განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100117002156437
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/976-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - ა--------ას,ადვოკატ - თ-------–---–ის,მსჯავრდებულ - გ--–-----------ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--–-----------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------რს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო------------------------------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------------–------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით:

 

გ--–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შპს „---------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

გ--–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შპს „დ---–--“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან პირველი ეპიზოდისათვის (შპს „--------“) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ--–-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

გ--–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გ--–-----------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად (ორი ეპიზოდი).

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 06:30 საათზე ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლება N26-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს „---------“ ჯიხურში გ--–-----------ემ, ლ----------–--–-----------------–-----------–-------------–მა ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომელ ლ--------------ზე დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 11 ლარისა და 80 თეთრის ღირებულების შოკოლადი და თამბაქო.

 

2017 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 07:11 საათზე, ქ------–--–--------------------–--–-------ე კორპუსში მდებარე შპს „დ---–--“ მაღაზიაში გ--–-----------ემ, ლ----------–--–-----------------–-----------–-------------–მა ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომლებზე ნ-------------–---–--ე და ქ--------------–---ზე, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს „დ---–--“ კუთვნილი ფულადი თანხა 1790 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის, ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარე აპელირებს, რომ გ--–-----------ისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან მიმართებაში და მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, უპირველესად კი პრევენციული მიზნის მიღწევა. სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული გ--–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა, კერძოდ: დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი, ჩადენილი ჯგუფურად, თავდასხმის გზით, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც მის მიერ განხორციელებული ქმედების საშიშ ხასიათს აღნიშნავს.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების თაობაზე.

 

მსჯავრდებულმა გ--–-----------ემ და მისმა ადვოკატმა თ-------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ას მოთხოვნა არ უდნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ--–-----------ის მიერ დანაშაულების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, დაზარალებულების: ლ-------------------------------–---–-------------------–--ის დაკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; გ--–-----------ის გამოკითხვის ოქმს; ამოცნობის ოქმებს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს; ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას; ვიდეო-ჩანაწერს, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გამამტყუნებელ განაჩნეს ლ------–--–-ს, გ-----–---ას და ლ---------–ის მიმართ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ასევე მიუთითებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ხოლო, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით, 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მინაზი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე გ--–-----------ის პიროვნება, ასაკი, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირბები, განათლება, ოჯახური მდგომარეობა და საქმეზე წარმოდეგნილი გ--–-----------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა მისი პიროვნებისათვის დამახასითებელი არაერთი დადებით გარემოება. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს.

 

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ--–-----------ემ სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილ დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე დაზარალებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი არის ანაზღურებული, რის საფუძველზეც, არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გ--–-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც შეუმცირდა ¼-ით და ჩაეთვალა პირობითად, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გ--–-----------ემ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის ქმედება, ჯგუფურად, თავდასხმის გზით, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამდენად, პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებს. ასევე, გ--–-----------ეს ბრალად შერაცხული აქვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ჯგუფურად ჩადენილი ქმედება. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. შესაბამისად, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული გ--–-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

გ--–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შპს „---------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

გ--–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შპს „დ---–--“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან პირველი ეპიზოდისათვის (შპს „--------“) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ--–-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

გ--–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით;

 

გ--–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (შპს „დ---–-“) გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ამოღებული სუნის კვლების ნიმუშები 1 პაკეტად, ანაწმენდები 1 პაკეტად და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები 1 პაკეტად, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ლუკა არაბაულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებულ სიმ ბარათთან ერთად დალუქული სახით, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ--–-----------ისგან და ლ----------–--–---ან ამოღებული ტანსაცმელი 2 პაკეტად დალუქული სახით, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ბრალდებულების გ------------–---ას, ლ----------–--–ის, გ--–-----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები დალუქული 3 პაკეტად, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ბრალდებულების გ------------–---ას, ლ----------–--–ის, გ--–-----------ისაგან აღებული სუნის კვლების ნიმუშები დალუქული 3 პაკეტად, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ბრალდებულ ლ----------–--–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამორებული 1 ცალი შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ბრალდებულ ლ-------------–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ბრალდებულ გ------------–---ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

მსჯავრდებულ გ--–-----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შპს „დ---–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (შპს „--------“) გადაღებული ფოტომასალა 1 დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის სამქეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შპს „ს-----------ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი (შპს „--------“) ერთ დისკზე დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის სამქეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერი 1 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შპს „მ--------–---ან“ გამოთხოვილი მობილური ტელეფონების დეტალური ინფორმაცია 1 დისკად, დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე