განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002690492
საქმე №1/ბ-480-2019 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები : მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის – გ------- ხ-----ს,ადვოკატის - ნ------ ბ-------–--ს
მსჯავრდებულის – ს--- მ---------ის,მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის - მ--------- მ---------ის მონაწილეობით,დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს--- დ------ს ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი 6-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, ბ---------------; ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბო, თ---------------------;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს--- მ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------ ბ-------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი ს--- მ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ს--- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
მსჯავრდებულ ს--- მ---------ეს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 28 მაისიდან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ს--- მ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ს--- მ---------ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე