდებულ გ------- მ--------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- მ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა წონით 12,67 გრამი, რაც საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 12,4 გრამი და ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე