განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-228-18
(№078200817001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ღონღაძე,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ვალერიან ასპანიძე,ბრალდებული: ე-–---------–--–---ი - დაბადებული 2----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, სკოლის მოსწავლე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ. მარნეულის რაიონი, სოფელ ს------–ოში;
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თარჯიმანი - მარინე შენგელია
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 13:35 საათზე, მარნეული-ს------–ოს საავტომობილო გზის 33-ე კილომეტრზე მოძრაობდა ,,ო---–--------ს" მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - F------, რომელსაც მართავდა არასრულწლოვანი ე-–---------–--–---ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და 34-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა მის წინ მიმავალ ,,ო---–---------ს’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - GM-093-GM, რომელსაც მართავდა არასრულწლოვანი რ----–---------–---ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ე-–---------–--–---ის მგზავრმა - არასრულწლოვანმა ი--------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ასევე მგზავრი - არასრულწლოვანი ე-–----------------ი გარდაიცვალა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ე-–---------–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას (20.08.2017), დაზარალებულ ი--------------ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს---------------ას გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ე-–--------–------ის და რ----–---------–---ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას და ფოტოსურათებს (20.08.2017), ე-–----------------ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N004843017 დასკვნას (11.01.2018), ი--------------ის მკურნალობის დოკუმენტაციას, ი--------------ის სამედიცინო ექსპერტიზის N006625717 დასკვნას (13.11.2017), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1916/სტ დასკვნას (24.08.2017), ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1176/ა დასკვნას (05.09.2017), თავად ე-–---------–--–---ის გამოკითხვის ოქმს და სხვა მტკიცებულებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 12 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია.
დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და მიზეზობრივი კავშირი - შედეგად გამოიწვია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. ხოლო, მე-5 ნაწილით - შედეგად გამოიწვია თუ არა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე-–---------–--–---ის შემამსუბუქებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანებისას, მისი გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება არ საქმეში არ გამოვლენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”
”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ”, და ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.
ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი საუკეთესო ინტერესები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენების წესისა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის მიმართ, რომლის შესახებაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ, თუ არასრულწლოვნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა და თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნით შეილახება, აღემატება იმ სხვა საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იქნებოდა დაცული. ამავე ბრძანების თანახმად, პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, თუმცა მისი უარი განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40-ე მუხლი ადგენს განრიდების გამოყენების წინაპირობებს, რა დროსაც განრიდების გამოყენება შესაძლებელია მუხლში მითითებულ გარემოებათა ერთობლიობისას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ე-–---------–--–---ს ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლითაც ხელყოფილია სამართლით დაცული ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე - ადამიანის, არასრულწლოვანი დაზარალებულის სიცოცხლე, ასევე სხვა გარემოებები, გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარემ არ განიხილა მის მიმართ განრიდების გამოყენება, იმავე საფუძვლით, სასამართლომ არ დაუბრუნა საქმე პროკურორს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–---------–--–---ს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციულობის, სამართლიანობის და პრევენციის დაცვით ვინაიდან მის მიერ ერთი ქმედებაა განხორციელებული, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით.
სასამართლოს თვლის, რომ ე-–---------–--–---ი, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უზრუნველეყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ა/საგზაო შემთხვევის გამომწვევი და მძღოლის მიერ უსაფრთხო მართვის ხელშეშლის რაიმე ობიექტური გარემოება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გზა არის მოასფალტებული და უდეფქტო, განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებამ ასახვა უნდა ჰპოვოს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ე-–---------–--–---ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარებს ბრალად შერაცხულ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსაქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ე-–---------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სს ამოღებული ა/მანქანები უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (განთავსებულია საჯარიმო ა/სადგომზე).
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 54-56-ე, 65-ე, 73-ე და 75-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–----------–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ე-–----------–--–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი ) წლის ვადით.
ე-–----------–--–---ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი ) წელი.
მასვე, აეკრძალოს ა/სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 01(ერთი) წლის ვადით.
2. ე-–----------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა - გაუქმდეს.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სს ამოღებული ა/მანქანები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (განთავსებულია საჯარიმო ა/სადგომზე).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი