განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
190100118002586847
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-583-18

(№012250218003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი,სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი იზოლდა მელიქიშვილი

 

არასრულწლოვანი ბრალდებული: ლ--------------–--ე

მამის სახელი: კ-------ი

დაბადებული: 02.09.2--- წ.

პირადი ნომერი: 33001076409

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, შ------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა ” და „ბ“ პუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით;

 

კანონიერი წარმომადგენელი: ნ--------------ე;

 

სხდომის სახე: დახურული;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 25 თებერვალს, 03:07 საათზე, ლ--------------–--ემ, კარის საკეტის გაღების მიზნით, უკანონოდ შეაღწია ქ. რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის N19-ში მდებარე შპს „ომეგას“ კუთვნილ მაღაზია „მეგატექნიკაში“, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 4585 ლარის ღირებულების ხუთ ცალ მობილურ ტელეფონს.

 

ლ--------------–--ის ქმედებით შპს „ომეგას“ მიადგა 4585 (ოთხიათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლოს დასკვნა ლ--------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გი-------------–-–---–ის, გ-------------–--ის, გ-----------------–ისა და ლ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმს და გამოთხოვილ ჩანაწერს, სუნის ნიმუშის აღების ოქმს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; 2018 წლის 20 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს მოქალაქისათვის ქურდობით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, 177-ე სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, ლ--------------–--ემ, კარის საკეტის გაღების მიზნით, უკანონოდ შეაღწია შპს „ომეგას“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკაში“, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 4585 ლარის ღირებულების ხუთ ცალ მობილურ ტელეფონს, რითაც მაღაზიას მიადგა 4585 (ოთხიათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ლ--------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა ” და „ბ“ პუნქტებით, რის გამოც, იგი აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ლ--------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

თბილისის პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის ნინო ბარნაბიშვილის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით: დანაშაულის პრევენციის, მოზარდის პროსოციალური ქცევის განვითარებისთვის აუცილებელია მოზარდის მხრიდან მორალურად და კანონის შესაბამისად აკრძალული ქმედებების უარყოფითი მხარეების გაანალიზება, კრიმინალური მენტალობის ადამიანებთან ურთიერთობის საფრთხეებისა და აღნიშნულთან შედარებით პროსოციალურ აქტივობებში ჩართვის სარგებლიანობის გაცნობიერება. რეკომენდირებულია, მოხდეს მოზარდის მოტივაციის გაზრდა, ცხოვრებისეული ფასეულებების შესახებ მსჯელობის წახალისება, რათა თავად დაინახოს ცვლილებების საჭიროება და აუცილებლობა. მოზარდს ესაჭიროება ღირებულებითი მსჯელობისა და თვითრეფლექსიის წახალისება, პროსოციალური ნორმებისა და სოციალური უნარების განვითარებაში დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია, აკადემიური დახმარება და მისი ასაკის შესაბამის აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.

 

ასევე, რეკომენდირებულია მსჯავრებულის ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის განვითარება და ერთიანი თანამშრომლობის გეგმის ჩამოყალიბება, მშობლობის უნარ-ჩვევების სწავლება, შვილის ქცევის ადეკვატური შეფასება და მის ანტისოციალურ ქცევასთან გამკლავების სტრატეგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ოჯახი საჭიროებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედისთვის ფსიქოლოგის მომსახურების მიწოდებას, სიღარიბის დაძლევას, რათა რეგულარულად იქნეს დაკმაყოფილებული მოზარდის ბაზისური და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებები.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”

 

”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ”, და ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანის ქმედების პრევენციის მთავარ რესურსად მიჩნეულია კანონის შესაბამისად აკრძალული ქმედებების უარყოფითი მხარეების გაანალიზება, კრიმინალური მენტალობის ადამიანებთან ურთიერთობის საფრთხეებისა და აღნიშნულთან შედარებით პროსოციალურ აქტივობებში ჩართვის სარგებლიანობის გაცნობიერება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------–--ეს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციულობის, სამართლიანობის და პრევენციის დაცვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. ლ--------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- სუნის, ნერწყვის და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, ანაწმენდები - უნდა განადგურდეს;

 

- მობილური ტელეფონის 5 ცალი ყუთი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

(ნივთმტკიცება ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

- ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54-56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ლ--------------–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის #1/1618-18 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ--------------–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ--------------–--ეს აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შეფარდებული.

 

3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- სუნის, ნერწყვის და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები, ანაწმენდები - განადგურდეს;

 

- მობილური ტელეფონის 5 ცალი ყუთი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

(ნივთმტკიცება ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

- ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი