განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003035405
საქმე №1ბ/1947-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ-------------–---–ის,ადვოკატ - მ------------–---–ის,არასრულწლოვან მსჯავრდებულ - ი-----–-----–------ის,საპროცესო წარმომადგენელ - თ----------–--–-ძის მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორ დ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი-----–-------------------–-------ს მიმართ - დაბადებული 2----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------–-----------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:
ი-----–-----–------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-----–-----–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ი-----–-----–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ი-----–-----–------იმა ჩაიდინა ქურდობის მომზადება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მომზადება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით.
მანვე ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–---------------–------------------------–---------------------–------------------–---–----------------------ას ორგანიზებით შეიკრიბა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ი-----–-----–------ი, ნ------------რი და გ---------------–--რი. ბ--------------–---–-სა და ნ-------------ას მითითებით, ი-----–-----–------ს და გ---------------–--რს უნდა გაექურდათ ქ-------–--–-----------------------------–------------–--------–-----ს“ ტექნიკის მაღაზია, ხოლო ნ--------------ე უზრუნველყოფდა მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლებას და პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილებდა დანაშაულის ამსრულებელ პირებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ბინიდან წამოსვლის შემდეგ, გ---------------–--რმა გადაიფიქრა დანაშაულში მონაწილეობა და წავიდა პირადი საქმის მოსაგვარებლად. როლების განაწილების და გასაქურდი მაღაზიის ძებნის შემდეგ, ი-----–-----–------მა და ნ------------რმა შეამჩნიეს, რომ მითითებულ მაღაზიაში მობილიზებული იყო პოლიცია, რის გამოც დანაშაული აღარ ჩაიდინეს;
2019 წლის 15 მაისს, დილის საათებში, ი-----–-----–------მა ნ------------რთან წინასწარი შეთანხმებით, შუშის კარების ჩამსხვრევის შედეგად, უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----------------------ში მდებარე შპს „ზ-----------------ს“ კუთვნილ ტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 5515,37 ლარის ღირებულების კომპიუტერულ ტექნიკას. აღნიშნული ქმედებით შპს „ზ-----------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;
2019 წლის 15 მაისს, დილის საათებში, ი-----–-----–------მა ნ------------რთან წინასწარი შეთანხმებით, განზრახ ჩაამსხვრია ქ-------–--–----------------------–------------–-----------------------ს“ კუთვნილი მაღაზიის შესასვლელი შუშის კარი, რის შედეგადაც შპს „ზ-----------------ს“ მიადგა 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა დ-------------–---–მა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ი-----–-----–------ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაღვრას.
აპელანტის გამარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს, თუმცა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი, შესაბამისად, სასჯელი განისაზღვრა მხოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მაშინ, როდესაც ზემოთხსენებული განაჩენიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვრულიყო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულ ი-----–-----–------ის მიმართ მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.
მსჯავრდებულმა ი-----–-----–------მა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ი-----–-----–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, მოწმეების: ბ--------------–---–-ს, ნ------------რის, ირინა გამხიტაშვილის და გენადი ვასაძის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებს; ი-----–-----–------ის პირადი ჩხრეკის ოქმს და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს და ვიდეოჩანაწერებს; ასევე, მოწმეების: ი--------------–---–------------------------–----------------------------------–------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებს; ამოღების ოქმს და ნ-------------ასგან ამოღებულ მობილურ ტელეფონს; ამოღების ოქმს და სალომე როსტომაშვილისაგან ამოღებულ მობილურ ტელეფონს; შპს „ზ-----------------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის; ოდოროლოგიური ექსპერტიზის No4-------- დასკვნას, შპს „ზ-----------------ს“ წერილის და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–-----–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ი-----–-----–------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ასევე მიუთითებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ხოლო, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით, 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო იზიარებს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად: „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას“.
ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა ი-----–-----–------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ი-----–-----–------ის პიროვნება, მისი საუკეთესო ინტერესი, რაშიც სასამართლომ მოიაზრა არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები; ასევე გაითვალისწინა ი-----–-----–------ის ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, ოჯახური მდგომარეობა და საქმეზე წარმოდეგნილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა მისი პიროვნებისათვის დამახასითებელი არაერთი დადებით გარემოება მის ინტერესებსა და სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი სასამართლომ მსჯავრდებულს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის პროპორციული სასჯელი, რომელის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს.
იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ი-----–-----–------მა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილ დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–-----–------ის მიმართ საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი;
ი-----–-----–------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-----–-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-----–-----–------ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ი-----–-----–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.
ი-----–-----–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ბ. ბუგიანიშვილი