განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
080100118002420558
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002420558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N35აპ-19 ქ. თბილისი

ტ------- გ-------, 35აპ-19 3 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ტ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით გ------- ტ-------, - დ----------–-------–-–-----------, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼- ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼- ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ტ-------ს მიესაჯა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ივლისისა და 2017 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდები), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 3 სექტემბრის, 2017 წლის 26 ოქტომბრისა და 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდები), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა,“ „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ტ-------ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.

 

2. გ------- ტ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2.1. 2017 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ-------–ი, ზ. გ------------ას ქუჩის პირველი შესახვევის N--ის წინამდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „მიცუბიში დელიკას“ მოდელის, სახ. ნომრით “L------“ ავტომანქანიდან გ------- ტ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი----- ო----ის კუთვნილ, 550 ლარად ღირებულ „თურქსელის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 55 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის დამტენს, 60 ლარად ღირებულ ტელეფონის 3 კაბელსა და 595 ლარს, ქურთუკს, სამლიტრიანი ქილით კომპოტს, რითაც ი----- ო----ს მიადგა 1260 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.2. 2017 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ-------–ი, ზ. გ------------ას ქუჩის პირველი შესახვევის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „კიას“ მოდელის, სახ. ნომრით “J------“ ავტომანქანიდან გ------- ტ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „დ--------ის“ კუთვნილ, 130 ლარად ღირებულ აკუმულატორს.

 

2.3. 2017 წლის 14 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------- ტ------- ქ-------–ი, ი. ჭ-------ის გამზირის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ------ კ--------ის კუთვნილ „ვაზ 2106-ის“ მოდელის, სახ.ნომრით “C------“ ავტომანქანას.

 

2.4. 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ------- ტ-------მ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქ-------–ი, გ---–-–---–ის ქუჩის N---ში მდებარე შპს „ი-------------ას“ აფთიაქის კარი და ამ გზით უკანონოდ შეაღწია აფთიაქში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ი-------------ას“ კუთვნილ 100 ლარს.

 

2.5. 2018 წლის 28 იანვარს, ღამის საათებში, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია თ--------–ის რაიონის სოფელ გ---------ში (ბ-----–------ში) მდებარე ა------–- ჰ-----ის ძე ა-–---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა 120 ლარად ღირებულ წყლის ელექტროძრავასა და 15 ლარად ღირებულ ფარანს.

 

2.6. 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 00:05 საათზე, გ------- ტ-------მ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, რ---------–ის გამზირის N---ში მდებარე ი---- ჩ--------ის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი---- ჩ--------ის კუთვნილ 360 ლარს.

 

2.7. 2018 წლის 1 თებერვალს, ღამის საათებში, გ------- ტ-------მ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქ-------–ი, გ--–---ის ქუჩის N---ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ნ--–- ბ------–---–ის მაღაზიის კარი, უკანონოდ შეაღწია შენობაში და შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა თანხას.

 

2.8. 2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ს---–--------------–ის ქუჩის N--ში მდებარე ინდ მეწარმე გ---- ფ-----–-ას მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ---- ფ-----–-ას კუთვნილ 269 ლარსა და 12.30 ლარად ღირებულ, სამ კოლოფ სიგარეტს – „ვინსტონ სლიმს.“

 

2.9. 2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ფ--–--–---–ის ქუჩის მ--- შესახვევის N--ში მდებარე შპს „ჩ----ს“ მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ჩ----ს“ კუთვნილ 20 ლარს.

 

2.10. 2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 07:55 საათზე, გ------- ტ-------მ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქ-------–ი, გ. ტ----ის ქუჩის N--ში მდებარე შპს "ვ-------–---ს" მაღაზია და შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს "ვ-------–---ს" კუთვნილ თანხას.

 

2.11. 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 06:10 საათზე, გ------- ტ-------მ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ზ. გ------------ას ქუჩის N---ში მდებარე შპს „ს---------ის“ აფთიაქში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ს---------ი-ს“ კუთვნილ 985 ლარს.

 

2.12. 2018 წლის 14 თებერვალს, ღამის საათებში, გ------- ტ-------მ, ო----- მ---სა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ი. ჭ-------ის გამზირის N---ში მდებარე შპს „ჯ------–ის“ ოფისში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ჯ------–ის“ კუთვნილ, 289 ლარად ღირებულ „HUAWEI Y3,“ 525 ლარად ღირებულ „HUAWEI GT 3 BLACK, 579 ლარად ღირებულ „HUAWEI P8 LITE 2017 BLACK,“ 459 ლარად ღირებულ „HUAWEI P9 LITE MINI BLUE“ მობილურ ტელეფონებსა და შპს „ტ---------ის“ კუთვნილ, 817 ლარად ღირებულ “SAMSUNG J7 PRO,” 695 ლარად ღირებულ “SAMSUNG A3” მობილურ ტელეფონებს, რითაც შპს „ჯ------–ს“ მიადგა 1852 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო შპს „ტ---------ს“ - 1512 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.13. 2018 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ზ. გ------------ას ქუჩის N---ში მდებარე ინდმეწარმე ქ------- ფ--------ის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ------- ფ--------ის კუთვნილ 296.50 ლარს.

 

2.14. 2018 წლის 24 თებერვალს ქ-------–ი, თ----------ის N---ში, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ტორტის სახლ ,,რ------–--ში,“ ფარულად დაეუფლა ზ---- კ-------–---–ის 50 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, 649 ლარსა და 150 ლარად ღირებულ ფულის შესანახ ყუთს.

 

2.15. 2018 წლის 26 თებერვალს, ღამის საათებში, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, აკ. წ-------–ის ქუჩის N--ში მდებარე „პ---------ას“ N---ე აფთიაქში, სადაც იმყოფებოდა ფარმაცევტი ლ---- რ--------. გ------- ტ-------მ ლ---- რ--------ს მიმართა, არ გასულიყო მოსასვენებელი ოთახიდან და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა შპს „პ---------ას“ კუთვნილ 675 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2.16. 2018 წლის 28 თებერვალს გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ლ----- ა-------ის ქუჩის №---ში მდებარე სათამაშოების მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინაამღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 ლარსა და 400 ლარად ღირებულ პოვერბორს.

 

2.17. 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 05:50 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ლ. ა-------ის ქუჩის N---ში მდებარე შპს „კ-----------ში“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „კ-----------ის“ კუთვნილ 100 ლარს.

 

2.18. 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 21:33 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, თ----------ის N---ში მდებარე შპს ,,ლ------–----------------ის“ აფთიაქში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 180 ლარს.

 

2.19. 2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 02:24 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, თ----------ის ქუჩის N--ში მდებარე მაღაზია ,,ა-–-------------ში’’ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ბურთს. დაზარალებულს აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 90 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2.20. 2018 წლის 2 მარტს, 02:25 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, თ----------ის N--ში მდებარე მაღაზია „ნ-------ში“ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 40,60 ლარად ღირებულ სიგარეტებს.

 

2.21. 2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 21:33 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, წ------------ს ქუჩის N--ში მდებარე მაღაზია ,,ლ------ში’’ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 73 ლარს, სათამაშოებს, საათს, საწერ კალმებსა და საღეჭ რეზინს. დაზარალებულს აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 630,50 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.22. 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 03:25 საათზე, გ------- ტ-------მ ბრტყელტუჩას გამოყენებით უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, თ----------ის ქუჩის N--ში მდებარე მაღაზია ,,ი-----–ში’’ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მეტალის ფულის შესანახ ყუთს. დაზარალებულს აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2.23. 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 06:58 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, წ-------–ის ქუჩის N--ში მდებარე მაღაზია ,,ს------------–ში’’ და შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა ფულს.

 

2.24. 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 07:15 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, თ----------ის ქუჩის N---ში მდებარე აქსესუარების მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2 ლარს.

 

2.25. 2018 წლის 4 მარტს გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, პ--–---ის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ ,,ა------–-ში“ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ც------ ტ--–--–-–---–ის 100 ლარს.

 

2.26. 2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 03:05 საათზე, გ------- ტ------- ქ-------–ი, ს---------ას გამზირის N---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ინდმეწარმე ხ------- მ-–-------ის ავტოსამრეცხაო „ე------------ას“ ფულის შესანახი აპარატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხ------- მ-–-------ის კუთვნილ 15 ლარს.

 

2.27. 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ბ----ის ქუჩის N---ში მდებარე, შპს „ა-–-----------–-------ის“ მაღაზია „ა-–---------ის“ მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ა-–-----------–-------ის“ 349,66 ლარს, ორ ბოთლ 1010 ლარად ღირებულ კონიაკს, ორ ბოთლ 220 ლარად ღირებულ ვისკის, რითაც შპს „ა-–-----------–-------ს“ მიადგა 1579,66 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.28. 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 03:20 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ფ--–--–---–ის ქუჩის N---ში მდებარე შპს ,,მ-------------ში“ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ--–- გ------ას კუთვნილ, 97 ვერცხლის ჯვარსა და 120 ვერცხლის ბეჭედს. დაზარალებულს აღნიშნული ქმედების შედეგად მიადგა 3200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.29. 2018 წლის 9 მარტს, დაახლოებით 02:25 საათზე, გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ვ-------------ის ქუჩის N---ში მდებარე ლ--–- ტ-------ს მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 40 ლარად ღირებულ, 10 კოლოფ სიგარეტ „მარლბოროსა“ და 10 კოლოფ, 30 ლარად ღირებულ სიგარეტ „ბლექტიპს,“ რითაც ლ--–- ტ-------ს მიადგა 70 ლარის ზიანი.

 

2.30. 2018 წლის 16 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ------- ტ------- დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და განაჩენით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, რის შემდგომაც, 2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, გ------- ტ------- ქ-------–ი, ზ. გ------------ას I შესახვევის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული "ტოიოტას" ფირმის, სახ. ნომრით N------ ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა შ------- შ-----–--ას კუთვნილ, 25 ლარად ღირებულ საფულესა და მასში მოთავსებულ 240 ლარს.

 

2.31. 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 21:33 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა გ------- ტ-------მ უკანონოდ შეაღწია ქ-------–ი, ფ--–--–---–ის N---ში მდებარე ,,ა-----ის’’ აფთიაქში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 260 ლარს.

 

2.32. 2018 წლის 27 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ-------–ი, ი-–-- ჭ-------ის გამზირის N----ში განთავსებული გ--- ბ--------–---–ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, უკანონო შეღწევის გზით, ქურდობისათვის ნასამართლევი გ------- ტ------- შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თანხას – 45 ლარს.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ------- ტ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის სააპელაციო საჩივარი (სასჯელის შემცირებაზე) არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, საქართველოს სსსკ-ის 307–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ------- ტ-------ს დამნაშავედ ცნობას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში და სასჯელის მინიმუმდა შემცირება.

 

5. კასატორის მითითებით, ნათელია, რომ გ------- ტ-------მ ჩადენილი დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულის ყველა ეპიზოდი, ხელი შეუწყო გამოძიებასა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. შესაბამისად, გამოკვეთილია შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მოსამართლეს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე (რომლის გათვალისწინებას მას იმპერატიულად ავალებს არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 75–ე მუხლის პირველი ნაწილი), გ------- ტ-------სათვის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის შეეძლო, დაენიშნა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ტ-------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს. ამასთანავე, პალატა უთითებს, რომ დაცვის მხარეს გ------- ტ-------ს ბრალეულობის არცერთ ნაწილში გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.

 

2. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო მისი დანიშვნის დროს, მხედველობაში იღებს, როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს.

 

3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლიც, ავალდებულებს სახელმწიფოს - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ - არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან. ამასთან, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს N14 ზოგადი კომენტარის 28-ე პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებში საუკეთესო ინტერესების პრინციპი ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ ყველა ბავშვზე. კომიტეტი აღნიშნავს: ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ როდესაც საუბარია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი ტრადიციული ამოცანები, როგორებიც არის: რეპრესია ან დასჯა, ნაკლებ პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე - რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.

 

4. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გ. ტ-------ს მსჯავრი დაედო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული არაერთი დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ მან თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც გ. ტ------- აღნიშნავს, რომ მისი გარშემომყოფებიდან ყველას ძლიერი ფინანსური შესაძლებლობა აქვს და ოჯახში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, თანხის იოლი გზით შოვნა გადაწყვიტა.

 

5. პალატას მიაჩნია, რომ გ. ტ-------სათვის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის განსაზღვრა ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. იგი წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.

 

6. იმ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომლებიც გ. ტ-------მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც, ამ ნაწილებში გ. ტ-------ს სასჯელის სახით შინაპატიმრობა უნდა დაენიშნოს.

 

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ო----- რ-----ის საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ტ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

8. გ------- ტ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼- ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 7 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 21 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი, თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ტ-------ს მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 24 ივლისისა და 2017 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდები), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 3 სექტემბრის, 2017 წლის 26 ოქტომბრისა და 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდები), სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა,“ „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ტ-------ს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან;

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე