განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-496-2018 წელი
№020100118002408518
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- ტ-------ს,ადვოკატის – ბ------ ყ-----–---–ის,მსჯავრდებულის – ჭ------ ტ-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ჭ------ ტ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჭ------ ტ-----, დაბადებული 2----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ზ----------------------------–------–----ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-ხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თა-ვისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განე-საზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართ-ლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკუთარი ქმედების მიზეზების გაანალიზებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, დაევალა სოციალურ მუშაკთან მუშაობის პროცესში აქტი-ური ჩაბმა, სოციალური მუშაკის მიერ ამ მიზნით შერჩეული პროგრამების გავლა და ამავე მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი აუცილებლობის გამო, მის მიერვე დაკისრებული მოვალეობების შესრულება (მათ შორის თავისუფალი დროის კონკრეტული მიმართულებით გამოყენება, კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა ან შეზღუდ-ვა, გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვეულ დროს გარ-კვეული ადგილის მონახულების აკრძალვა და სხვა) ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, რაც განისაზღვრება თავად სოციალური მუშაკის მიერ; კონფლიქტებისა და იმპულსთა მართვის სარეაბილიტაციო პროგრამის, ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროგრამის, ასე-ვე სხვათა უფლებების პატივისცემისა და საკუთარ ღირებულებათა სისტემის კანონთან შე-საბამისობაში მოყვანის აუცილებლობის გააზრების ხელშემწყობი პროგრამების გავლა შე-საბამისი უნარების გამომუშავებამდე.
aRwerilobiTi nawili:
ჭ------ ტ-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძი-მე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხ-ლისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 15 საათზე ქ. ზ--------–---–---------------ის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მინი სტადიონზე, ჭ------ ტ-----მ, ურთიერთშელაპარაკების ნია-დაგზე, დანა დაარტყა გულ-მკერდის არეში არასრულწლოვან ნ-----–---- ჩ--------ს, რის შე-დეგადაც ნ-----–---- ჩ--------მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარის-ხის დაზიანება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- ტ-------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჭ------ ტ-----ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ საამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა ჭ------ ტ-----ს ყოფაქცევა და-ნაშაულის ჩადენის შემდეგ, იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გაანადგურა ნივთიერი მტკიცებულება – დანა, არ აღიარა დანაშაული.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-–-- ტ-------ს, რომელიც ითხოვს ჭ------ ტ-----ს მიმართ საპა-ტიმრო სასჯელის განსაზვრას.
– მსჯავრდებულ ჭ------ ტ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ------ ყ-----–----–ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სა-მართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ჭ------ ტ-----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჭ------ ტ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პა-ლატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჭ------ ტ-----ს მიმართ სასჯე-ლის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხ-ლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტი-ვი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სა-მართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესო-ციალიზაცია; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ხარისხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა აგრეთვე ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც:
ჭ------ ტ-----ს აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოხატავს სინანულს, საკუთარ ქმე-დებაზე, პასუხისმგებლობას იღებს, იზიარებს შედეგებს, მათ შორის მისი ქცევის გავლენას დაზარალებულზე. უარყოფითად აფასებს მომხდარს, მისთვის ემოციურად მძიმეა მიმდი-ნარე მოვლენები, სრულად იაზრებს გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, მათ შორის დაზარა-ლებულისთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის, თვითმხილველებისთვის, მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის მიყენებულ ზიანს, განიცდის, აცნობიე-რებს, რომ გარშემომყოფთ შეუქმნა პრობლემები. უკან დაბრუნების შემთხვევაში იმავე შეც-დომას არ დაუშვებდა და ყველა ღონეს მიმართავდა პრობლემის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად. მშობლებს მსჯავრდებულთან მანამდე რაიმე პრობლემა არ შექმნიათ, ის ზოგადად არ ხასიათდება აგრესიული და ძალადობრივი ქცევის ნიშნებით. მშობლები უარყოფითად აფასებენ მსჯავრდებულის ქმედებას, აღნიშნავენ, რომ მას არაძალადობრივი ფორმით უნდა მოეგვარებინა პრობლემური სიტუაცია. ოჯახის წევრებმა დაზარალებულს აუნაზღაურეს მკურნალობის ხარჯები. მსჯავრდებული გამოხატავს პრევენციის მზაობას, აქვს კონკრეტული გეგმა, მოტივირებულია კანონმორჩილად გააგრძელოს ცხოვრება. მშობ-ლებისთვისაც პრიორიტეტულია მსჯავრდებულის კანონმორჩილი ცხოვრება. მსჯავრდე-ბული ავლენს ინტერესს უმაღლესი განათლების მისაღებად, რაშიც აქვს მშობლების მხარ-დაჭერა, აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, ხატავს, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მშობლები მუდამ ინფორმირებულნი იყვნენ მსჯავრდებულის ადგილ-სამყოფლისა და საქმიანობის შესახებ, მუდმივად ეხმარებოდა მამას საოჯახო საქმიანობაში, დედას ხშირად უზიარებდა მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, სამო-მავლო გეგმებს, სახლიდან არ გადიოდა მშობლებთან პირადად დამშვიდობების გარეშე, სახლში იყო თბილი, კომუნიკაბელური, აქტიური, ხასიათდება მაღალი აკადემიური მოს-წრებით და კარგი ყოფაქცევით, გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, მონაწილეობდა სასკო-ლო ოლიმპიადებში, არის თავაზიანი, უკონფლიქტო, მისი სამეგობრო წრე არ ხასიათდება ანტისოციალური ქცევით, ჰქონდა დატვირთული დღის რეჟიმი, არ ჰქონია კონფლიქტური ურთიერთობა ვინმესთან, აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი მშობლებთან და დასთან, ოჯახის წევრები წარმოადგენენ პოზიტიურ როლურ მოდელებს მისთვის, აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, აცნობიერებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჭ------ ტ-----ს საბოლოოდ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შე-ტანის საფუძველი.
ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი ჭ------ ტ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ჭ------ ტ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამარ-თლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჭ------ ტ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულე-ბის კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდე-ლად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლო-ვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 06 (ექვსი) წელი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 45-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ჭ------ ტ-----ს, საკუთარი ქმედების მიზეზების გაა-ნალიზებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, დაევალოს სოციალურ მუშაკთან მუშაობის პროცესში აქტიური ჩაბმა, სოციალური მუშაკის მიერ ამ მიზნით შერჩეული პროგრამების გავლა და ამავე მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი აუცილებლობის გამო, მის მიერვე დაკისრებული მოვალეობების შესრულება (მათ შორის თავისუფალი დროის კონკრეტული მიმართულებით გამოყენება, კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის აკრძალ-ვა ან შეზღუდვა, გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვე-ულ დროს გარკვეული ადგილის მონახულების აკრძალვა და სხვა) ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, რაც განისაზღვრება თავად სოციალური მუშაკის მიერ; კონფლიქტებისა და იმპულსთა მართვის სარეაბილიტაციო პროგრამის, ძალადობრივი ქცევის პრევენციის პრო-გრამის, ასევე სხვათა უფლებების პატივისცემისა და საკუთარ ღირებულებათა სისტემის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის გააზრების ხელშემწყობი პროგრამე-ბის გავლა შესაბამისი უნარების გამომუშავებამდე.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჭ------ ტ-----ს ყო-ფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალ-ყურის დევნა დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
ჭ------ ტ-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
ნივთმტკიცება – ლაქა და სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili\
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe