განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
110100119003180714
დავის ტიპი
177 4 ბ , 177 4 ბ , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ბ
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003180714

N1/242-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - მ-----– ხ--------- და ზ------ ბ--–-----

 

არასრულწლოვანი ბრალდებული - კ---- ბ------, დაბადებული 2----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი წ---------;

 

კანონიერი წარმომადგენელი - ნ--- ბ------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);

 

არასრულწლოვანი ბრალდებული - ს----- ბ---–----------, დაბადებული 2----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ო-----–---;

 

კანონიერი წარმომადგენელი - მარინე ბალიაშვილი;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით - 2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - 2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - დახურული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ---- ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;

 

კ---- ბ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

კ---- ბ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით;

ს----- ბ---–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადე4ნისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 ივლისის ეპიზოდი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით- თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლის ვადით, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ ს----- ბ---–---------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;

 

ს----- ბ---–----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

ს----- ბ---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აგვისტოდან, 2019 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულებს კ---- ბ------ს და ს----- ბ---–---------ს დაეკისროთ მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის 11 კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ცხრა ცალი მობილური ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

მობილური ტელეფონის დასატენი მოწყობილობის ორი კოლოფი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ანაწმენდები ოთხ ნიმუშად - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ტელეფონის დამცავი პარკი - დაუბრუნდეს დ----- ს----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (დ----- ს----–-–---–ის სარეალიზაციო) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ცამეტი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს მ----- ჭ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ხელის კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ხუთი ცალი ტელეფონის ყუთი - დაუბრუნდეს ტ------– ჯ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ტ------– ჯ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ხელის კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (მ------ ს---------ას სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (ა------------–---–-ს სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ერთი ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 24 ივლისს შემთხვევის (თ-- ხ--------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2019 წლის 26 ივლისს შემთხვევის (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ფოტოაპარატის ერთი ყუთი - დაუბრუნდეს მ------- ტ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 26 ივლისს (მ------- ტ-------ის სარეალიზაციო დახლი) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ა------------–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2019 წლის 29 ივლისს ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული - ოქროსფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 2) შავი ფერის კორპუსის მქონე „ნოკია ვერიზონს“ ფირმის მობილური ტელეფონი; 3) ვერცხლისფერი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 4) შავი ფერის კორპუსის მქონე „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; 5) შავი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------; 6) შავი ფერის კორპუსის მქონე „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3----------------------------------; ხუთი ცალი ციფრული ფოტოაპარატი: 1) ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „nikon coolpix“-ის ფირმის; 2) ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 3) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „fujifilm“-ის ფირმის; 4) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „sony cyber-shot“-ის ფირმის; 5) შავი ფერის კორპუსის მქონე ფოტოაპარატი „Fujifilm“-ის ფირმის, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ს----- ბ---–----------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუში -განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

არასრულწლოვანი ბრალდებულის (ს----- ბ---–----------ს) დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოკლე სახელოიანი მოშავო ფერის მაისური, ერთი ცალი წინდა, მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს არასრულწლოვან ს----- ბ---–---------ს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

არასრულწლოვანი ბრალდებულის (კ---- ბ------ს) დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზურგჩანთა მასში მოთავსებული სილიკონის ბუდეში ჩადებული შავი ფერის „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი; „ქსიომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „პოკიფონის“ ფირმის მოშავო ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის მობილური ტელეფონი; „ქსიამომის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“ ფირმის წითელი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“ ფირმის ლურჯი ფერის მობილური ტელეფონი; „სამსუნგის“ ფირმის წითელი ფერის მობილური ტელეფონი, მასზე მიერთებული თეთრი ფერის სადენით; „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი მასზე მიერთებული თეთრი ფერის სადენით; „ქსიამოს“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი; „ქსიამოს“ ფირმის ლურჯი ფერის მობილური ტელეფონი; თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი; ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი; შავი ფერის სპორტული შარვალი თეთრი ფერის ზოლებით; მოშაო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური თეთრი ნახატებით; მოთეთრო ფერის მოკლესახელოიანი მაისური მოშაო და მოწითალო ნახატებით; თეთრი ფერის წინდა; ერთი ცალი ქვა; ყურსასმენი; ასევე, კ---- ბ------სგან ამოღებული მოლურჯო ფერის მაისური, რაც მას თავზე ჰქონდა გაკეთებული და ერთი თეთრი და ერთი შავი ფერის წინდა, რაც ხელებზე ჰქონდა გაკეთებული, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ერთი ცალი ქვა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ადგილმდებარეობის (ზესტაფონი აღმაშენებლის ქუჩა N-- მდებარე აფთიაქ ა------ს წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული ოთხი ცალი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ერთი ცალი „ჰონორის“ ფირმის მობილური ტელეფონი; ექვსი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი ქვა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

 

შემთხვევის (მაღაზია უ------ის) ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ს----- ბ---–---------თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ნაცრისფერი მოკლე სახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი შარვალი, ყავისფერი თასმებიანი ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს ს----- ბ---–---------ს ანდა მისთვის ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

მ----- ჭ------ის სარეალიზაციო დახლთან განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

შპს „უ------ში“ განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე