მუხლი 56. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა
კარი V — არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებებითავი VIIIარასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა #
1. არასრულწლოვნის საქმის განხილვაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სასამართლო:
ა) უზრუნველყოფს, რომ საქმის სასამართლოში განხილვა არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარების შესაბამისად მიმდინარეობდეს;
ბ) სხდომებს შორის გონივრული ინტერვალით აცხადებს შესვენებას არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
2. დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
…პროცედურები არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის ნორმებს და არ ზღუდავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ასევე, არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს მსჯავრდებულ ბ. ო-ს დაუსწრებლად მისივე საქმის განხილვა, კერძოდ: ამ კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს…
…ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54- 56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ლ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით…
…მუ---------------- მო-აწილეობა მიიღო ორ სასამართლო სხდომაზე (2018 წლის 03 მაისს და 2018 წლის 15 მაისს), რის შემდგ მან უარი განაცხადა სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე და ამით თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომები ჩატარდა მის დაუსწრებლად არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი ადვოკატის…
…ა/სადგომზე). სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54- 56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ე-–----------–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით…