განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003249475
საქმე №1/928-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
09.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ზი--------–-----ე;
დაცვის მხარე: მე-----–---–--ა;
საპროცესო წარმომადგენელი: მა-----------–---ე;
დახურულ სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: შო----ო ჩი--–--ე
მამის სახელი: და----ი
დაბადების თარიღი: 1---------წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ზ. გა-----------ას გამზირი №3----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2018 წლის 01 ივნისის ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შო----ო ჩი--–--ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა’’ და „დ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 14 თებერვლის ქუ-----ის საქალაქო სასმართლოს განაჩენით შო----ო ჩი--–--ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2019 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა შო----ო ჩი--–--ემ ქვის ლოდით ჩაამსხვრია ქუ-----ში, ი. ჭა------ის გამზირის №62-ში მდებარე სს „სი-–-----ის’’ მაღაზიის კარის მინა და უკანონო შეღწევის გზით, მაღაზიიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 3 ცალ „SA-----“ ფირმისა და 2 ცალ „ H----I “-ის ფირმის, სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს, რის შედეგადაც სს „ სი-–-----ს „ მიადგა 2--- ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
2.1. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შო----ო ჩი--–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა შო----ო ჩი--–--ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----ო ჩი--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შო----ო ჩი--–--ის ბრალეულობას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეთა მა------------–---–ის, გე-–------------ის, ხა-----ა ჩი--–--ის, დი------------–-----–--ის, ირ----------ის, და---- დო------ის, აკ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, სს „სი-–-----იდან„ მიღებული წერილით, შო----ო ჩი--–--ის მოწმედ გამოკითხვის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 01 ივნისის ქუ-----ის საქალაქო სასამრთლოს განაჩენით, 2019 წლის 14 თებერვლის ქუ-----ის სასამართლოს განაჩენით, მა------------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული 4 ცალი მობილური ტელეფონით, ქუ-----ში, ი. ჭა------ის გამზირის N62-ში განთავსებული სს „სი-–-----ის„ მაღაზიის ვიდეოჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შო----ო ჩი--–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 09 დეკემბერს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შო----ო ჩი--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლითაც ირკვევა, რომ №2---------–---------–-------–--აში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ შო----ო ჩი--–--ე ჩართულია ყველა სერვისში. აქტიურად ესწრება გაკვეთილების მიმდინარეობას. სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გადმოცემით, მშობლის დახმარებით არასრულწლოვანი ახლო მომავალში ოფიციალურად ჩაირიცხება სკოლის ბაზაზე და ექნება შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი საშუალო განათლება, თუმცა ის არ ავლენს ინტერესს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაწესებულებაში დარჩენის შემთხვევაში არ სურს განათლების მიღება, ვინაიდან დაეკარგება მოტივაცია. ბრალდებული ასევე ჩართულია სარეაბილიტაციო ღონისძიებაში, ესწრება ფილმის ჩვენებებს, სარგებლობს ბიბლიოთეკით და კითხულობს წიგნებს, ასევე დაიწყო ლექსების წერაც. მას უჭირდა კითხვა და წერა, თუმცა მუშაობს საკუთარ თავთან და ვარჯიშობს საკანში განმარტოების დროს. 2018 წლის განმავლობაში არსებული შეფასების ეტაპზე შო----ო ჩი--–--ე ძალადობრივი ქმედების განხორციელებას პოზიტიურად ახასიათებდა და ჰქონდა მზაობა, რომ სირთულის არსებობის შემთხვევაში მიემართა ძალადობრივი ქმედებისათვის. მიმდინარე შეფასების ეტაპზე გამოირჩეოდა სიმშვიდით და განმარტავდა, რომ მას შემდეგ რაც შეწყვიტა ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერების მოხმარება შეუძლია საკუთარი ქცევისა და ემოციის მართვა და კონფლიქტური სიტუაციების გამოცდილებაც არ ჰქონია. შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ არასრულწლოვანი წარსულში იყო როგორც ფიზიკური ასევე ემოციური ძალადობის მსხვერპლი. შო----ო ჩი--–--ე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავლენს სტრესის დაძლევის პოზიტიურ უნარ-ჩვევებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს ცდილობს წიგნების კითხვასა და ლექსების წერას, ხოლო დაწესებულებაში მოხვედრამდე განმარტოებით უსმენდა მუსიკებს....( ინდივიდუალური შეფასების ანგარიში)
სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს ზიანი ანაზღაურებულია (ფარულად დაუფლებული ნივთები ამოღებულია და დაუბრუნდება დაზარალებულს), ასევე ბრალდებულის ასაკს ქმედების ჩადენის დროს (17 წლის არასრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შო----ო ჩი--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----ო ჩი--–--ეს საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მიმართავს ამ უკიდურეს ღონისძიებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის ან თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნების (ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია) განხორციელება. ამასთან, ბრალდებულის მიმართ გატარებული სამართლებრივი პროცედურების ფონზე მის მიერ ახალი დანაშაულების ჩადენის დინამიკა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოსაზრებები სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში კვლავ იარსებებს მისი მხრიდან ახალი მსგავსი ან უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენის რეალური საფრთხეც, რომლითაც, არა მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთე დაზიანდება, არამედ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს თვით არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესებს. სასამართლოს აზრით, დაუსჯელობის მოლოდინი, დელიქვენტური ქცევის მქონე სამეგობრო წრე და მშობლების მხრიდან არასათანადო კონტროლის განხორციელება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის მიერ ერთი და იგივე სახის და ხასიათის დანაშაულების სისტემატურად ჩადენას, რომლის აღკვეთის ერთადერთი საშუალება ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მხოლოდ საზოგადოებისაგან იზოლაცია.
სასამართლოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია უნდა მოხდეს მოკლე ვადით, რათა სრულწლოვანების მიღწევის დროისათვის ის რეაბილიტირებული დაუბრუდეს საზოგადოებას როგორც სრულფასოვანი წევრი და დროულად მიეცეს თვითრეალიზების შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შო----ო ჩი--–--ის მიმართ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა გარემოება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლისათვის: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შო----ო ჩი--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით - ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, შო----ო ჩი--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2. გაუქმდეს შო----ო ჩი--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შო----ო ჩი--–--ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 სექტემბრიდან.
4. მსჯავრდებულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაიწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შო----ო ჩი--–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
6.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები - რომელიც მოთავსებულია საქმეში - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული შუშის ნატეხები, ქვის ლოდი, ანაწმენდები, ნიღაბი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6.3 შო----ო ჩი--–--ის ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6.4 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, ქუ-----ში, ი. ჭა------ის გამზ. N62-ში განთავსებული სს ,,სი-–-----ის’’ მაღაზიის ვიდეოჩანაწერები - რომლებიც მოთავსებულია საქმეში - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.5 მა-----------–---–--გან ამოღებული H----I Mate 20 Lite მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, SA----- Galaxy J2 მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, H----I Y6 Prime მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, SA----- Galaxy J6+ მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, H----I P20 LITE მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, SA----- Galaxy A6 მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.6 მა-----------–---–--გან ამოღებული H----I Mate 20 Lite მოდელის მობილური ტელეფონი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6.7 ჩხრეკის შედეგად ამოღებული SA----- Galaxy J2 მოდელის მობილური ტელეფონი, H----I Y6 Prime მოდელის მობილური ტელეფონი, SA----- Galaxy J6+ მოდელის მობილური ტელეფონი, H----I P20 LITE მოდელის მობილური ტელეფონი, SA----- Galaxy A6 მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე