განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002557027
საქმე №1ბ/1325-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ან–--–--------ს
მსჯავრდებულის: ლუ------------–---ს
ადვოკატის: ვე----------–-–---–-ს
კანონიერი წარმომადგენელის: ნი--------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლუ------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- კა-------ს ძე სი-------–--ის მიმართ, დაბადებული 2----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–-------------–-–---–-------------–---------------------–-------------------–-----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით და ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ლ---- სი-------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის და 8(რვა)თვის ვადით.
ლ---- სი-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- სი-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- სი-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ---- სი-------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 22 ივნისიდან.
ლ---- სი-------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით ლ---- სი-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 20 ივნისს, 06:46 საათზე, ქ. თბილისში, ს-------------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „-----–----–--------––-- არსებულ მაღაზია „გ--–---–-- უკანონო შეღწევით, ლ---- სი-------–--ე თანამზრახველებთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხუთ ცალ მობილურ ტელეფონსა და 37 (ოცდაჩვიდმეტი)ლარს, რის შედეგადაც შპს „გა-–---ს“ საერთო ჯამში მიადგა 3 289 (სამი ათას ორას ოთხმოცდაცხრა) ლარის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით ლ---- სი-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 22 ივნისს, 06:48 საათზე, ქ. თბილიში, წ-------–-------------------ში მდებარე შპს „-------- კუთვნილ მაღაზია „------------–-- უკანონო შეღწევის გზით, ლ---- სი-------–--ე თანამზრახველებთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა იურიდიული პირის კუთვნილ 20(ოცი)ცალ მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც შპს „-------- საერთო ჯამში მიადგა 13 910 (ცამეტი ათას ცხრაას ათი) ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლუ------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვე----------–-–---–-ა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით სასჯელად ჩათვლა, ხოლო ალტერნატივის სახით ითხოვა სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლუ------------–---ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულ ლუ------------–---ს მიერ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ნა-----------------------------------------------------------------------–---–---------------–----------------------------–----- და ლ---- ლ------ს გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ლუ------------–---ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; მობილური ტელეფონისა და სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულებით (ვიდეოჩანაწერით); ზიანის შესახებ წერილით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით.
ასევე, მოწმეების: ირ---–---------------------–---------------------------------------------------------------------–---–------------------–------------------–--–---–--------------------------------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ლუ------------–---ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონით; მობილური ტელეფონების ყუთის ამოღების ოქმითა და ამოღებული ყუთებით; ლ---- კო---–------------------------–---ს პირადი ჩხრეკის ოქმებით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულებით (ვიდეოჩანაწერით); ზიანის შესახებ წერილით; აღნიშნული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლ---- სი-------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, ხერხი, დამდგარი შედეგი და მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
მსჯავრდებულმა ლ---- სი-------–--ემ მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ლ---- სი-------–--ე არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ორი ეპიზოდი, დროის უმოკლეს ვადაში, რაც ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებას ასეთი სახის დანაშაულის ჩადენისაკენ, ამასთან, ლ---- სი-------–--ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. რაც შეეხება თავად სასჯელს ზომას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე ეპიზოდში მსჯავრდებულს სასჯელის მინიმუმი განუსაზღვრა. ასეთ პირობებში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---- სი-------–--ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლუ------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლუ------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვე----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლ---- სი-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის და 8(რვა)თვის ვადით.
ლ---- სი-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამევე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- სი-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაცენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- სი-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) ლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ლ---- სი-------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 22 ივნისიდან.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან ლ---- სი-------–--ეს დაევალოს პროგრამა „ცხოვრებისეულ ფასეულობებში“ ჩართვა;
6.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლით გამოყენებულ მოვალეობაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთიერი მტკიცებულება:
-დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლუ------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე