არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, სააპელაციო წესით გაასაჩივროს არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. აღნიშნულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXV თავის შესაბამისი დებულებები, არასრულწლოვნის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების გათვალისწინებით.
კარი VIIარასრულწლოვანთა პატიმრობა, არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნებზე ზრუნვა
თავი XIIIარასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში ყოფნის პირობები