განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
080100119002885839
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-379-2019 წელი

№080100119002885839

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

19 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ზ---- ჭ---–-----ის,ადვოკატის – მ------- ა----------ის,მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის – რ----- გ--------ს,მსჯავრდებულის – ბ--- გ--------ს მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა ბ--- გ--------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ბ--- გ--------, დაბადებული 2----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ--–--------------------------–---------ს დასხლებაში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვე-თა 03 (სამი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (წელი) და 06 (ექვსი) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბ--- გ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 24 აპრილის დარჩეს უცვლელი:

ბ--- გ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (წელი) და 06 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩე-ნილი 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობი 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ბ--- გ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.

ბ--- გ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათ-ვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 6 თებერვალიდან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, ბ--- გ---------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის პერიოდში ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე ბ--- გ--------ს დაეკისროს მოვალეობა არ შეიცვალოს ბინად-რობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, ბ--- გ--------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენ-ტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, შპს „თ---–------“-ს კუთვნილი მაღა-ზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართ-ლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სალაროს უჯრიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სალაროს ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის სამი კვალი, ბ--- გ---------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაღაზიის კარის გარე სახელური, მაღაზიის კარის შიდა სახელური, სალაროს უჯრა, კომპიუტერის კლავია-ტურის დასადები დაფა, დაუბრუნდეს შპს „თ---–------“-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – ბ--- გ--------საგან ამოღებული მოშავო ფერის მოგრძო ქურთუკი, მომ-წვანო ფერის ე.წ. კაპიშონიანი მოსაცმელი და ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაც-მელი, დაუბრუნდეს ბ--- გ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

marina siraZe