განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100118002770194
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002770194

საქმე N1/ბ-235-2019წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

13 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის- ა-–---------- ძ-------ის

ადვოკატის - გ---–- თ---------ის

მსჯავრდებულის - გ------- გ--------ს

მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის - ი--------------ის მონაწილეობით

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- თ----------ის ძე გ--------ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, მოსწავლე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ჰ--------------------;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორის ვ-–-------- თ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ გ------- გ--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------–- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში გ------- გ--------ს მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გ------- გ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

 

გ------- გ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, გ------- გ-------ს დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 04 თებერვლის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, გ------- გ--------ს მიმართ კონტროლი და ზედამხედველობა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე, პრობაციის ბიუროს დაევალოს არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების მართვისა და ასერტული უნარების დასწავლაზე, ასევე ცხოვრებისეული ფასეულობის განმტკიცების ხელშეწყობაზე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, გ------- გ-------ს 06 თვის ვადით აეკრძალოს დაზარალებულ მ------ ღ-------–--ესთან და მოწმე გ--- წ-----–--ესთან ურთიერთობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

გ------- გ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - არასრულწლოვანის მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა და დამატებითი ღონისძიება - სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, სასჯელის დანიშვნამდე დღის 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე იმყოფებოდეს საცხოვრებელ მისამართზე - გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- დ-------- ბ-----ისგან ამოღებული, დაზარალებულ მ------ ღ-------–--ის კუთვნილი რუხი ფერის ჯემპრე და შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ------ ზ----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლისფერი საკეცი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

გ------- გ--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, გ------- გ--------ს კუთვნილი ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ,,ადიდასი’’-ს ფირმის სპორტული მოსასხამი, რუხი ფერის სპორტული შარვალი და ,,სამსუნგი’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გ------- გ--------ს და მ------ ღ-------–--ის სისხლის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი ორი ცალი კომპაქტდისკი - N--------------- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე