განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
080100119002880483
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002880483

საქმე №1/ბ-485-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

17 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------------ე;

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებული: გ--------------------, დაბადებული 2----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------------–----–------------;

 

კანონიერი წარმომადგენელი: მ-------------ი;

 

ადვოკატი: გ--–------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელი: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 03 (სამი) წლითა და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქმის განხილვის ფორმა: დახურული სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი);

 

- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენით: გ-------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ---–--------------ის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ---------–---–ის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 03 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლითა და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გ--------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა;

 

გ--------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 თებერვლის 18:45 საათიდან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, გ--------------------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის პერიოდში ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე გ--------------------ს დაეკისრა მოვალეობა არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე;

 

ამავე განაჩენით, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დადგინდა, რომ:

 

შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის (გ---–--------------ის სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, ნ----------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, მაღაზია ლ----–იდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ამსახველი სამი ცალი დისკი დალუქული ერთ კონვერტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, ხელსახოცი, თმის მაგვარი ღერები, ხელის ერთი კვალი, ნ----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გ--------------------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (გ---–--------------ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული თმის მაგვარი ღერები, კარის სახელურიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ანაწმენდები, ღვინის ბიდონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, სუნამოს ფლაკონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ზალატონი სამოელოვისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, თაროების ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, სალაროს დახლთან არსებული სვეტიდან აღებული ანაწმენდები, ხელის ოთხი კვალი, ჩხირიანი კამფეტი, სიგარეტის ნამწვი, ერთჯერადი ხელსახოცი, ნ-----–-–---–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გ---–--------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.

 

გ--------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პლაზმური ტელევიზორი, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ერთი წყვილი ყავისფერი ყვითელ ჩანართებიანი ბოტასი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს ამოღებული კარის გარეთა სახელური, კარის შიდა სახელური, სალარო აპარატის უჯრა, ოც თეთრიანი მონეტა, სალაროს უჯრის გასაღები, გ--------------------ს ტანსაცმელი, ნ----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთჯერადი ხელსახოცების შეკვრა, შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული საფულე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

განაჩენის მიხედვით, გ--------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 02 მარტს, ღამის საათებში, გ--------------------მ ნ----------------ესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ბ--–-----------------–--------ში მდებარე გ---–--------------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ---–--------------ის კუთვნილ 1600 ლარად ღირებულ ოქროს ყელსაბამს, 400 ლარად ღირებულ ჯვარს, ლითონის 200 ლარად ღირებულ ყელსაბამს, 30 ლარად ღირებულ მედალიონს, 150 ლარად ღირებულ საათს, 15 ლარად ღირებულ ქანდაკებას, 20 ლარად ღირებულ სადგამს, 350 ლარს, 45 ლარად ღირებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელს, 55 ლარად ღირებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელს, რითაც გ---–--------------ეს მიადგა 2835 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2018 წლის 02 მარტს, ღამის საათებში, გ--------------------მ ნ----------------ესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ბ--–--------------------–--–--------------ში მდებარე თ---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა1600 ლარად ღირებულ „სამსუნგი“-ს ფირმის ტელევიზორს, 500 ლარად ღირებულ საათს, 120 ლარს, რითაც თ---------–---–ს მიადგა 2220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2019 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 00:50 საათზე, გ--------------------, ქუთაისში, ა------–-----–-------------ში მდებარე შპს „ტ-----“-ს კუთვნილ სასურსათო მაღაზია „ლ----–ი“-ში დანის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე ოპერატორს ნ-----–-–---–---–ს და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლა შპს „ტ-----“-ს კუთვნილ 243 ლარს.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ გ--------------------ს სასჯელი - 02 წლითა და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ან განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ მოხდა მისი საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობა, სასამართლომ არ გაითვალისწინა გ--------------------ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშები, სადაც აშკარად არის საუბარი იმ დადებით ტენდეციებზე, რომლებიც შეინიშნებოდა გ--------------------ს მიმართ სათანადო ინტერვენციის განხორციელების შემდგომ. არცერთ ეტაპზე შედგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშიდან არ გამომდინარეობს, რომ გ--------------------ს რესოციალიზაციისათვის მის მიმართ აუცილებლობას წარმოადგენდა საპატიმრო სასჯელის გამოყენება. პირიქით, შეფასების ანგარიშში საუბარია, რომ გ--------------------ს სურს უმაღლესი განათლების მიღება. გ--------------------ს ჰყავს ოჯახი, რომელსაც მისთვის შეუძლია დახმარების აღმოჩენა. მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, როგორც კი გ--------------------სთან სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა დაიწყო მუშაობა, ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში, მას გაუჩნდა საკუთარი ქცევების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ის გახდა დაზარალებულების მიმართ ემპათიური. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი.

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ გ--------------------ს მიმართ ყველა გარემოება არსებობდა იმისა, რომ სასამართლოს, სასჯელთან დაკავშირებით, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ამის ნაცვლად, მოსამართლემ აირჩია გაუმართლებლად მკაცრი მიდგომა და არასრულწლოვანი, მიუხედავად მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა, საკმაოდ დიდი ხნით გაამწესა საპატიმრო დაწესებულებაში.

 

პროკურორს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–------------ს, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში შეტანილ იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თავად ბრალდებულ გ--------------------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ----------------ის, ბ----------–------ის, თ----------–---–ის, ი-----–--------ს, გ---–--------------ის, ნ-----–-–---–---–ის, გ---–--------------ის, ა-----------ის გამოკითხვის ოქმებით, გ--------------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--------------------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--------------------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს გ--------------------ს განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი ან ვადიანი თავისუფლების აღკვეთა სრულად ჩაეთვალოს პირობით.

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ გ--------------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე, მსჯავრდებულის ასაკს, იმ გარემოებას, რომ მის მიერ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნების პერიოდში, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. შესაბამისად, იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ--------------------ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით მიღწეული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზნები, როგორიცაა: არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ასევე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

გ--------------------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ-------------------- ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.

 

სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის შესაძლებლობების ანალიზის გათვალისწინება, ანგარიშის მიხედვით, ,,გ-------------------- იაზრებს მის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსა და წარსულ გამოცდილებას. უარყოფითად აფასებს დელიქვენტურ ქმედებასა და საზოგადოებას სადაც მას უწევდა ყოფნა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გ------- გამოხატავს ინტერესს მიიღოს უმაღლესი განათლება, მისი რესურსი მიმართოს პოზიტიური ცვლილებების განხორცილებისთვის და მიაღწიოს წარმატებას მზადყოფნას გამოხატავს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან, მათ გაუწიოს მხარდაჭერა და მიიღოს რჩევა-დარიგება. ჩამოშორდეს კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს და თავად გახდეს მაგალითი თანატოლებისათვის, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების კუთხით. არასრულწლოვნის მნიშვნელოვან მხარდამჭერ რგოლად და დამცავ ფაქტორად შესაძლოა მოვიაზროთ ოჯახი, რომელიც მზად არის გ-------ს გაუწიოს მხარდაჭერა თუ ის შეწყვეტს დელიქვენტური ქმედების განხორცილებას და დაეხმაროს განვითარებაში. ასევე, მნიშვნელოვანი მხარდამჭერი რგოლია ბრალდებულის სანათესაო და პროსოციალური ქცევის სამეგობრო წრე’’.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის პიროვნული თავისებურებები, რომლის გარეშეც, ვერ განხორციელდება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, მითუმეტეს, რომ სასჯელის მიზანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, არის არა მარტო სამართლიანობის აღდგენა, არამედ, მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენაც.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მისი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც შესაძლებელია სასამართლოს დაეხმაროს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებაში, სასჯელის არსისა და მისი სწორი ფორმის შერჩევის დროს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს არასრულწლოვნის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა გ--------------------მ განმარტა, რომ გაანალიზა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მომავალში არასდროს არ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, დაეხმარება მშობლებს, ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის დანიშვნისას პიროვნების იდივიდუალური მახასიათებლები განსაკუთრებულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებული არასრულწლოვანია, ამ დროს ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს სასჯელის რომელი სახის გამოყენებით იქნება შესაძლებელი არასრულწლოვნის შემდგომი სრულყოფილი ინტეგრაცია საზოგადოებაში, რადგანაც სასჯელის მიზანი, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს არა მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის მიუხედავად, არამედ, დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობა, რომ გაანალიზოს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა დაადგეს გამოსწორების გზას და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გ--------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა, მან ჩაიდინა განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, არის არასრულწლოვანი და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა გ--------------------ს მიმართ შესაძლებელი იქნება მისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან, არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ--------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ--–------------ს, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ გ--------------------ს სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. გ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ---–--------------ის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ---------–---–ის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლითა და 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

4.მსჯავრდებული გ-------------------- გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში, განაჩენის გამოცხადებისთანავე;

 

5.რეალური სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით;

 

6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--------------------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.გ--------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის (გ---–--------------ის სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, ნ----------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების დისკი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, მაღაზია ლ----–იდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის ამსახველი სამი ცალი დისკი დალუქული ერთ კონვერტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, ხელსახოცი, თმის მაგვარი ღერები, ხელის ერთი კვალი, ნ----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გ--------------------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (გ---–--------------ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული თმის მაგვარი ღერები, კარის სახელურიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ანაწმენდები, ღვინის ბიდონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ორი კვალი, სუნამოს ფლაკონის ზედაპირიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, ზალატონი სამოელოვისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, თაროების ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, სალაროს დახლთან არსებული სვეტიდან აღებული ანაწმენდები, ხელის ოთხი კვალი, ჩხირიანი კამფეტი, სიგარეტის ნამწვი, ერთჯერადი ხელსახოცი, ნ-----–-–---–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში, გ---–--------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ნახჭის ნიმუში გ--------------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.

 

- გ--------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პლაზმური ტელევიზორი, ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ერთი წყვილი ყავისფერი ყვითელ ჩანართებიანი ბოტასი, შემთხვევის ადგილის (მაღაზია ლ----–ის) დათვალიერების დროს ამოღებული კარის გარეთა სახელური, კარის შიდა სახელური, სალარო აპარატის უჯრა, ოც თეთრიანი მონეტა, სალაროს უჯრის გასაღები, გ--------------------ს ტანსაცმელი, ნ----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთჯერადი ხელსახოცების შეკვრა, შემთხვევის ადგილის (თ----------–---–ის სახლის) დათვალიერების დროს ამოღებული საფულე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/