განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002521365
საქმე №1ბ/1417-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-------------–---–-ს
მსჯავრდებულ: ლ---------------––---ის
თარჯიმან: მ------------------ის
ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ ლ---------------––---ის, დაბადებულის 2----–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–--------------–------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---------------––---მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე.ი. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ-------–------–-------–-----–--------ზე, ა-----------–---- სატვირთო ავტომანქანა „მ------’', სახელმწიფო ნომრით M------, დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობდა მეორეხარისხოვანი გზიდან და კვეთდა საავტომობილო გზას აღმაშენებლის ქუჩაზე, რომ კვლავ მეორეხარისხოვან გზაზე გაეგრძელებინა სვლა, რა დროსაც მას გზის სავალი ნაწილის გადაკვეთის მანევრის შესრულების დროს შეეჯახა აღმაშენებლის ქუჩაზე, დაახლოებით 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა „მ-------------–-“, სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 0----------–--–- დაბადებული, არასრულწლოვანი ლ---------------––---ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „მ-------------–-“-ს მგზავრი გ------–---------ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანების შედეგად 2017 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მ-------------–-“-ს მძღოლის ლ---------------––---ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო შემთხვევა (შეჯახება).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:
ლ---------------––---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის’’ 73-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა 1/4-ით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ---------------––---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელად ჩამოერთვა ავტომობილის მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.
ლ---------------––---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ-------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ლ---------------––---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სანქციის ფარგლებში დაენიშნოს უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელი, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ---------------––---ს დაუნიშნა იმდენად ლმობიერი სასჯელი, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და მსჯავრდებულის პიროვნება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ლ---------------––---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების - ა------------–---ის, ე---------------–---ის, ა----------------ის, ნ------------------- ვ-----–---------ის, ი--------–------–---–ის და სხვა პირთა დაკითხვის ოქმებით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------–----------–------------------------------ დასკვნით, კომპლექსური სატრანსპორტო ტრასოლოგიუი-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და თავად ლ---------------––---ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ---------------––---ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიერ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ---------------––---ის გაუმკაცრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე. აღნიშნული სრულიად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ლ---------------––---თან მიმართებაში გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. ლ---------------––---მა თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა აღნიშნულისა, ლ---------------––---მა არ გახადა სადავოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია - რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ---------------––---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ლ---------------––---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ლ---------------––---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ---------------––---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი’’-ს 73-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ---------------––---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელად ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.
ლ---------------––---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად 2018 წლის 9 ივლისს შეტანილი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ნ-------------------––---- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ლ---------------––---ის მიმართ პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა ,,მ-----, ს----–-–--------------------------- რომელიც განთავსებულია ქ. ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ა----ს’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანა ,,მ-------------–-“, ს----–-–-------------------------, რომელიც განთავსებულია ქ.ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე შპს ,,ა----ს’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ა-----------–----ს ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ლ---------------––---ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
გ------–---------ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
გზის მოასფალტებული ზედაპირიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მ-----, ს----–-–--------------------------- მძღოლის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მ-------------–-“, ს----–-–-------------------------, ავტომანქანის მძღოლისა და წინა მარჯვენა მგზავრის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ,,მ-------------–-“, სახელმწიფო ნომრით G------, წინა მარჯვენა საქარე მინის მარჯვენა ნაწილიდან ამოღებული თმის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, გ-------–---------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ.კახეთელიძე