განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002193422 საქმე №1/ბ-324-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ------- ხ----ის
მსჯავრდებულების – ხ---- ა-----ის, ი-----–- ა-----ის
ადვოკატების – თ---------- ბ--–-------ის, ფ------ ც---–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს და მსჯავრდებულ ხ---- ა-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
1)ხ---- ა-----ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–-------------------------–ში, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 4----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ტ------–--------------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2)ი-----–- ა-----ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–----------- ქ-----------–-ში, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 4----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ტ------–--------------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---- ა-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მინის ბოთლით და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ხ---- ა-----ე ი-----–- ა-----ესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ---------––-----------------------------------------------–- მდებარე მაღაზიაში გ---–----- რ-–----ეს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულის გამო ხ---- ა-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ა-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მინის ბოთლით და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ი-----–- ა-----ე ხ---- ა-----ესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ქ---------––-----------------------------------------------–- მდებარე მაღაზიაში გ---–----- რ-–----ეს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ა-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით:
ხ---- ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 08 (რვა) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) წლით, 02 (ორი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 02 (ორი) წლით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ხ---- ა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 03 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვსი) წლით, 02 (ორი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 02 (ორი) წლით და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
ხ---- ა-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2017 წლის 03 ნოემბრიდან, ხოლო 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყება საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ---- ა-----ეს დაეკისრა მოვალეობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ი-----–- ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 (ხუთი) წელი.
ი-----–- ა-----ეს 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან _ 2018 წლის 24 აპრილიდან.
მსჯავრდებულ ი-----–- ა-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- ა-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. ასევე ი-----–- ა-----ეს დაეკისრა მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, ი-----–- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ქ---------––-----------–---–---------------------------------------------------------) მდებარე მ--------------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ბოთლი და სანთებელა _ უნდა განადგურდეს.
· ხ---- ა-----ისაგან ამოღებული ფულადი თანხა, ი-----–- ა-----ისგან ამოღებული ფულადი თანხა და გ---–---- რ-–----ის, ი-----–- და ხ---- ა-----ეების ტანსაცმელი _ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად და ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ინახება საქმეში, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, დალუქული 2 ცალ დისკზე, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრების არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ და მსჯავრდებულმა ხ---- ა-----ემ.
3.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ---- და ი-----–- ა-----ეებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ ჩადენილი იქნა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომლითაც საფრთხე შეექმნა დაზარალებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რაც მეტყველებს მსჯავრდებულებზე, როგორც მომეტებულად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელ პირებზე. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები, მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან და ვერ უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
3.2. მსჯავრდებულმა ხ---- ა-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე გასათვალისწინებელია მისი ინდივიდუალური შეფასების აქტი და დაზარალებულის დამოკიდებულება, რომელიც არ არის მის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენების მომხრე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა გ------- ხ----ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა ი-----–- ა-----ემ და ხ---- ა-----ემ, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ფ------ ც---–---ემ და თ---------- ბ--–-------ემ ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, მსჯავრდებულმა ხ---- ა-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- ბ--–-------ემ მხარი დაუჭირეს ხ---- ა-----ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს და მსჯავრდებულ ხ---- ა-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ გ---–---- რ-–----ის და მოწმე ლ---- ქ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულების _ ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ამოღების ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოცნობის ოქმებით; მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნით; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის და 2016 წლის 25 მაისის განაჩენებით ხ---- ა-----ის მიმართ და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ხ---- ა-----ემ და ი-----–- ა-----ემ ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ და მსჯავრდებულმა ხ---- ა-----ემ განაჩენი გაასაჩივრეს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვეს ამ ნაწილში მასში ცვლილებების შეტანა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს და მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ არასრულწლოვნის სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა არასრულწოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ი-----–- ა-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და მასში აღწერილ დადებით ფაქტორებს, სახელდობრ, იმას, რომ მსჯავრდებული სკოლის დასრულების შემდგომ სწავლის გაგრძელებას გეგმავს უნივერსიტეტში; არის ახალგაზრდული მოძრაობა „ძლიერი მუხურას წევრი“, რომლის ფარგლებშიც თანატოლებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა შემოქმედებით, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს; აქვს სამუშაო გამოცდილება, დასაქმებულია პერიოდულად საზაფხულო არდადეგების დროს; იგი იაზრებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და გამორიცხავს მომავალში მსგავსი ქმედების განხორციელების რისკს. ხ---- ა-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, იგი აღიარებს დანაშაულს, ნაწილობრივ იაზრებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და ასევე ქმედების შედეგებს, მისთვის მტკივნეულია დაწესებულებაში ყოფნა; არ არის ემპათიურად განწყობილი დაზარალებულის მიმართ; მომხდარში ძირითადად დაზარალებულად საკუთარ თავს მიიჩნევს; აქვს უიმედობის განცდა და შიში, რომ სასჯელის სახით შესაძლოა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა; გამოვლინდა სასარგებლო ინტერესები _ ხ----ს ეხერხება ხატვა და ხეზე კვეთა, ასევე დაინტერესებულია ავტომობილების შეკეთებით, თუმცა აქვს დაბალი მოტივაცია.
პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულების ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, მათ ასაკს და იმ გარემოებებს, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ არასრულწლოვნები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, მიიჩნევს, რომ ხ---- ა-----ისთვის და ი-----–- ა-----ისთვის განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ისე საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (,,პეკინური წესების“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ ასევე არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ხ---- ა-----ისთვის და ი-----–- ა-----ისთვის დანიშნული სასჯელების სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნის საფუძველი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ---- ა-----ის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო შეღავათი, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ხ---- ა-----ეს დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხ---- ა-----ის მიმართ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით. პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი არ არის გამოიყენოს აღნიშნული მუხლი, ვინაიდან, ხ---- ა-----ის მიმართ წარსულში გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მსჯავრდებულ ხ---- ა-----ეს შუმსუბუქოს დანიშნული სასჯელი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს და მსჯავრდებულ ხ---- ა-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი ხ---- ა-----ის და ი-----–- ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ხ---- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 03 (სამი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის, 02 (ორი) თვისა და 8 (რვა) დღის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ხ---- ა-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ---- ა-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 03 (სამი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის, 02 (ორი) თვისა და 8 (რვა) დღის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6.მსჯავრდებულ ხ---- ა-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 03 ნოემბრიდან.
7.გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, პირობით მსჯავრდებულ ხ---- ა-----ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.მსჯავრდებულ ხ---- ა-----ეს დაევალოს გამოსაცდელი ვადის პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
9.ი-----–- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხ---- ა-----ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
10.მსჯავრდებულ ი-----–- ა-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
11.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----–- ა-----ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
12.პირობით მსჯავრდებულ ი-----–- ა-----ის ყოფაქცევის კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13.განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, ი-----–- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ქ---------––-----------–---–------------–----------------------------------------------------------) მ--------------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
14.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ბოთლი და სანთებელა _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· ხ---- ა-----ისაგან ამოღებული ფულადი თანხა, ი-----–- ა-----ისგან ამოღებული ფულადი თანხა და გ---–---- რ-–----ის, ი-----–- და ხ---- ა-----ეების ტანსაცმელი _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან კანონიერ მფლობელებს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად და ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ინახება საქმეში, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
· საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, დალუქული 2 ცალ დისკზე, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
15.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/