შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.11.2021
საქმის ნომერი
2კ-740აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002863933

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

საქმე №740აპ-21 ქ. თბილისი

ა-ე გ-, 740აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ა--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 139–ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია); არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 139–ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, შინაპატიმრობა - 10 (ათი) თვით;

საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, შინაპატიმრობა - 6 (ექვსი) თვით; მოცემული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გ. ა-ე გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე–2 მუხლის საფუძველზე;

საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74–ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 64–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, გ. ა-ეს დაევალოს სარეაბილიტაციო პროგრამა - „ძალადობრივი ქცევის მართვასა“ და „დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩაბმა;

4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; გ. ა-ეს დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

5. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი